Samsung-ის სმარტფონებზე Bixby-ს ღილაკის გათიშვა უკვე შესაძლებელია
ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ Samsung-ის უახლეს ფლაგმანებს, Galaxy S8/S8+-სა და Note 8-ს საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Bixby მოყვება. ისიც გეცოდინებათ, რომ აღნიშნული სერვისისთვის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს სპეციალური ღილაკია გამოყოფილი. დღემდე მისი გამოყენება მხოლოდ Bixby-ს გამოსაძახებლად შეგეძლოთ. სმარტფონების გამოსვლის დღიდან ბევრმა დეველოპერმა სცადა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ღილაკის ფუნქციის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, Samsung-მა ყველა მათგანი დაბლოკა. […]