Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
ყველა ტელეფონი, რომელიც Android 9 Pie განახლებას მიიღებს
Android 9 Pie უკვე ოფიციალურად გამოვიდა. როგორც იცით, Pixel ხაზის ყველა მოწყობილობამ განახლება მომენტალურად მიიღო. თუმცა, სხვა კომპანიების სმარტფონების უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, აგვიანებს. ამ სტატიაში ნახავთ ყველა იმ სმარტფონის სიას, რომელმაც უკვე მიიღო ჩვენი საყვარელი საოპერაციო სისტემის ბოლო ვერსია, ან დადასტურებულია რომ მიიღებს. კომპანიებს კატეგორიების მიხედვით დავყოფ, რომ მათი მოძებნა ადვილი იყოს. მაშ ასე, დავიწყოთ. […]
Moto G5S Plus-მა Android 8.1 განახლება მიიღო
როგორც იქნა, გასულ წლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალო დონის სმარტფონმა Android Oreo მიიღო. Moto G5S Plus-ი Android 2017 წლის აგვისტოში Android 7.1-ით გამოვიდა და მის მერე მნიშვნელოვანი განახლება არ მიუღია. როგორც იქნა, Lenovo-მ “მოიცალა” და სმარტფონი 8.0-ის გამოტოვებით 8.1-ზე განაახლა. ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, განახლება შეიცავს დახვეწილ შეტყობინებების სისტემას, multitasking-ის შესაძლებლობებსა და განახლებულ ინტერნეტისა და ბატარეის დამზოგავ […]
Google Drive-მა ახალი დიზაინი მიიღო
გასულ თვეს Google-მა Gmail-ის ახალი დიზაინი გამოუშვა. ვებსაიტის სამომხმარებლო ინტერფეისი მატერიალური დიზაინის ახალ პრინციპებს ეყრდნობა. შემდეგ ვიხილეთ განახლებული Google Tasks-იც. ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანიამ Drive-ის განახლება გადაწყვიტა. Google-ის განცხადებით, ახალი დიზაინი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდება. წყარო: G Suite Updates
Android P-ს ბეტა ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი წარმოგვიდგინა. გუშინ კი, Google I/O 2018-ზე სისტემის მეორე ანაწყობიც ვიხილეთ, რომელიც ბეტა ვერსიის სახელს ატარებს. თუ რა არის Android P-ში ახალი, შეგიძლიათ ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახოთ. ახლა კი შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, თუ როგორ უნდა დააყენოთ იგი თქვენს მოწყობილობაზე. […]
OnePlus 5/5T-მ OxygenOS 5.1.0 (Android 8.1) მიიღო
ერთ თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ OnePlus-მა Android 8.1 Oreo-ზე დაფუძნებული OxygenOS 5.1.0 გამოუშვა. აღნიშნული განახლება აპრილის უსაფრთხოების patch-ს მოიცავს. ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. სისტემა სისტემა განახლდა Android 8.1 Oreo-ზე. Android-ის უსაფრთხოების patch-ი განახლდა 2018-04 ვერსიაზე. დაემატა ჟესტური ნავიგაცია (მხოლოდ 5T-ზე). თამაშების რეჟიმი დაემატა ოპტიმიზაციები Gaming mode-ში, მათ შორის ბატარეის დამზოგველი რეჟიმი და ადაპტიური […]
Razer Phone-მა Android 8.1 განახლება მიიღო
ცნობილმა გეიმერულმა კომპანიამ, Razer-მა შარშან თავისი პირველი სმარტფონი გამოუშვა. როგორც ჩანს, კომპანია სხვა ცნობილი Android-ზე მომუშავე სმარტფონების მწარმოებლებისგან განსხვავებით, განახლების საკითხს უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება. Razer Phone-ზე გუშინ Android 8.1-ის სტაბილური ვერსია გამოვიდა. The wait is over! Starting today, we’re rolling out Android 8.1 to fans wielding the Razer Phone. The update will come in waves […]
Android P-ს შესაძლოა ჟესტური ნავიგაცია დაემატოს
ჩემი აზრით, iPhone X-ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ გამოსაყენებადი და კომფორტული ფუნქცია არის ჟესტური ნავიგაცია. Apple-მა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენი გაოცება შეძლო შეექმნა ნამდვილი უჩარჩოო სმარტფონი, რომლის მეტწილად კონტროლიც ჟესტების საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი. ჩემი აზრით, მსგავსი ინოვაცია ნამდვილად საჭირო და დროული იყო სმარტფონების სამყაროში (იმედია, WebOS-ის ფანები არ გვიწყენენ). როგორც ჩანს, Google-იც ჩვენს აზრზეა. კომპანიამ გუშინ […]
Play Store-ს განახლებული აპლიკაციის ცვლილებების ახალი ინტერფეისი დაემატა
ახალ სერვერულ განახლებაში Google Play Store-ს ალბათ ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია დაემატა. ამიერიდან ძალიან მარტივად, აპლიკაციის ცალკეული გვერდის გაუხსნელად შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის სიახლე, რაც აპლიკაციის ახალ ვერსიას დაემატა. დამეთანხმებით, ახალი ინტერფეისი ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსაყენებელია. როგორც ხედავთ, Google-ი ასევე გვამცნობს იმ აპლიკაციების შესახებ, რომელთა დეველოპერებიც იმდენად ზარმაცები არიან, რომ changelog-ის დაწერაც […]
Google Maps-ი უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია
