Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Moto G5S Plus-მა Android 8.1 განახლება მიიღო
როგორც იქნა, გასულ წლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალო დონის სმარტფონმა Android Oreo მიიღო. Moto G5S Plus-ი Android 2017 წლის აგვისტოში Android 7.1-ით გამოვიდა და მის მერე მნიშვნელოვანი განახლება არ მიუღია. როგორც იქნა, Lenovo-მ “მოიცალა” და სმარტფონი 8.0-ის გამოტოვებით 8.1-ზე განაახლა. ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, განახლება შეიცავს დახვეწილ შეტყობინებების სისტემას, multitasking-ის შესაძლებლობებსა და განახლებულ ინტერნეტისა და ბატარეის დამზოგავ […]
OnePlus 5/5T-მ OxygenOS 5.1.0 (Android 8.1) მიიღო
ერთ თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ OnePlus-მა Android 8.1 Oreo-ზე დაფუძნებული OxygenOS 5.1.0 გამოუშვა. აღნიშნული განახლება აპრილის უსაფრთხოების patch-ს მოიცავს. ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. სისტემა სისტემა განახლდა Android 8.1 Oreo-ზე. Android-ის უსაფრთხოების patch-ი განახლდა 2018-04 ვერსიაზე. დაემატა ჟესტური ნავიგაცია (მხოლოდ 5T-ზე). თამაშების რეჟიმი დაემატა ოპტიმიზაციები Gaming mode-ში, მათ შორის ბატარეის დამზოგველი რეჟიმი და ადაპტიური […]
Razer Phone-მა Android 8.1 განახლება მიიღო
ცნობილმა გეიმერულმა კომპანიამ, Razer-მა შარშან თავისი პირველი სმარტფონი გამოუშვა. როგორც ჩანს, კომპანია სხვა ცნობილი Android-ზე მომუშავე სმარტფონების მწარმოებლებისგან განსხვავებით, განახლების საკითხს უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება. Razer Phone-ზე გუშინ Android 8.1-ის სტაბილური ვერსია გამოვიდა. The wait is over! Starting today, we’re rolling out Android 8.1 to fans wielding the Razer Phone. The update will come in waves […]
Project Treble: რა არის ის და რა სარგებლობა მოაქვს მომხმარებლებისთვის
ალბათ ბევრი გიქი დამეთანხმება იმაში, რომ Android Oreo-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია Project Treble-ია. იგი Google-მა წარმოგვიდგინა, როგორც ფრაგმენტაციის აღმოფხვრის გზა და დრომ გვიჩვენა, რომ მეთოდი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. შესავალი Android-ის შექმნის დღიდან, სისტემის ახალ ვერსიაზე განახლების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: AOSP-ს რელიზი: Google-ი აქვეყნებდა ოპერაციული სისტემის კოდს; აპარატურული თავსებადობის დამატება: აპარატურის მწარმოებელი კომპანიები (Qualcomm, Samsung, MediaTek […]
Android Oreo Go – ანდროიდის ვერსია დაბალ-მონაცემებიანი ტელეფონებისთვის
როგორც წესი, Android-ის ყოველი ახალი ვერსია მოითხოვს უფრო და უფრო მეტ რესურსს, რათა შემატებულმა ფუნქციონალმა სტაბილურად იმუშაოს, რაც დღის განრიგში აყენებს შემდეგ პრობლემას: როგორ შეიძლება დაბალ-მონაცემებიან ტელეფონებს გავუკეთოთ საკმარისი ოპტიმიზაცია, რომ Android-ის ახალ ვერსიებს „გაუძლოს“? ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ Android Go-ს წყალობით ეს პრობლემა შეგვიძლია წარსულს ჩავაბაროთ. დღევანდელ დღეს, ფლაგმანებების უმრავლესობას 4, 6 […]
OnePlus 3/3T-ზე Android Oreo ოფიციალურად გამოვიდა
