Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
შემდეგი თვიდან Chrome-ს ახალი მატერიალური დიზაინი ექნება
როგორც იცით, Google-მა Android Pie-სთან ერთად ინტერფეისის ახალი დიზაინი Material 2.0 წარადგინა, რომელიც ნელნელა ეშვება Google-ის მთლიან ეკოსისტემაში. Chrome-ის დეველოპერებმაც არ დააყოვნეს და განახლებული სამომხმარებლო ინტერფეისი წარმოადგინეს. ჯერჯერობით მისი გააქტიურება ხელითაა შესაძლებელი, მაგრამ Chrome-ის შემდეგ, 69-ე ვერსიაში აღნიშნული დიზაინი ოფიციალურად გაეშვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი მოერგება სხვადასხვა საოპერაციო სისტემას, მათ შორის Windows-ს, MacOS-ს, […]
Google-ი Chrome-ის აპლიკაციების მხარდაჭერას წყვეტს
როგორც უკვე იცით, Chrome-ში ამ ბოლო დროს სულ ახალ-ახალი ფუნქციები ემატება. ახლა კი, Google-მა გადაწყვიტა, ბრაუზერის ერთ-ეღთი ფუნქცია წაშალოს, კონკრეტულად კი Chrome-ის აპლიკაციები, რომლებიც Chrome Web Store-ში იყო ხელმისაწვდომი. თუ აღნიშნული მარკეტი არასოდეს გამოგიყენებია, მაშინ გეტყვით, რომ იქ განთავსებული “აპლიკაციების” უმრავლესობა ჩვეულებრივი ვებსაიტებია. Google-მა ბლოგზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “Windows, Mac-ისა და Linux-ის დაახლოებით 1% […]
Chrome-ში მალე Google Now-ს ბარათები გამოჩნდება
Chrome Dev-ის ახალ ვერსიაში ახლახანს გამოჩნდა Google Now-ს ბარათები. ზოგიერთი მომხმარებლისთვის, ის თავიდანვე ჩართულია, ზოგს კი მისი ჩართვა ხელით ჭირდება. აღნიშნული ფუნქცია Chrome Beta-შიც არის, თუმცა იქ არც თუ ისე სტაბილურია. როდესაც ახალ გვერდზე გადახვალთ და დაბლა ჩამოხვალთ, თქვენ ზუსტად ისეთივე Now ბარათებს იხილავთ, როგორიც სტანდარტულ Google Now-შია. აქ იქნება რჩევები იმის შესახებ, თუ რა […]
სექტემბრიდან Chrome OS-ზე Flash-ის მხარდაჭერა შეწყდება
როგორც უკვე იცით, მაისში Google-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანია იუწყებოდა, რომ ისინი Adobe Flash-ის საბოლოოდ ამოძირკვას აპირებენ. მაშინ მათ თქვეს, რომ 2016 წლის მეოთხე ნახევრიდან Chrome-ში დაიბლოკება Flash-ის პლაგინები და HTML5 წინა ფლანგზე გადმოიწევს. Chrome 53-იდან დაწყებული – რომელიც ახლა ბეტა სტადიაშია – სექტემბრიდან, ფონურ რეჟიმში მომუშავე Flash-ის ელემენტები, როგორებიცაა გვერდის სტატისტიკა, ბრაუზერში დაბლოკილი იქნება. […]
Chrome 52-მა სტაბილურ არხზე გადაინაცვლა
Chrome 52-ის გავრცელება გუშინ, Mac, Windows და Linux პლატფორმებზე დაიწყო. როგორც ყოველთვის, აღნიშნული განახლებაც უამრავ შესწორებას შეიცავს. თუმცა, ყველაზე შესამჩნევი ცვლილება არის ის, რომ backspace ღილაკი წინა გვერდზე აღარ აბრუნებს. ამ მალსახმობის წაშლის იდეა რამდენიმე წლის დაიბადა, როცა მომხამრებლები ჩიოდნენ, რომ როდესაც ინფორმაციის წაშლა სურდათ, შემთხვევით წინა გვერდზე ბრუნდებოდნენ. ამიტომ, მათ მიერ დაბეჭდილი მთელი ინფორმაცია იკარგებოდა. […]
Google-მა Chrome OS-ზე Play Store-ის გაშვება დაადასტურა
და აი, ეს დღეც დადგა! ალბათ Chrome OS-ის ყველა მომხმარებელი ელოდებოდა, თუ როდის შეძლებდა საოპერაციო სისტემა Android აპლიკაციების გაშვებას. Google-მა ეს სურვილი აგივსრულა. როგორც I/O-ზე კომპანიამ განაცხადა, წლის ბოლოსთვის სისტემაში Play Store ჩაემატება, საიდანაც მილიონობით Android აპლიკაციის გადმოწერა შეგვეძლება. აღნიშნული ფუნქცია პირველ რეგში დეველოპერულ არხზე გავრცელდება. იანვრის დასაწყისში რამდენიმე სენსორულ ეკრანიანი Chromebook მიიღებს განახლებას, სტაბილური […]