Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Samsung-ი მალე Android Go სმარტფონს გამოუშვებს
თითქმის ერთი თვის წინ SamMobile-მა GeekBench-ზე Samsung-ის ახალი სმარტფონი შეამჩნია. მათ მაშინვე ივარაუდეს, რომ ტელეფონი დიდი ალბათობით კომპანიის პირველ Android Go მოწყობილობას წარმოადგენს. სმარტფონი აღჭურვილია 1GB ოპერატიული მეხსიერებით, 4 ბირთვიანი პროცესორითა და რაღა თქმა უნდა Android 8.1 Go ოპერაციული სისტემით. Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტებში პროცესორის სახელად “Universal7570_Go” არის მოხსენიებული. დიდი აღნიშნულით აღნიშნული ჩიპსეტი Exynos 7570-ის გაუმჯობესებული […]
Samsung-ის სმარტფონებზე Bixby-ს ღილაკის გათიშვა უკვე შესაძლებელია
ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ Samsung-ის უახლეს ფლაგმანებს, Galaxy S8/S8+-სა და Note 8-ს საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Bixby მოყვება. ისიც გეცოდინებათ, რომ აღნიშნული სერვისისთვის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს სპეციალური ღილაკია გამოყოფილი. დღემდე მისი გამოყენება მხოლოდ Bixby-ს გამოსაძახებლად შეგეძლოთ. სმარტფონების გამოსვლის დღიდან ბევრმა დეველოპერმა სცადა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ღილაკის ფუნქციის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, Samsung-მა ყველა მათგანი დაბლოკა. […]
Samsung Galaxy Note 8-ის მიმოხილვა
Note სერიების ახალმა წარმომადგენელმა, Note 8-მ, პირველად მზის შუქი 24 აგვისტოს ნიუ იორკში Samsung-ის ღონისძიებაზე იხილა. იგივე კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ კი ტელეფონის წარდგენა 8 სექტემბერს გამართა. სმარტფონის პრეზენტაციაზე ქართული ტექნოლოგიური პორტალების წარმომადგენლებიც მიგვიწვიეს. მოგეხსენებათ, რამხელა ზიანი მიადგა Samsung-ის რეპუტაციას გასულ წელს, როდესაც მათ უახლეს ფლაგმანს ქარხნული წუნი აღმოაჩნდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კომპანია ზუსტად ისე მოიქცა, […]
Samsung-მა Note7-ის პროდუქცია და გაყიდვები შეაჩერა
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ იმის მიუხედავად, რომ Samsung-მა Note7-ების დიდი ნაწილი გამოცვალა, ისინი მაინც ფეთქდებოდნენ. რა საკვირველია, კომპანის არ აქვს იმის საშუალება, რომ ტელეფონები თავიდან გამოცვალოს. ასე რომ, Samsung-მა მათი პროდუქცია და გაყიდვები მთლიანად შეაჩერა. როდესაც პირველად Note-ის აფეთქების შემთხვევები დაფიქსირდა, მწარმოებელმა 2.5 მილიონი ერთეული გამოცვალა. მათი განცხადებით, ტელეფონები ბატარეაში წუნის გამო […]
Samsung-მა ბიუჯეტური პროცესორი, Exynos 7570 გამოუშვა
დღეს Samsung-მა ახალი ბიუჯეტური პროცესორი, Exynos 7570 წარგვიდგინა. იგი განკუთვნილია IoT და ბიუჯეტური მოწყობილობებისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი 14nm FinFET ტექნოლოგიას იყენებს. აგრეთვე მას ჩაშენებული იქნება კომპონენტები WiFi, Bluetooth და GPS კავშირგაბმულობისთვის. ამიტომ, Samsung-ი ამ კომპონენტების გამო მესამე მხარის მწარმოებლებზე არ იქნება დამოკიდებულნი. აღნიშნული პროცესორი არ იქნება ჩაშენებული Galaxy S8-ში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, იგი განკუთვნილია იაფფასიანი […]