სულ რაღაც ერთი თვის წინ OnePlus-მა თავისი ყველაზე პოპულალური სმარტფონებისთვის, OnePlus 3-ისა და 3T-სთვის Android Oreo-ს პირველი ბეტა ანაწყობი გამუშვა. რა საკვირველია, მას შემდეგ ისინი ხარვეზების აღმოფხვრასა და სტაბილურობის გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. გუშინ კი, არც თუ ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კომპანიამ ოფიციალური განახლება გამოუშვა. Android 8.0-ზე დაფუძნებულ OxygenOS 5.0-ში ვხვდებით ისეთ დამატებით (რომლებიც სუფთა Android-ში […]
OnePlus-ის სისტემური განახლებების გეგმები
როგორც ვიცით, კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავისი ახალი ფლაგმანი, OnePlus 5T წარმოგვიდგინა. სმარტფონს გააჩნია წინამორბედისგან განსხვავებით ახალი 18:9 ფორმატის ეკრანი, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა რომელიც კომპანიამ დაუშვა, დამერწმუნებით ისაა, რომ მათ ახალ სმარტფონში არ ჩანერგეს Android Oreo და ის ქარხნულად 7.1.1 ზე მუშაობს. გარდა ახალი სმარტფონისა კომპანიამ პრეზენტაციაზე განახლებების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით Android […]
Essential PH-1-მა Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
ალბათ აქამდე უკვე შეამჩნევდით, რომ ენდი რუბინის ბაზარზე ახლახანს გამოჩენილი მწარმოებელი, Essential-ი, მომხარებლებს სისტემური განახლებებით ანებივრებს. ტელეფონის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა რამდენიმე განახლება. მათი უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუმცა ვიხილეთ საკმარისი რაოდენობის ახალი ფუნქციებიც. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ კომპანიაში დღემდე მუშაობენ კამერის პრობლემების გამოსწორებაში. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ჰორიზონტზე Android Oreo-ს პირველი ბეტა […]
ყველაფერი Android 8.1-ის შესახებ
Android 8.0 Oreo-ს გამოსვლიდან 64 დღის შემდეგ Google-მა ოპერაციული სისტემის კიდევ ერთი ახალი ვერსია – Android 8.1 შემოგვთავაზა. პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება შეგიძლიათ როგორც სისტემური იმიჯის გადმოწერითა და დაფლეშვით, ასევე Android Beta პროგრამაში გაწევრიანებით. როგორც სხვა ყველა .1 ვერსია, 8.1-იც სავსეა მცირედი ცვლილებებიც, რომლებიც 8.0-ის გამოსვლის დროს დიდი ალბათობით ჯერ მზად არ იყო. Pixel 2-ის […]
OnePlus 3/3T-მ Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
რამდენიმე თვის წინ OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა მომხმარებლებს 2016 წლის ფლაგმანების, 3-ისა და 3T-ის Oreo-ზე განახლებას შეპირდა. დღეს კი აღნიშნულმა სმარტფონებმა სისტემის უახლესი ვერსია Open Beta პროგრამის ფარგლებში მიიღეს. მასში გაწევრიანება ყველას შეუძლია, თუმცა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება გადააწყდეთ ხარვეზებსა და თუ უჩვეულო ფუნქციონირებას. ახალ ვერსიაში რა საკვირველია იხილავთ ყველა იმ ფუნქციას, რომლითაც Android Oreo […]
Motorola-მ Android Oreo-ზე გასაახლებელი მოწყობილობების სია გამოუშვა
იყო დრო, როდესაც განახლებების მხრივ Motorola ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მწარმოებლად ითვლებოდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანიის სმარტფონებზე stock-თან მიახლოებული სისტემაა გაშვებული. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც Motorola სხვა მწარმოებელმა, Lenovo-მ შეიძინა. დღეს კი კომპანიამ გამოაქვეყნა იმ მოწყობილობების სია, რომლებიც Android 8.0 Oreo-ზე განახლდებიან. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, იხილეთ სია: Moto Z Moto Z Droid […]