Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
ექსკლუზივი: Huawei Mate 20-ს პატარა ნახევარკუნძული და 3 კამერა აქვს
როგორც იცით, Huawei სმარტფონების ბაზარზე დაწინაურდა. მან გაყიდვების მაჩვენებლით Apple-საც კი გადაუსწრო და მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი ნომერ მეორე კომპანიის ტიტულიც მოიპოვა. მისი ფლაგმანური ხაზი P და Mate სერიას მოიცავს. წელს მათ 3 სმარტფონი, P20 lite, P20 და P20 Pro წარადგინეს, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, წინ კი Mate სერიაა. Android სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბლოგმა, XDA-მ […]
Huawei მალე bootloader-ის გახსნას დაბლოკავს
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური მწარმოებელი Huawei დეველოპერებს ხშირად ახალისებდა ხოლმე მოწყობილობებით. მათი მიზანი იყო ის, რომ სმარტფონებზე ყოველთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი სისტემის არაოფიციალური ვერსიები. ამისთვის კი, როგორც ალბათ უკვე იცით, bootloader-ის გახსნაა საჭირო. აღნიშნული პროცესი აქამდე საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. როგორც ჩანს, Huawei-მ მისი დაბლოკვა გადაწყვიტა. https://twitter.com/Honor_USA/status/999699870830116864 როგორც კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობის Twitter ანგარიშიდან ვკითხულობთ, 24 […]
Huawei P20 Lite: სისტემის მიმოხილვა
დარწმუნებული ვარ ყველას გექნებოდათ ერთხელ მაინც შეხება Huawei-ს სისტემურ ინტერფეისთან, EMUI-სთან. წესით ისიც გეცოდინებათ, რომ იგი MIUI-ზეა დაფუძნებული და იშიფრება როგორც Emotion UI. როგორც ყველა სხვა სკინს Android-ზე, ისევე EMUI-ს ჰყავს თავისი ფანები და მოძულეები. ამ სტატიით შევეცდები აგიხსნათ, როგორ გამოიყურება იგი Android-ის უახლეს სტაბილურ ვერსიაზე, რა უნიკალური ფუნქციები აქვს მას და რითი სჯობია სუფთა […]
სწრაფი მიმოხილვა: Huawei P20 Lite-ის კამერის შესაძლებლობები
Huawei-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში კიდევ ერთხელ დაგვდო პატივი და ამჯერად კომპანიის უახლესი სმარტფონის, P20 Lite-ის დატესტვის საშუალება მოგვცა. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ცარიელ ქუჩებში დავსეირნობდი და ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა მოწყობილობის კამერის შესაძლებლობები. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილური ფოტოგრაფიით გატაცებული არ ვყოფილვარ, ამიტომ დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებ კამერის სრული პოტენციალის გამოყენებას. აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ Huawei-ს […]
Huawei-მ დღეს P20 და P20 Pro წარადგინა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები Huawei-ს ახალი სმარტფონების შესახებ. სულ ცოტა ხნის დავწერე P Smart-ის მიმოხილვაც, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ კომპანიის მარტფონები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჩემი ეს მოსაზრება ახლად გამოსულმა P20-მა და P20 Pro-მ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. როგორღაც Huawei-მ მოახერხა, შეექმნა სმარტფონები, რომლებიც DxOMark-ის ტესტირებაში ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ. […]
Huawei P Smart-ის მიმოხილვა
გადავწყვიტე, სტატია მარქეზის ცნობილი სიტყვებით დავიწყო: იაფი ტელეფონები სულ უფრო და უფრო კარგი ხდება, კარგი ტელეფონები კი სულ უფრო და უფრო იაფდება. ამ ციტატის მართებულება ბევრმა კომპანიამ დაადასტურა, ახლა კი Huawei-ს ჯერი დადგა. მათი უახლესი საშუალო დონის სმარტფონთან, P Smart-თან ერთი თვე გავატარე და უკვე თავისუფლად შემიძლია გითხრათ მისი დადებითი და უარყოფით მხარეების შესახებ. დიზაინი […]