ყველა დამეთანხმებით, რომ Google Maps-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაციაა. იგი საშუალებას გვაძლევს, თამამად ვიაროთ თბილისის ქუჩებში და რომელიმე გარეუბანში არ დავიკარგოთ. 14 წლის წინ მას მხოლოდ ინგლისურად საუბარი შეეძლო, დღეიდან კი მას კიდევ 39 ახალი ენა ემატება. აღნიშნული სიახლე ამ ენებზე მოსაუბრე დაახლოებით 1.25 მილიარდ ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს რუკების გამოყენებას. სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ 39 […]
Wear OS უკვე ოფიციალურია
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-ი ჭკვიანი საათების ოპერაციული სისტემისთვის, Android Wear-ისთვის სახელის შეცვლას აპირებდა. გუშინ კი აღნიშნული სიახლე ოფიციალური გახდა. ყოფილ Android Wear-ს ახლა უკვე Wear OS-ი ჰქვია. როგორც ჩანს, Wear OS-ის პირველი ვერსია მხოლოდ რებრენდინგია და მეტი არაფერი. დიდი ალბათობით მალე ვიხილავთ Wear OS-ზე მომუშავე ახალ საათებსა (Pixel Watch?) […]
Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
როგორც იქნა – ის აქაა! Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება უკვე შეგიძლიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, Nexus ხაზის ყველა მოწყობილობა სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და სისტემის შემდეგი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია რატომ, თუმცა ფაქტია, რომ Android Beta პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Android P-ს გატესტვა გინდათ, მაშინ მისი […]
OnePlus 3/3T-ზე Android Oreo ოფიციალურად გამოვიდა
სულ რაღაც ერთი თვის წინ OnePlus-მა თავისი ყველაზე პოპულალური სმარტფონებისთვის, OnePlus 3-ისა და 3T-სთვის Android Oreo-ს პირველი ბეტა ანაწყობი გამუშვა. რა საკვირველია, მას შემდეგ ისინი ხარვეზების აღმოფხვრასა და სტაბილურობის გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. გუშინ კი, არც თუ ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კომპანიამ ოფიციალური განახლება გამოუშვა. Android 8.0-ზე დაფუძნებულ OxygenOS 5.0-ში ვხვდებით ისეთ დამატებით (რომლებიც სუფთა Android-ში […]
OnePlus-ის სისტემური განახლებების გეგმები
როგორც ვიცით, კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავისი ახალი ფლაგმანი, OnePlus 5T წარმოგვიდგინა. სმარტფონს გააჩნია წინამორბედისგან განსხვავებით ახალი 18:9 ფორმატის ეკრანი, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა რომელიც კომპანიამ დაუშვა, დამერწმუნებით ისაა, რომ მათ ახალ სმარტფონში არ ჩანერგეს Android Oreo და ის ქარხნულად 7.1.1 ზე მუშაობს. გარდა ახალი სმარტფონისა კომპანიამ პრეზენტაციაზე განახლებების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით Android […]
Nexus Player-მა Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო
Google-ის პირველმა და ერთადერთმა მედია დამკვრელმა, Nexus Player-მა ნოემბრის განახლებით Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო. ჯერჯერობით, ეს არის მესამე მოწყობილობა, რომელმაც აღნიშნული ფუნქციონალი შეიძინა, Nvidia Shield TV-ისა და Sony Bravia-ს ტელევიზორების შემდეგ. მოწყობილობის მიკროფონის ხარისხის გამო, გირჩევთ, რომ Android TV Remote აპლიკაცია გამოიყენოთ. ასისტენტის მუშაობისთვის დიდი ალბათობით დაგჭირდებათ Google-ის აპლიკაციის ბოლო ვერსიაც. Nexus Player-ი 2014 წლის […]
Mozilla Firefox Quantum – ახალი საფეხური განვითარებაში
Mozilla Firefox-ის ბრაუზერი კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა, ვინაიდან იგი საგრძნობლად ჩამორჩა კონკურენციას, რომელსაც Google Chrome-ი უწევს. მისი პოპულარობა თანდათან მცირდებოდა, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ Mozilla Firefox-ი ბრუნდება მის დამსახურებულ ადგილზე სწრაფი და საიმედო პროდუქტით. ეს ყველაფერი 57-ე განახლების ვერსიის დამსახურება, რომელსაც Firefox Quantum-ი უწოდეს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც Firefox Quantum-ი არის სწრაფი, მდგომარეობს შემდგომში: […]
Essential PH-1-მა Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
ალბათ აქამდე უკვე შეამჩნევდით, რომ ენდი რუბინის ბაზარზე ახლახანს გამოჩენილი მწარმოებელი, Essential-ი, მომხარებლებს სისტემური განახლებებით ანებივრებს. ტელეფონის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა რამდენიმე განახლება. მათი უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუმცა ვიხილეთ საკმარისი რაოდენობის ახალი ფუნქციებიც. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ კომპანიაში დღემდე მუშაობენ კამერის პრობლემების გამოსწორებაში. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ჰორიზონტზე Android Oreo-ს პირველი ბეტა […]
  • 1
  • 2
  • 3