Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
ქართულ Play Store-ში ფასიანი აპლიკაციები გამოჩნდა
და აი, ეს დღეც დადგა! დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია ქართულ Play Store-ში ფასიანი აპლიკაციების გამოჩენის შესახებ. ამის შესახებ Google-ის ოფიციალური საიტი ირწმუნებოდა. დეტალების წასაკითხად შეგიძლიათ ეწვიოთ იგივე სტატიას, თუმცა გეტყვით, რომ მათი გამოჩენის ზუსტი თარიღი დღემდე არ იყო ცნობილი. ჩვენს Facebook გვერდზე ბევრ კითხვას ვღებულობდით ამის შესახებ, რადგან პირობის მიუხედავად, ქართულ მარკეტში მაინც […]
რა არის government-backed attack?
ბოლო რამდენიმე დღეა, ტექნოლოგიებითა და პოლიტიკით (ალბათ უფრო მეორით) დაინტერესებული ქართული Facebook საზოგადოების ნაწილი government-backed attack-ზე ალაპარაკდა. ამის მიზეზი ეკა გიგაურის განცხადება გახდა, სადაც იგი იუწყება, რომ საქართველოს მთავრობა მისი ანგარიშის გატეხვას ცდილობდა. აღნიშნული მოვლენა ბევრმა ჰაკერულ თავდასხმადაც კი შერაცხა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ერთი უბრალო სქრინი გახდა: რა ჩანს აღნიშულ სქრინში? პირველი, ის, რომ […]
ქართულ Play Store-ში მალე ფასიანი აპლიკაციები გამოჩნდება
მოგეხსენებათ, Google-ის Play Store-ი Android პლატფრომაზე აპლიკაციების გადმოწერის საუკეთესო საშუალებაა. მასში შევხვდებით 2.6 მილიონზე მეტ აპლიკაციას როგორც დიდი კომპანიებისგან, ასევე დამოუკიდებელი დეველოპერებისგან. სამწუხაროდ, საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში პლატფორმის სრული პოტენციალის გამოყენება არც თუ ისე ადვილია. მაგალითისთვის, ჩვენი რეგიონიდან დღემდე შეუძლებელი იყო მარკეტზე ფასიანი აპლიკაციების ყიდვა, ან უფასო აპლიკაციებში ფასიანი პაკეტების შეძენა (in-app purchases). როგორც […]
Google Maps-ი უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია
ყველა დამეთანხმებით, რომ Google Maps-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაციაა. იგი საშუალებას გვაძლევს, თამამად ვიაროთ თბილისის ქუჩებში და რომელიმე გარეუბანში არ დავიკარგოთ. 14 წლის წინ მას მხოლოდ ინგლისურად საუბარი შეეძლო, დღეიდან კი მას კიდევ 39 ახალი ენა ემატება. აღნიშნული სიახლე ამ ენებზე მოსაუბრე დაახლოებით 1.25 მილიარდ ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს რუკების გამოყენებას. სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ 39 […]