Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Android P-ს ბეტა ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი წარმოგვიდგინა. გუშინ კი, Google I/O 2018-ზე სისტემის მეორე ანაწყობიც ვიხილეთ, რომელიც ბეტა ვერსიის სახელს ატარებს. თუ რა არის Android P-ში ახალი, შეგიძლიათ ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახოთ. ახლა კი შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, თუ როგორ უნდა დააყენოთ იგი თქვენს მოწყობილობაზე. […]
Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
როგორც იქნა – ის აქაა! Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება უკვე შეგიძლიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, Nexus ხაზის ყველა მოწყობილობა სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და სისტემის შემდეგი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია რატომ, თუმცა ფაქტია, რომ Android Beta პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Android P-ს გატესტვა გინდათ, მაშინ მისი […]
ყველაფერი Android 8.1-ის შესახებ
Android 8.0 Oreo-ს გამოსვლიდან 64 დღის შემდეგ Google-მა ოპერაციული სისტემის კიდევ ერთი ახალი ვერსია – Android 8.1 შემოგვთავაზა. პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება შეგიძლიათ როგორც სისტემური იმიჯის გადმოწერითა და დაფლეშვით, ასევე Android Beta პროგრამაში გაწევრიანებით. როგორც სხვა ყველა .1 ვერსია, 8.1-იც სავსეა მცირედი ცვლილებებიც, რომლებიც 8.0-ის გამოსვლის დროს დიდი ალბათობით ჯერ მზად არ იყო. Pixel 2-ის […]
Android 7.1 Developer Preview 2 უკვე ხელმისაწვდომია
ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ, Android 7.1.1-ის მეორე დეველოპერული ანაწყობი როგორც იქნა გამოვიდა. სისტემური იმიჯების (NPF26F და NPF26H ანაწყობების) დაყენება ხელით შეგიძლიათ. OTA ფაილები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ალბათ მათ მალე ვიხილავთ. ისევე, როგორც პირველ ჯერზე, მხარდაჭერილი მოწყობილობების სია ახლაც იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე მოველოდით. რამდენიმე დღის წინ Google-ის დროის ხაზზე აღნიშნული იყო, რომ Nexus 6 და […]
Android 7.1 Developer Preview (NPF10C) უკვე ხელმისაწვდომია
დაახლოებით 1 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Android 7.1 თვის ბოლოს გამოვიდოდა. როგორც ჩანს, დღეს სწორედ ეს დროა. დილით განახლების გავრცელება Nexus 5X, 6P-სა და Pixel C-ზე დაიწყო. განახლების მისაღებად საჭიროა Android Beta პროგრამაში გაწევრიანება. Android 7.1-ში თქვენ იხილავთ როგორც მცირე, ასევე შედარებით დიდი ზომის ცვლილებებს. მათგან რამდენიმე სწორედ ის ფუნქციებია, რომლებიც წესით და რიგით Pixel-ის […]
Android 7.1 Developer Preview თვის ბოლოს გამოვა
Google Pixel პრეზენტაციის შემდეგ აჟიოტაჟი იყო ატეხილი Android 7.1-ს გარშემო, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა რომ მხოლოდ ახალი Pixel ტელეფონები მიიღებდნენ მას. თუმცა დღევანდელმა სიახლემ, ოდნავ დაასტაბილურა სიტუაცია რადგანაც Android 7.1-ს developer preview ამ თვის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არა ყველა მოდელისთვის. Google-ს განცხადებით Nexus 5X იქნება მინიმალური, რისი მხარდაჭერაც ექნება ახალ Android-ს. მას მოჰყვება Nexus 6P და ახალი […]
ბოლო სატესტო ანაწყობი, Android 7.0 Nougat Developer Preview 5, უკვე ხელმისაწვდომია
Android 7.0 Nougat Developer Preview 5 უკვე ხელმისაწვდომი. მისი გადმოწერა აქედან შეგიძლიათ (OTA იმიჯის კი აქედან). აგრეთვე გამოქვეყნდა ოფიციალური ბლოგ პოსტიც დეივ ბარკისგან. Preview 5 იქნება Android Nougat-ის ბოლო სატესტო ანაწყობი. 7.0 OTA განახლებას Nexus მოწყობილობის მფლობელები ერთ ან ორ თვეში მიიღებენ. Google-მა გამოაქვეყნა ცვლილებების სია, რომელიც ამჯერად ძალიან მოკლეა. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიცვალა ანაწყობის […]
Android N Developer Preview 4 უკვე ხელმისაწვდომია, ნომრით NPD56N
Android N Developer Preview 4 გამოვიდა. ქარხნული იმიჯების პოვნა შეგიძლიათ აქ, OTA ფაილების კი აქ. ახალი ანაწყობის ნომერია NPD56N. იმიჯები გამოვიდა ყველა იმ მოწყობილობისთვის, რომელიც აქამდე მხარდაჭერილი იყო N Preview-ით (აგრეთვე Sony Xperia Z3-ისთვის). მოდით, პირდაპირ ცვლილებების სიას შევხედოთ. სიახლეები DP4-ში Android N ფინალური API-ები Developer Preview 4 მოიცავს ფინალური API-ებს Android N პლატფორმისთვის. ახალი API-ს […]
Android N-მა Chrombook-ებიდან შეუმჩნეველი განახლების ფუნქცია ისესხა
