Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
ბოლო სატესტო ანაწყობი, Android 7.0 Nougat Developer Preview 5, უკვე ხელმისაწვდომია
Android 7.0 Nougat Developer Preview 5 უკვე ხელმისაწვდომი. მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ (OTA იმიჯის კი აქედან). აგრეთვე გამოქვეყნდა ოფიციალური ბლოგ პოსტიც დეივ ბარკისგან. Preview 5 იქნება Android Nougat-ის ბოლო სატესტო ანაწყობი. 7.0 OTA განახლებას Nexus მოწყობილობის მფლობელები ერთ ან ორ თვეში მიიღებენ. Google-მა გამოაქვეყნა ცვლილებების სია, რომელიც ამჯერად ძალიან მოკლეა. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიცვალა ანაწყობის […]
შეეგებეთ Android Nougat-ს!
Google-მა ოფიციალურად წარადგინა Android N-ის სრული სახელი: შეეგებეთ Android Nougat-ს! ვერსიის ნომერი ჯერჯერობით ისევ უცნობია. Introducing #AndroidNougat. Thank you, world, for all your sweet name ideas! #AndroidNReveal pic.twitter.com/7lIfDBwyBE — Android (@Android) June 30, 2016 აგრეთვე ვიხილეთ ქანდაკებაც, რომელმაც პირადად მე იმედები გამიცრუვდა. უბრალოდ ბაგდროიდი… რომელიც ნუგაზე დგას. ალბათ დამეთანხმებით, რომ Marshmallow-ს ქანდაკება ბევრად უკეთესია. სტატია […]
Google-ი დღეს Android N-ის სახელს გაგვიმხელს
Android-ის ოფიციალური Twitter-ის ანგარიშზე ახლახანს დაიდო პოსტი, რომლისგანაც ვიგებთ, რომ Android N-ის სახელს Google-ი დღეს გაგვიმხელს. We're revealing something sweet today! Follow along here. #NameAndroidN #AndroidNRevealhttps://t.co/HSUWI5sm3F — Android (@Android) June 30, 2016 აგრეთვე დღეს ვიხილავთ ქანდაკებას Google-ის HQ-ში. Android N…… pic.twitter.com/ciL6f8yIhm — John Hoford (@johnhoford) June 30, 2016 წყარო: Twitter
Android N Developer Preview 4 უკვე ხელმისაწვდომია, ნომრით NPD56N
Android N Developer Preview 4 გამოვიდა. ქარხნული იმიჯების პოვნა შეგიძლიათ აქ, OTA ფაილების კი აქ. ახალი ანაწყობის ნომერია NPD56N. იმიჯები გამოვიდა ყველა იმ მოწყობილობისთვის, რომელიც აქამდე მხარდაჭერილი იყო N Preview-ით (აგრეთვე Sony Xperia Z3-ისთვის). მოდით, პირდაპირ ცვლილებების სიას შევხედოთ. სიახლეები DP4-ში Android N ფინალური API-ები Developer Preview 4 მოიცავს ფინალური API-ებს Android N პლატფორმისთვის. ახალი API-ს […]
Android N-მა Chrombook-ებიდან შეუმჩნეველი განახლების ფუნქცია ისესხა
Google-მა keynote-ზე Android N-ს ერთ-ერთი ახალი ფუნქცია განმარტა, რომელიც სიმანდვილეში არც თუ ისე ახალია. აღნიშნული ფუნქცია დიდი ხანია, რაც Chrombook-ებში გამოიყენება, მას შეუმჩნეველი განახლებები ჰქვია. ახლა უკვე Android-საც შეეძლება დააინსტალოს OTA განახლებები ფონურ რეჟიმში. სისტემის ახალი ვერსია ტელეფონის გადატვირთვისთანავე გამოჩნდება, ყოველგვარი დიალოგების გარეშე. როგორც ცნობილია, Android-ის ჯგუფმა ამ ფუნქციისთვის Chrome OS-იდან ისესხა კოდი. OTA განახლეა […]
Android N Developer Preview 3 უკვე ხელმისაწვდომია