Honor 7X – მორიგი ბიუჯეტური სმარტფონი Huawei-სგან
2017 წლის ძირითადი ტრენდი წარმოადგენს 18:9 პროპორციის ტიპის ეკრანები და შემცირებული ზედა და ქვედა ჩარჩოები. ეს ჩვენ ვიხილეთ მრავალ ფლაგმანში, მაგრამ ბიუჯეტურ ტელეფონებში ჯერ იშვიათობაა.  Huawei Honor 7X არის ერთ-ერთი პირველი ბიუჯეტური სმარტფონი მსგავსი დიზაინით. Huawei Honor 7X-ის სისტემური მახასიათებლებია: ეკრანი 5.93″ 2160×1080 18:9 პროცესორი Kirin 659 ოპერატიული მეხსიერება 4GB მეხსიერება 32GB/64GB კამერა 16MP+2MP ძირითადი […]
Huawei MediaPad M3 – 8.4 დიუიმიანი პლანშეტი სტერეო დინამიკებით
nova და nova plus ტელეფონების გარდა, Huawei-მ IFA-ზე ახალი პლანშეტი, MediaPad M3-იც წარგვიდგინა. პლანშეტი ხმის პრემიუმ ხარისხზეა ორიენტირებული. მისი სტერეო დინამიკები Harman Kardon-ის მიერაა დამზადებული. მოწყობილობას აგრეთვე მოყვება AKG H300 ყურსასმენები, რომლებიც სპეციალურად მისთვისაა შექმნილი. 8.4 დიუიმიან 2560×1600 გაფართოების ეკრანს სიბნელეში მავნე ლურჯი სინათლის გაფილტვრა შეუძლია. პლანშეტის მთლიანი კორპუსი ალუმინისგან შედგება და მომრგვალებული კუთხეების გამო იგი […]
Huawei-მ nova და nova plus სმარტფონები წარადგინა
დღეს IFA-ზე Huawei-მ ორი ახალი ტელეფონი წარადგინა, რომელთაგანაც ერთ-ერთი შესაძლოა ძალიან გეცნოთ. nova და nova plus, რომლების სახელებიც რატომღაც დიდი ასოთი არ იწყება, Huawei-ს საშუალო დონის მონაცემების სმარტფონების სიაში შედიან. nova ხაზის ორივე სმარტფონს მომრგვალებული კუთხეები და მეტალის კორპუსი აქვთ, თუმცა მათი დიზაინი ერთმანეთისგან ძალიან გასხვავდება. nova-ს დიზაინი ძალიან, ძალიან გავს Nexus 6P-ის დიზაინს. კორპუსის უკან, […]
Honor 8 შეერთებულ შტატებში გამოვიდა
როგორც ალბათ უკვე იცით, Honor 8 ჩინეთში თითქმის ერთი თვის წინ გამოვიდა, თუმცა დღეს იგი კომპანიამ ამერიკაშიც წარადგინა. ეს არის პირველი ფლაგმანური მოწყობილობა ამერიკაში Honor-ისგან. კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 12 მეგაპიქსელიან კამერაზე, თითის ანაბეჭდის სწრაფ სენსორსა და სისწრაფეზე [easytable caption="მონაცემები"] ეკრანი,5.2" 1080p\, IPS\, 423 PPI პროცესორი,Kirin 950\, რვა ბირთვიანი RAM,4GB\, DDR4 მეხსიერების მოცულობა,32GB ან 64GB\, […]
Honor 5X-ისთვის Marshmallow განახლება გამოვიდა
Huawei-ს უახლეს ბიუჯეტურ სმარტფონზე, Honor 5X-ზე, ახლახანს დაიწყო Android 6.0 Marshmallow განახლების გავრცელება. როგორც უკვე იცით, აღნიშნულ საოპერაციო სისტემაში დამატებულია Now on Tap (რომელიც დროდადრო უფრო  და უფრო უკეთესი ხდება) Doze რეჟიმი ბატარეის ოპტიმიზაციისთვის ლოდინის რეჟიმში, ხმის უკეთესი კონტროლი, ახალი აპლიკაციების მენიუ და სხვები. როგორც ყოველთვის, Huawei-მ სიტემას თავისი “სკინი”, EMUI 4.0 გადააკრა. ამ ვერსიაში დამატებულია […]
Huawei P9 და P9 Plus: ოფიციალური ინფორმაცია
ინტერნეტში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჭორები დაქრის Huawei P9-ს შესახებ. როგორც იქნა, Huawei-მ უკვე წარმოგვიდგინა იგი გუშინ, ლონდონში. სტანდარტულ P9-ს, როგორც მის წინა მორბედს, 5.2 ინჩიანი 1080p ეკრანი აქვს. P9 Plus-ის ეკრანის ზომა 5.5 ინჩს შეადგენს, თუმცა გაფართოება ისევ იგივეა. P9-ში ყველაზე მეტად გამოირჩევა ახალი კამერა, უფრო ზუსტად, კამერები. ტელეფონი აღჭურვილია ორმაგი კამერით, როგორიც აქვს […]