WhatsApp-ს ვიდეო ზარები დაემატა
WhatsApp-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვიდეო ზარების განახლების გავრცელება უკვე დაიწყო Android-ის, iPhone-ისა და Windows Phone-ის მომხმარებლებისთვის. მას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, ამიტომ თუ თქვენს აპლიკაციაში ჯერ ვერ ხედავთ ვიდეო ზარების ფუნქციას, ცოტა კიდევ მოიცადეთ. მაშ, როგორ გამოვიყენოთ ეს ფუნქცია? როდესაც ჩათში დარეკვის ღილაკს დააჭერთ, თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ ორ ოფციას, ხმოვანსა და ვიდეო ზარს შორის. […]