Xiaomi-მ Redmi Note 4 გამოუშვა – 10 ბირთვიანი MediaTek-ის პროცესორი და 5.5 ინჩიანი 1080p ეკრანი
MIUI 8-ის გლობალური გამოსვლის შემდეგ (რომლის შესახებ დაწერაც საჭიროდ არ ჩავთვალეთ), Xiaomi-მ ახალი ტელეფონი, Redmi Note 4 გამოუშვა. ტელეფონი აღჭურვილია 5.5 ინჩიანი 1080p ეკრანითა და 2.5D “curved” შუშით, 4100mAh ბატარეითა და სრული მეტალის კორპუსით. როგოც ჩანს, ჩინური მწარმოებელი ამ ტელეფონზე დიდ იმედებს ამყარებს. სმარტფონს აგრეთვე აქვს 10 ბირთვიანი MediaTek Helio X20 პროცესორი, რომელსაც 2.1GHz-მდე სიხშირე […]