Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
როგორც იქნა – ის აქაა! Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება უკვე შეგიძლიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, Nexus ხაზის ყველა მოწყობილობა სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და სისტემის შემდეგი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია რატომ, თუმცა ფაქტია, რომ Android Beta პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Android P-ს გატესტვა გინდათ, მაშინ მისი […]
Android 7.1.1 OTA განახლება გაეშვა Pixel / Pixel XL, Pixel C, Nexus 6P, 5X, 9(+LTE), Player-ისთვის
Android 7.1.1 ქარხნული ვერსიები და ასევე OTA (over-the-air) განახლება ხელმისაწვდომია დილიდან. ქარხნული ვერსიების გადმოწერა შესაძლებელია აქედან, ხოლო OTA აქედან. დილით Verizon-მა გააჟღერა Pixel-ის OTA ვერსიის დეტალების შესახებ ინფორმაცია. Pixel და Pixel XL -ის მფლობელები Verizon-ისგან მიიღებენ დამატებით ჟესტებს (gestures) ნოტიფიკაციების შესამოწმებლად და ა.შ. ეს ყველაფერი ჩამატებული იქნება ავტომატურ განახლებაში. განახლება შეიცავს ბევრ ახალ ფუნქციონალს მათ შორის ისეთებს რომელიც მხოლოდ […]
Android 7.1-ის ფუნქციების უმრავლესობა მხოლოდ Pixel-ებზე იქნება ხელმისაწვდომი
ალბათ უკვე გადაგიარათ Pixel-ების, Android 7.1-ისა და Google-ის სხვა მოწყობილობების გამოსვლით მიღებულმა ელდამ. როცა ისინი გამოვიდა, ჯერ ზუსტად არ ვიცოდით, ვიხილავდით თუ არა იმ ფუნქციებს სხვა ტელეფონებზე, რომლებიც Pixel-ებს აქვთ. ცოტა ხნის წინ Google-მა მათი ოფიციალური სია გამოაქვეყნა. თვითონაც მიხვდებით, რომ იმ ფუნქციების უმრავლესობა, რაც კომპანიამ #madebygoogle ღონისძიებაზე გვიჩვენა, ექსკლუზიურია Pixel ხაზის მოწყობილობებისთვის. Pixel-ის ექსკლუზივები: […]
Google-მა Pixel ტელეფონები ოფიციალურად წარადგინა
ალბათ უკვე საქმის კურსში ხართ და იცით, რომ ამ სტატიის წერის დროს Google-ის პრეზენტაცია მიმდინარეობს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ კომპანიის ორ ახალ ტელეფონს Pixel და Pixel XL ჰქვიათ. მის შესახებ ხომ ისედაც ძალიან ბევრი ვწერეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ორივე ტელეფონი თითქმის ერთნაირია. ისინი არ იზიარებენ Google-ის Nexus ხაზის მოწყობილობების კლასიფიკაციის პრინციპს. ეს იმას […]
ინტერნეტში Pixel-ისა და Pixel XL-ის დეტალურმა ინფორმაციამ გაჟონა
ერთ-ერთმა გადამყიდველმა, Carphone Warehouse-მა დღეს დილით საიტზე შემთხვევით განათავსა Pixel-ისა და Pixel XL-ის დეტალური ინფორმაცია. ალბათ უკვე მიხვდით, რომ აღნიშნული ინფორმაცია თითქმის ოფიციალური და იგი ჭორებისგან არ შედგება. ხვალამდე შესაძლოა კიდევ რამე შეიცვალოს, მაგრამ სისტემური მახასიათებლების უმეტესობა ზუსტია. საიტზე მოცემული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ Pixel ხაზის ტელეფონის მომხმარებლებს Google Photos-ზე უსაზღვრო მეხსიერება ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, […]
Google Pixel-ისა და Pixel XL-ის ოფიციალური სურათები
თუ კარგად გახსოვთ, ერთი კვირის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ Pixel-ის და Pixel XL-ის გაჟონილი სურათები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხილვით ბევრ რამეს მოეფინა ნათელი, ჩვენ მაინც ვერ ვიხილეთ საწყისი ეკრანი ან ახალი ნავიგაციის ღილაკები, რომლის შესახებაც ადრე დავწერეთ. VentureBeat-მა ახლახანს გამოაქვეყნა ამ ორი ტელეფონის სურათი, რომელშიც ნათლად ჩანს Pixel Launcher-ი, მრგვალი ხატულები და ახალი ნავიგაციის ბარი. ღილაკები […]
Google Pixel-ისა და Pixel XL-ის სურათები
ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე შეგვიძლია, 20 სექტემბერი ოფიცილურად “პიქსელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღედ” ჩავთვალოთ. დღეს შევიტყვეთ, რომ Google-ი ღონისძიებას 4 ოქტომბერს გამართავს. აგრეთვე გავიგეთ ტელეფონების ფასი საკმაოდ სანდო წყაროსგან. ახლა კი ამ ტელეფონების სურათებს გიჩვენებთ. როგორც ხედავთ, ორივე ტელეფონი ალუმინის ზედაპირისაა, რომელიც საკმაოდ მსუბუქი ჩანს. ტელეფონის წინა პანელი მთლიანად შუშისაა. ტელეფონის უკან განთავსებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. წინა და […]
ჭორი: Google Pixel-ისა და Pixel XL-ის ფასები
ახლა, როცა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ Google-ის წლევანდელი მოწყობილობების სახელები Pixel-ი და Pixel XL-ი იქნება, შეგვიძლია მათ ფასზეც ვილაპარაკოთ. სანდო წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Pixel-ის საბაზისო, ანუ 32GB-იანი ვარიანტის ფასი $649 იქნება *ეჰემ*აიფონი*ეჰემ*. როგორც უკვე იცით, Pixel-ი შედარებით ბიუჯეტური მოდელია, რომელსაც 5 დიუიმიანი ეკრანი აქვს. რა საკვირველია, უფრო დიდ მოცულობიანი ვარიანტების ფასი უფრო მაღალი იქნება. აგრეთვე უნდა […]
ოფიციალური: Google-ის ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება
რამდენიმე კვირის წინ ბლოგზე დავწერე, რომ Google-ის ახალ ტელეფონებს Pixel-ი და Pixel XL-ი ერქმევათ. სტატიაში ისიც ავღნიშნე, რომ მათ დიდი ალბათობით 4 ოქტომბერს ვიხილავთ. დღეს კი, ეს ინფორმაცია ოფიციალური გახდა. Google-მა პატარა ვიდეო გამოაქვეყნა. აგრეთვე ამუშავდა საიტი, madeby.google.com. როგორც მისამართი იუწყება, Pixel-ისა და Pixel XL-ის სავაჭრო ნიშანი Google-ი იქნება. საიტზე შეგიძლიათ თქვენი ელექტრონული ფოსტა, რის […]
ექსკლუზივი: Google-ის ახალი ტელეფონების სახელები Pixel და Pixel XL იქნება
ორმა დამოუკიდებელმა წყარომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2016 წლის Nexus ხაზის სმარტფონებს, რომლებსაც ყველანი ასე ძალიან ველოდით, სულაც არ ერქმევათ Nexus-ები. რატომღაც, Google-მა მათი სახელების შეცვლა გადაწყვიტა. 5 დიუიმიანიტელეფონს, რომელსაც აქამდე Sailfish-ის სახელით ვიცნობდით, Pixel-ი ერქმევა. 5. დიუიმიან Marlin-ს კი Pixel XL-ი. როგორც უკვე იცით, ორივე მოწყობილობას HTC ამზადებს, თუმცა არსებობს ჭორები, რომ მათ […]