Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Google Photos-ს მალე ახალი ჭკვიანი ფუნქციები დაემატება
ალბათ გახსოვთ დიდი სქელი ალბომები, უამრავი შავ-თეთრი ან ფერადი სურათით, რომლებიც დროდადრო ხუნდებოდა და კარგავდა პირვანდელ სახეს, ხოლო ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრების საუკეთესო მომენტები ნელ-ნელა იკრაგებოდა და ხანდახან უკვალოდ ქრებოდა კიდეც. მაგრამ სამყარო განვითარდა და შეგიძლიათ დაივიწყოთ ეს ყველაფერი. რამდენიმე წელია, რაც Google-ი მომხმარებლებს თავის ერთ-ერთ სერვის Photos სთავაზობს, რომელიც განუსაზღვრელი დროის მანძილზე საუკეთესო ხარისხით ინახავს […]
Google Fit აპლიკაციამ ახალი დიზაინი მიიღო
Google-ის ახალ სამომხმარებლო დიზაინს კიდევ ერთი აპლიკაცია შეემატა, კომპანიამ Google Fit-ის ინტერფეისი განაახლა. თუ ხართ სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და გსურთ აკონტროლოთ თქვენი ყოველდღიური აქტივობა ეს აპლიკაცია ნამდვილად დაგეხმარებათ. განახლებულ სამომხმარებლო ინტერფეისთან ერთად იგი ორი კომპონენტის ირგვლივ მუშაობს. Move Minutes აკონტროლებს თქვენს მოძრაობასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, როგორიცაა თუნდაც კიბეებზე ასვლა, სარბენ ბილიკზე ვარჯიში და […]
Android 7.1.1 უკვე Nexus 6-ზეც ხელმისაწვდომია
Google-ის ახალმა Pixel ტელეფონებმა, ცოტათი უფრო ძველმა Nexus 5X-მა და 6P-მ და Pixel C პლანშეტმა თითქმის ერთი თვის წინ მიიღეს Android 7.1.1 განახლება. თუმცა, Nexus 6 (რომელიც 2014 წელს გამოვიდა) მხიარულებას ჩამორჩა და მასზე ჯერ კიდევ 7.0 იყო გაშვებული. დღეს კი, როგორც იქნა, OTA განახლება ამ ტელეფონზეც გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ Motorola-ს Nexus 6 უკვე […]
Android 7.1.1 OTA განახლება გაეშვა Pixel / Pixel XL, Pixel C, Nexus 6P, 5X, 9(+LTE), Player-ისთვის
Android 7.1.1 ქარხნული ვერსიები და ასევე OTA (over-the-air) განახლება ხელმისაწვდომია დილიდან. ქარხნული ვერსიების გადმოწერა შესაძლებელია აქედან, ხოლო OTA აქედან. დილით Verizon-მა გააჟღერა Pixel-ის OTA ვერსიის დეტალების შესახებ ინფორმაცია. Pixel და Pixel XL -ის მფლობელები Verizon-ისგან მიიღებენ დამატებით ჟესტებს (gestures) ნოტიფიკაციების შესამოწმებლად და ა.შ. ეს ყველაფერი ჩამატებული იქნება ავტომატურ განახლებაში. განახლება შეიცავს ბევრ ახალ ფუნქციონალს მათ შორის ისეთებს რომელიც მხოლოდ […]
4 ოქტომბერს Google-ი Andromeda-ს წარადგენს
ალბათ უკვე გაიგებდით, რომ 4 ოქტომბერს Google-ი რაღაც გრანდიოზულს აპირებს. ეს რაღაც იმაზე დიდი იქნება, ვიდრე Pixel ხაზის მოწყობილობები. ვიდრე Chromecast Ultra, Google Home ან Google WiFi. რამდენიმე საათის წინ ჰიროში ლოქჰეიმერმა, Android-ის, Google Play-სა და Chrome-ის სინიორ ვიცე პრეზიდენტმა ეს დაწერა. We announced the 1st version of Android 8 years ago today. I have […]
Android Studio 2.2-მა სტაბილურ არხზე გადაინაცვლა
როგორც იქნა, Android Studio 2.2, სტაბილური ვერსია ხელმისაწვდომი გახდა. ჯერ კიდევ Google I/O 2016-ზე წარმოდგენილი იყო ახალი შესაძლებლობები. ორიენტაცია ძირითადად დეველოპმენტის ასწრაფებასა და გამარტივებაზე იყო აღებული. სიახლეების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლებაა რაც Android Studio-სთვის ყოფილა. დაწყებული ინტერფეისის დიზაინიდან დამთავრებული ტესტირებამდე ყველა ასპექტში არის ახალი ხელსაწყოები. ყურადღების მიმქცევია ახალი ConstraintLayout ედიტორი და Espresso-ს ავტომატური ტესტების ჩამწერი. ასევე APK ფაილის ანალიზის ხელსაწყო […]
[განახლდა] Nexus მოწყობილობების განახლების პირობები
გასულ წელს, Stage Fright ვირუსთან ბრძოლის დროს, Google-მა ფორმალურად აღნიშნა Nexus მოწყობილობებისთვის განახლების გავრცელების პირობები. ახლა კი, კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერის შეწყვეტის მიახლოებული თარიღი თითოეული მოწყობილობისათვის. აღნიშნული ინფორმაცია საიტზე რამდენიმე კვირის წინ დაემატა, თუმცა მის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. Nexus მოწყობილობები უსაფრთხოების განახლებებს მიიღებენ მოწყობილობის გამოსვლიდან 3 წელში ან Google Store-ის დატოვებიდან 18 თვეში. მნიშვნელოვან სისტემური […]
Raspberry Pi 3-ზე Android ოფიციალურად მხარდაჭერილი იქნება
Raspberry Pi 3 ოპერაციული სისტემების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. პატარა ARM კომპიუტერი მხარდაჭერილია რამდენიმე Linux დისტრიბუციისა და Windows 10 IoT-ის მიერ. როგორც ჩანს, Pi მალე Android-ის მხარდაჭერასაც მიიღებს. Google-ის Android Open Source Project-ში (AOSP) ახლახანს გამოჩნდა მოწყობილობის შესაბამისი კოდი. თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ Raspberry Pi არის იაფი, საკრედიტო ბარათის ზომის, ერთ დაფიანი […]
საუკეთესო დრო ტელეფონის შესაძენად აპრილშია
Android სმარტფონების სამყარო ხშირად საკმაოდ ქაოსური და არაორგანიზებულია, თუმცა როგორც ჩანს წელს ეს პრობლემა აღმოიფხვრა და Android მოწყობილობების უმრავლესობის დებიუტი აპრილში ხდება. Android Marshmallow-ს გამოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ ძალიან ბევრმა მწარმოებელმა უკვე მოახერხა, თავიანთი ფლაგმანები ოპერაციულ ისისტემის უახლესი ვერსიით აღეჭურვა. ასეთი სმარტფონების რიცხვს მიეკუთვნება უკვე გამოსული Xiaomi Mi 5 და Samsung Galaxy S7, თუმცა შემდეგ […]