Asus ZenWatch 3 – Snapdragon 2100 პროცესორით აღჭურვილი ჭკვიანი საათი
Asus-მა ახლახანს ახალი ჭკვიანი საათი, ZenWatch 3 გამოუშვა, რომლის სურათებმაც რამდენიმე კვირის წინ გაჟონა. მას აქვს მრგვალი ეკრანი, განსხვავებული დიზაინი და Snapdragon 2100 პროცესორი. აღნიშნული საათი პირველია Asus-ისგან, რომელსაც მრგვალი ეკრანი აქვს. 1.39 ინჩიანი მრგვალი AMOLED ეკრანი 400×400 გაფართოებისაა. შეიძლება იგი რაღაცით Huawei Watch-საც მიამსგავსოთ. სხვა საათების მსგავსად, ZenWatch-იც 512MB ოპერატიული და 4GB შიდა მეხსიერებითაა […]