Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
ყველა ტელეფონი, რომელიც Android 9 Pie განახლებას მიიღებს
Android 9 Pie უკვე ოფიციალურად გამოვიდა. როგორც იცით, Pixel ხაზის ყველა მოწყობილობამ განახლება მომენტალურად მიიღო. თუმცა, სხვა კომპანიების სმარტფონების უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, აგვიანებს. ამ სტატიაში ნახავთ ყველა იმ სმარტფონის სიას, რომელმაც უკვე მიიღო ჩვენი საყვარელი საოპერაციო სისტემის ბოლო ვერსია, ან დადასტურებულია რომ მიიღებს. კომპანიებს კატეგორიების მიხედვით დავყოფ, რომ მათი მოძებნა ადვილი იყოს. მაშ ასე, დავიწყოთ. […]
Qualcomm-ი შემოდგომაზე ახალ პროცესორს წარადგენს ჭკვიანი საათებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ Google-ი საკმაოდ ხშირად აახლებს თავის Wear OS საოპერაციო სისტემას ჭკვიანი საათებისთვის (აქამდე ცნობილი, როგორც Android Wear), ის მაინც არ გამოირჩევა პოპულარობით. ბოლო ორ წელიწადში Android-ზე მომუშავე საათების ბაზარი გაივსო უამრავი მოდელით სხვადასხვა მწარმოებლისგან, მათ შორის მოდური ბრენდებისგანაც. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Qualcomm-ს უკვე ორი წელია არ გამოუშვია Snapdragon 2100 საათების პროცესორის […]
Pixel 2-ისა ($649) და Pixel 2 XL-ის ($849) წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია
როგორც იქნა, ათობით ჭორის შემდეგ, Google-მა Pixel 2 და Pixel 2 XL-ი ოფიციალურად წარგვიდგინა. გასული წლის მოდელების მსგავსად, წელსაც ვიხილეთ პატარა და შედარებით დიდი ვარიანტები, თუმცა ამჟამად ისინი ერთმანეთისგან უფრო განსხვავდება. წინასწარი შეკვეთის განხორციელება უკვე შესაძლებელია. სმარტფონები ინარჩუნებენ ორიგინალი Pixel-ის დიზაინის პრინციპებს, თუმცა სიახლეებს მაინც ვხედავთ. Pixel 2 XL-ი აღჭურვილია 6 დიუმიანი OLED ეკრანიც, რომელსაც […]
Pixel 2 XL-ს სტერეო დინამიკები, მუდმივად ჩართული მუსიკის ამოცნობა და პორტრეტული რეჟიმი ექნება
Pixel 2-ისა და Pixel 2 XL-ის შესახებ სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ. სულ ახლახანს ვიხილეთ მათი ფოტოები და გავიგეთ ინფორმაციაც ფასის შესახებ. აგრეთვე დადასტურდა ის, რომ მათ 3.5მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი აღარ ენქებათ. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ტექნოლოგიური პორტალის, AndroidPolice-ის დამფუძნებელმა, არტემ რუსაკოვსკიმ ახალი ჭორებით გაგვამდიდრა. DroidLife-ის მიერ ბოლოს გაჟონილმა სურათებმა დაადასტურა, რომ ორივე […]
Google-მა HTC-ის Pixel-ზე მომუშავე ქვედანაყოფი $1.1 მილიარდად შეიძინა
რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-სა და HTC-ის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა ჰქონდათ კომპანიებს დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველაფერს ნათელი მოეფინა: Google-მა კომპანიის ის დანაყოფი იყიდა, რომელიც Pixel-ზე მუშაობდა. აღნიშნული ჯგუფი Google-ს $1.1 მილიარდი დაუჯდა. ჯგუფი ჯერჯერობით უცნობი რაოდენობის მომსახურისგან შედგება, რომლებსაც რიკ ოსტერლოჰი ხელმძღვანელობს. მწარმოებლებმა დაადასტურეს, […]
Pixel 2-ის ფასი $649-დან დაიწყება
Pixel 2 XL-ის ფასების და დიზაინის დათვალიერების შემდეგ, მისი პატარა ძამიკოს ჯერიც დადგა. Pixel 2-ს HTC დაამზადებს და მისი 64 და 128GB შიდა მეხსიერებიანი ვარიანტების ფასები შესაბამისად $649 და $749 იქნება. კორპუსის დიზაინის მხრივ, სმარტფონის პატარა ვარიანტი ძალიან გავს მის დიდ ძმას, XL-ს, თუმცა სტანდარტული Pixel 2 სამ ფერში გაიყიდება. ეს ფერები იქნება “უბრალოდ შავი” […]
Pixel 2 XL-ის ფასი $849-დან დაიწყება
დამეთანხმებით, Pixel 2 და Pixel 2 XL-ი ის სმარტფონები გახლავთ, რომლებსაც წელს Android-ის ფანები თუ უბრალოდ ენთუზიასტები ყველაზე მეტად ელოდებიან. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა Pixel 2 XL-ის (ასევე დადასტურადა ეს სახელიც) ფოტოები. როგორც ჩანს, ოქტომბერში სმარტფონის ორ ვარიანტს ვიხილავთ. ერთს 64, ხოლო მეორეს 128GB შიდა მეხსიერება ექნება. აგრეთვე დადასტურდა, რომ ტელეფონი გამოვა “უბრალოდ შავი” […]
დადასტურდა: Google-ის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს გაიმართება
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვრცელდება ჭორები, რომ Google-ი ახალი მოწყობილობების წარდგენას 5 ოქტომბერს აპირებდა. დღეს კი, კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა, რომ Pixel-ებისა და სხვა მოწყობილობების პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგება. ფანებმა ჯერ Google-ის რეკლამა დაინახეს ბოსტონში, მოგვიანებით კი დაიდო ვიდეო და ჩაირთო შესაბამისი საიტიც. ვიდეოს შინარსი ასეთია: მომხმარებელი Google-ში ეძებს, თუ რატომ ჭედავს მისი სმარტფონი, რატომ არ […]