2017 წლის ძირითადი ტრენდი წარმოადგენს 18:9 პროპორციის ტიპის ეკრანები და შემცირებული ზედა და ქვედა ჩარჩოები. ეს ჩვენ ვიხილეთ მრავალ ფლაგმანში, მაგრამ ბიუჯეტურ ტელეფონებში ჯერ იშვიათობაა. Huawei Honor 7X არის ერთ-ერთი პირველი ბიუჯეტური სმარტფონი მსგავსი დიზაინით.
Huawei Honor 7X-ის სისტემური მახასიათებლებია:
ეკრანი | 5.93″ 2160×1080 18:9 |
პროცესორი | Kirin 659 |
ოპერატიული მეხსიერება | 4GB |
მეხსიერება | 32GB/64GB |
კამერა | 16MP+2MP ძირითადი , 8MP წინა |
ბატარეა | 3,340mAh |
ფერები | შავი, ლურჯი, ოქროსფერი |
ყველასთვის გასაკვირად, პრეზენტაციის დროს არ დაუსახელებიათ, თუ Android-ის რომელ ვერსიაზე მუშაობს მოწყობილობა, თუმცა სავარაუდოდ იგი ნუგაზე EMUI 5.1 სკინგადაკრული ვერსია იქნება.
ამ ტელეფონის ერთ-ერთი სიძლიერე მდგომარეობს მის კამერებში. Huawei-ს თქმით ეს კამერები თავს იჩენს დაბალი განათების პირობებში, პორტრეტულ რეჟიმში და ასევე “დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი ოცნება და გავხდეთ პროფესიონალი პოტოგრაფი”.
ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია , მაგრამ დიდი ხანი ლოდინი არ მოგვიწევს მის გასაგებად. გამოშვების ღონისძიება იქნება 5 დეკემბერს, სადაც კიდევ უფრო მეტ დეტალებს შევიტყობთ.