Android N Developer Preview-ს მესამე ანაწყობი უკვე გამოვიდა. Google-მა გუშინ რამდენიმე ახალი ფუნქცია წარმოგვიდგინა, რომლის გამოყენებაც უკვე შესაძლებელია განახლების მეშვეობით. ანაწყობის Nexus 6P-ზე, 5X-ზე, 6-ზე, Pixel C-სა და სხვა მხარდაჭერილ მოწყობილობებზე დასაყენებლად რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია OTA განახლება, რომელიც იმ შემთხვევაში მოგივათ, თუ ბეტა პროგრამაში ხართ გაწევრიანებული. განახლების ფაილების გადმოწერა ასევე შესაძლებელია Google-ის დეველოპერული […]
Google-ის VR პლატფორმა, Daydream, Android N-ში იქნება ჩაშენებული
Google-მა პირველად Cardboard-ი 2 წლის წინ, I/O-ზე წარადგინა. მოწყობილობა განიხილებოდა როგორც კარგი VR სფეროში. Android N-თან ერთად, Google-ი ვირტუალური რეალობის საკითხს უფრო სერიოზულად მოეკიდება. Daydream არის კომპანიის ახალი VR პლატფორმის სახელი, რომელიც გულისხმობს სპეციფიკაციებს მოწყობილობებისთვის, რომლებსაც აქვთ VR მხარდაჭერა, ასევე მოწყობილობის დიზაინს და იერშეცვლილ VR ინტერფეისს/მარკეტს. Daydream-ისთვის დამოწმებულ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი პროცესორები, სწრაფი რეაგირების ეკრანები და […]
Android N-ის სახელის მოფიქრებაში Google-ს ჩვენი დახმარება სჭირდება
Android-ის ახალი ვერსია უკვე გზაშია, თუმცა Google-ს მისი სახელი არ I/O-ზე არ უთქვამს. Keynote-ის ბოლომდე, სისტემა Android N-ის სახელით მოიხსენიებოდა. სავარაუდოდ, ეს შეიცვლება შემოდგომაზე, როდესაც სისტემის განახლება მოწყობილობებზე გავრცელებას დაიწყებს. მაგრამ იქამდე, Google-ს ახალი სახელის მოფიქრება სჭირდება. არის შანსი იმისა, რომ კომპანიაში უკვე არის სავარაუდო სახელების ჩამონათვალი, ან კიდევ ზუსტი არჩევანი. თუმცა მათ აინტერესებთ, რა […]
შეუმჩნეველი ცვლილებები Android N Developer Preview 2-ში
Android-ის ახალი ვერსიის გამოსვლისას, როგორც მაგალითად Android N Developer Preview 2-ის, Google როგორც ყოველთვის აქვეყნებს ცვლილებების სიას. თუმცა, სისტემაში ყოველთვისაა პატარ-პატარა ცვლილებები სამომხმარებლო ინტერფეისში ან ფუნქციონალში, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ. ამ სტატიაში კი სწორედ ამ ცვლილებებს გაგაცნობთ. ახალი ხატულები საქაღალდეებზე! “Clear All ღილაკი აპლიკაციების გადამრთველში! კალკულატორის მალსახმობი სწრაფ ოფციებში! ახალი Emoji-ები! ახალი ინტერფეისი კამერის აპლიკაციისთვის. […]
Android N Developer Preview 2 გამოვიდა
გასულ თვეს, Google-მა Android N-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი მოულოდნელად წარმოგვიდგინა, დღეს კი კომპანიამ Android N Developer Preview 2 გამოუშვა, ანაწყობის ნომრით NPC91K. ახალი ანაწყობი ხელმისაწვდომია ყველა იმ მოწყობილობაზე, რომლებზეც შესაძლებელია პირველი ანაწყობის დაყენება. ესენია: Nexus 6, Nexus 5X, Nexus 6P, Nexus 9, Pixel C და General Mobile 4G [Android One]. ახალ ვერსიაში გამოსწორდა ის პრობლემები, რომელიც პირველში […]
Android N ანუ ფრაგმენტაციის გამოსწორების პოტენციური გზა
რა არის Android-ის უდიდესი პრობლემა? რა თქმა უნდა, ფრაგმენტაცია. ყოველ წლიურად, როდესაც Google-ი I/O-ზე სისტემის ახალ ვერსიას ან ფუნქციას წარადგენს, მომხმარებლები არც ისე გახარებულები არიან, რადგან იციან, რომ მათ ტელეფონებზე განახლებას შეიძლება 1 წლითაც კი დააგვიანდეს. არსებული სიტუაციის გამო Google-ი ხშირად კრიტიკდებოდა და კომპანიაც პრობლემის გამოსწორებას გვპირდებოდა, თუმცა სიტუაცია ოდნავადაც კი არ გამოსწორებულა. Android N-ის […]