Samsung Galaxy Note7 ოფიციალურად გამოვიდა – Snapdragon 820, 5.7 ინჩიანი ეკრანით და სხვა
თუ რესურსს თვალს ადევნებდით, შეამჩნევდით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე დავწერეთ Samsung-ის ახალი, რიგით მეექვსე Note სმარტფონის შესახებ. რიგით მეექვსე თქო, კი ვთქვი, მაგრამ მისი სახელი Samsung Galaxy Note 7-ია. მოდით, პირდაპირ მონაცემებს გადავხედოთ. SoC: Snapdragon 820 (შეერთებულ შტატებში), დანარჩენ მსოფლიოში Exynos RAM: 4GB ეკრანი: 5.7 ინჩიანი 1440p curved AMOLED მეხსიერების მოცულობა: 64GB, microSD […]
Samsung-მა UFS მეხსიერების ბარათები გამოუშვა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Samsung-ი Universal Flash Storage (UFS) ტექნოლოგიაზე აქტიურად მუშაობდა. 2015 წლის თებერვალში კომპანიამ დაიწყო UFS ჩიპების მასიური წარმოება, რომელმაც სმარტფონებში eMMC ბარათები ჩაანაცვლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ტელეფონებზე გაიზარდა წაკითხვა/ჩაწერის სისწრაფე. იმ დროისთვის, ჩიპის მაქსიმალური მოცულობა 128GB იყო, თუმცა შემდეგ Samsung-მა იგი 256GB-მდე გაზარდი. მიზანი იყო MicroSD ბარათების წარსულს ჩაბარება. თუმცა, გეგმამ […]
Samsung Galaxy Note7-ის გაჟონილი სურათები
დღეს ცნობილმა ბლოგერმა, ევან ბლასმა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე Note7-ის რენდერები გამოაქვეყნა. აღარანაირი პროტოტიპები ან მხოლოდ შუშები. აღნიშნული სურათები ოფიციალურია. აღნიშნული სურათებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფლაგმანს Galaxy Note7 ერქმევა. აღნიშნული სახელის დარქმევით, Samsung-ი Note სერიას დააწევს S სერიას, აგრეთვე უკეთეს კონკურენციას გაუწევს iPhone 7-საც. ევან ბლასს განცხადებით, ტელეფონს აქვს 5.7 ინჩიანი QHD Super AMOLED ეკრანი, […]
Samsung-მა TouchWiz-ის სამომხმარებლო ინტერფეისი დახვეწა (ისევ)
Samsung-ი Note მოწყობილობებში ყოველ წელს ცვლის სამომხმარებლო ინტეფეისს, რომელიც შემდეგ Galaxy S სერიის ტელეფონებშიც აისახება. როგორც ჩანს, Note 7-ის სისტემის დიზაინში შესამჩნევ ცვლილებებს ვიხილავთ. “Grace” ინტერფეისის შესახებ ვიდეო HDblog.it-მ გამოაქვეყნა. Galaxy S7-ის ყველა მომხმარებელმა იცის, რომ TouchWiz-ის UI უფრო ნათელ ფერებზე გადავიდა (აღარანაირი მწვანე ლურჯზე შეფერილობა). Grace UI-ში შეამჩნევთ უფრო სუფთა შავ-თეთრ შეფერილობას, ლურჯი აქცენტებით. […]
დამტკიცდა: Samsung-ის შემდეგი ფლაგმანის სახელი Galaxy Note 7 იქნება
ჩვენ უკვე ვიცით, რომ Samsung-ი თავისი ახალი ფლაგმანის გამოშვებას 2 აგვისტოს აპირებს. რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ კომპანია ციფრი 6-ის გამოტოვებას და პირდაპირ 7-ზე გადასვლას აპირებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ Note ხაზი S ხაზს დაწეოდა, რომელიც ამჟამად S7/S7 Edge-ზე დგას. Note 6-ის გამოშვება მარკეტინგულად არასწორი იქნებოდა, რადგან სარეკლამო განცხადებები მომხმარებლების დაბნევას გამოიწვევდა. ზოგიერთი წყარო ასევე […]