Google-მა keynote-ზე Android N-ს ერთ-ერთი ახალი ფუნქცია განმარტა, რომელიც სიმანდვილეში არც თუ ისე ახალია. აღნიშნული ფუნქცია დიდი ხანია, რაც Chrombook-ებში გამოიყენება, მას შეუმჩნეველი განახლებები ჰქვია. ახლა უკვე Android-საც შეეძლება დააინსტალოს OTA განახლებები ფონურ რეჟიმში. სისტემის ახალი ვერსია ტელეფონის გადატვირთვისთანავე გამოჩნდება, ყოველგვარი დიალოგების გარეშე. როგორც ცნობილია, Android-ის ჯგუფმა ამ ფუნქციისთვის Chrome OS-იდან ისესხა კოდი. OTA განახლეა […]
Android N Developer Preview 3 უკვე ხელმისაწვდომია
Android N Developer Preview-ს მესამე ანაწყობი უკვე გამოვიდა. Google-მა გუშინ რამდენიმე ახალი ფუნქცია წარმოგვიდგინა, რომლის გამოყენებაც უკვე შესაძლებელია განახლების მეშვეობით. ანაწყობის Nexus 6P-ზე, 5X-ზე, 6-ზე, Pixel C-სა და სხვა მხარდაჭერილ მოწყობილობებზე დასაყენებლად რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია OTA განახლება, რომელიც იმ შემთხვევაში მოგივათ, თუ ბეტა პროგრამაში ხართ გაწევრიანებული. განახლების ფაილების გადმოწერა ასევე შესაძლებელია Google-ის დეველოპერული […]
შეუმჩნეველი ცვლილებები Android N Developer Preview 2-ში
Android-ის ახალი ვერსიის გამოსვლისას, როგორც მაგალითად Android N Developer Preview 2-ის, Google როგორც ყოველთვის აქვეყნებს ცვლილებების სიას. თუმცა, სისტემაში ყოველთვისაა პატარ-პატარა ცვლილებები სამომხმარებლო ინტერფეისში ან ფუნქციონალში, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ. ამ სტატიაში კი სწორედ ამ ცვლილებებს გაგაცნობთ. ახალი ხატულები საქაღალდეებზე! “Clear All ღილაკი აპლიკაციების გადამრთველში! კალკულატორის მალსახმობი სწრაფ ოფციებში! ახალი Emoji-ები! ახალი ინტერფეისი კამერის აპლიკაციისთვის. […]
Android N Developer Preview 2 გამოვიდა
გასულ თვეს, Google-მა Android N-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი მოულოდნელად წარმოგვიდგინა, დღეს კი კომპანიამ Android N Developer Preview 2 გამოუშვა, ანაწყობის ნომრით NPC91K. ახალი ანაწყობი ხელმისაწვდომია ყველა იმ მოწყობილობაზე, რომლებზეც შესაძლებელია პირველი ანაწყობის დაყენება. ესენია: Nexus 6, Nexus 5X, Nexus 6P, Nexus 9, Pixel C და General Mobile 4G [Android One]. ახალ ვერსიაში გამოსწორდა ის პრობლემები, რომელიც პირველში […]
Android N ფუნქცია: აპლიკაციებს შეუძლიათ სწრაფ პარამეტრებში ოფციების შექმნა
Android Marshmallow-ში, System UI Tuner-ში შესული იყო Broadcast სარკმელი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს სწრაფ პარამერებში დამატებითი ოფცია ჩაესვა, რომელიც სისტემას არ მოყვებოდა. თუმცა, ამის გაკეთება არც ადვილი იყო და არც კომფორტული. ფუნქციით სარგებლობა თითქმის მხოლოდ დეველოპერებს შეეძლოთ. Android N-ში, დეველოპერებს უკვე შეუძლიათ ჩანერგონ მსგავსი ფუნქცია საკუთარ აპლიკაციებში. N-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი […]
Android N ფუნქცია: ეკრანის DPI-ს შეცვლა სისტემურ დონეზე
Android N-ში ნელ-ნელა სულ უფრო ახალი და საინტერესო საიდუმლოებები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი არის DPI-ს შეცვლის შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლიათ ტელეფონის ეკრანი უფრო დიდს დაამსგავსოთ, ან პირიქით, უფრო პატარას. აღნიშნულის განხორციელება აქამდე შესაძლებელი იყო root წვდომით ან adb-თი, თუმცა ფუნქცია ახლა უკვე სისტემაშია ჩაშენებული და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. ოფცია შეგიძლიათ ნახოთ Settings > Display > Display size-ში, სადაც გადასაწყვეტად […]
Android N ფუნქცია: გაუმჯობესებული ჩაშენებული File Manager
File Manager პირველად Marshmallow-ში გამოჩნდა. იგი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, დავაკოპიროთ, გავაზიაროთ და გავხსნათ სასურველი ფაილი, რომლებზეც იქამდე მესამე მხარის აპლიკაციის გარეშე წვდომა არ გვქონდა. ეს ფუნქცია Android N-ში კიდევ უფრო იხვეწება და უფრო ფუნქციური ხდება. იგი ისევ დამალულია შემდეგ ადგილას: Settings > Storage > Explore. მისი გახსნის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ იგივენაირ ინტერფეისს, როგორიც Marshmallow-ში, თუმცა ის ახლა უფრო […]
Android N ფუნქცია: განახლებული ART კომპილატორი ანუ ასწრაფებული აპლიკაციების ინსტალაცია
თუ თქვენ Android N-ზე OTA-თი განახლდით, მაშინ შენიშნავდით, რომ Android-ის ახალ ვერსიაში აპლიკაციების ოპტიმიზაცია (Optimizing Apps) საჭირო აღარაა. აპლიკაციების ოპტიმიზაცია აქამდე ყოველი განახლების დროს ხდებოდა და მას საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა. Android N-ში კი განახლდა ART (Android Runtime), რომელიც უკვე იმდენად სწრაფია, რომ აპლიკაციების ოპტიმიზაციისთვის 1 წამითაც კი არ გვჭირდება ლოდინი. აპლიკაციების ოპტიმიზაციის პროცესი პირველად […]
  • 1
  • 2