Android N ფუნქცია: აპლიკაციებს შეუძლიათ სწრაფ პარამეტრებში ოფციების შექმნა
Android Marshmallow-ში, System UI Tuner-ში შესული იყო Broadcast სარკმელი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს სწრაფ პარამერებში დამატებითი ოფცია ჩაესვა, რომელიც სისტემას არ მოყვებოდა. თუმცა, ამის გაკეთება არც ადვილი იყო და არც კომფორტული. ფუნქციით სარგებლობა თითქმის მხოლოდ დეველოპერებს შეეძლოთ. Android N-ში, დეველოპერებს უკვე შეუძლიათ ჩანერგონ მსგავსი ფუნქცია საკუთარ აპლიკაციებში. N-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი […]
Android N ფუნქცია: ეკრანის DPI-ს შეცვლა სისტემურ დონეზე
Android N-ში ნელ-ნელა სულ უფრო ახალი და საინტერესო საიდუმლოებები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი არის DPI-ს შეცვლის შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლიათ ტელეფონის ეკრანი უფრო დიდს დაამსგავსოთ, ან პირიქით, უფრო პატარას. აღნიშნულის განხორციელება აქამდე შესაძლებელი იყო root წვდომით ან adb-თი, თუმცა ფუნქცია ახლა უკვე სისტემაშია ჩაშენებული და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. ოფცია შეგიძლიათ ნახოთ Settings > Display > Display size-ში, სადაც გადასაწყვეტად […]
Android N ფუნქცია: გაუმჯობესებული ჩაშენებული File Manager
File Manager პირველად Marshmallow-ში გამოჩნდა. იგი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, დავაკოპიროთ, გავაზიაროთ და გავხსნათ სასურველი ფაილი, რომლებზეც იქამდე მესამე მხარის აპლიკაციის გარეშე წვდომა არ გვქონდა. ეს ფუნქცია Android N-ში კიდევ უფრო იხვეწება და უფრო ფუნქციური ხდება. იგი ისევ დამალულია შემდეგ ადგილას: Settings > Storage > Explore. მისი გახსნის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ იგივენაირ ინტერფეისს, როგორიც Marshmallow-ში, თუმცა ის ახლა უფრო […]
Android N ფუნქცია: განახლებული ART კომპილატორი ანუ ასწრაფებული აპლიკაციების ინსტალაცია
თუ თქვენ Android N-ზე OTA-თი განახლდით, მაშინ შენიშნავდით, რომ Android-ის ახალ ვერსიაში აპლიკაციების ოპტიმიზაცია (Optimizing Apps) საჭირო აღარაა. აპლიკაციების ოპტიმიზაცია აქამდე ყოველი განახლების დროს ხდებოდა და მას საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა. Android N-ში კი განახლდა ART (Android Runtime), რომელიც უკვე იმდენად სწრაფია, რომ აპლიკაციების ოპტიმიზაციისთვის 1 წამითაც კი არ გვჭირდება ლოდინი. აპლიკაციების ოპტიმიზაციის პროცესი პირველად […]
Android N ფუნქცია: ნომრის დაბლოკვა სისტემურად
Android N-ში ნომრების დაბლოკვა უფრო ეფექტური გახდება. ეს იმის დამსახურებაა, რომ Google-ი აღნიშნული ფუნქციის მთლიან პლატფორმაში ჩანერგვას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა აპლიკაციას (რომელსაც ესაჭიროება) შეეძლება ნახოს რომელი ნომრებია დაბლოკილი. ამჟამინდელი Google Phone აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს დავბლოკოთ ნომერი, თუმცა, ეს ინფორმაცია სხვა სერვისებში არ გადადის, მაგალითად Hangouts-ში. თუ თქვენ მასშიც გინდათ ნომრის დაბლოკვა, მაშინ […]
  • 1
  • 2