Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
როგორ ვუყუროთ Google I/O 2019-ს?
წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენა ანდროიდ სამყაროში, Google I/O უკვე აქაა. ღონისძიება ტრადიციულად კალიფორნიაში ჩატარდება, თუმცა, რასაკვირველია, თვალის დევნება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ. Google I/O 2019-ზე დიდი დრო დაეთმება მიღწევებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროში. ასევე ვიხილავთ Android Q-ს მესამე ბეტა ვერსიას, რომლისთვისაც დეველოპერებს უკვე შეეძლებათ აპლიკაციების გამოშვება. არ უნდა გამოგვრჩეს Stadia-ც, რომლის შესახებაც მეტ […]
Xiaomi-ს ახალი დამტენი ტელეფონს სრულად 17 წუთში მუხტავს
უკვე რამდენიმე წელია, რაც მწარმოებლები ერთმანეთს არა მხოლოდ უკეთესი სმარტფონების გამოშვებაში, არამედ სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შემუშავებაშიც ეჯიბრებიან. ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სტანდარტს ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელიც კი იყენებს. მაგალითისთვის, OPPO აწარმოებს VOOC ტექნოლოგიას, რომელსაც OnePlus მოწყობილობებიც იყენებენ. Qualcomm-ის Quick Charge-ის მხარდაჭერა კი ასობით მოწყობილობას აქვს. მათი მიზანი ერთია: რაც შეიძლება ნაკლებად იყოთ მიჯაჭვული სადენზე. სულ რამდენიმე დღის […]
შემდეგი თვიდან Chrome-ს ახალი მატერიალური დიზაინი ექნება
როგორც იცით, Google-მა Android Pie-სთან ერთად ინტერფეისის ახალი დიზაინი Material 2.0 წარადგინა, რომელიც ნელნელა ეშვება Google-ის მთლიან ეკოსისტემაში. Chrome-ის დეველოპერებმაც არ დააყოვნეს და განახლებული სამომხმარებლო ინტერფეისი წარმოადგინეს. ჯერჯერობით მისი გააქტიურება ხელითაა შესაძლებელი, მაგრამ Chrome-ის შემდეგ, 69-ე ვერსიაში აღნიშნული დიზაინი ოფიციალურად გაეშვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი მოერგება სხვადასხვა საოპერაციო სისტემას, მათ შორის Windows-ს, MacOS-ს, […]
ექსკლუზივი: Huawei Mate 20-ს პატარა ნახევარკუნძული და 3 კამერა აქვს
როგორც იცით, Huawei სმარტფონების ბაზარზე დაწინაურდა. მან გაყიდვების მაჩვენებლით Apple-საც კი გადაუსწრო და მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი ნომერ მეორე კომპანიის ტიტულიც მოიპოვა. მისი ფლაგმანური ხაზი P და Mate სერიას მოიცავს. წელს მათ 3 სმარტფონი, P20 lite, P20 და P20 Pro წარადგინეს, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, წინ კი Mate სერიაა. Android სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბლოგმა, XDA-მ […]
Moto G5S Plus-მა Android 8.1 განახლება მიიღო
როგორც იქნა, გასულ წლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალო დონის სმარტფონმა Android Oreo მიიღო. Moto G5S Plus-ი Android 2017 წლის აგვისტოში Android 7.1-ით გამოვიდა და მის მერე მნიშვნელოვანი განახლება არ მიუღია. როგორც იქნა, Lenovo-მ “მოიცალა” და სმარტფონი 8.0-ის გამოტოვებით 8.1-ზე განაახლა. ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, განახლება შეიცავს დახვეწილ შეტყობინებების სისტემას, multitasking-ის შესაძლებლობებსა და განახლებულ ინტერნეტისა და ბატარეის დამზოგავ […]
Huawei მალე bootloader-ის გახსნას დაბლოკავს
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური მწარმოებელი Huawei დეველოპერებს ხშირად ახალისებდა ხოლმე მოწყობილობებით. მათი მიზანი იყო ის, რომ სმარტფონებზე ყოველთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი სისტემის არაოფიციალური ვერსიები. ამისთვის კი, როგორც ალბათ უკვე იცით, bootloader-ის გახსნაა საჭირო. აღნიშნული პროცესი აქამდე საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. როგორც ჩანს, Huawei-მ მისი დაბლოკვა გადაწყვიტა. https://twitter.com/Honor_USA/status/999699870830116864 როგორც კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობის Twitter ანგარიშიდან ვკითხულობთ, 24 […]
OnePlus 6 ოფიციალურად გამოვიდა
OnePlus-ის ღონისძიება ლონდონში გუშინ, 16 მაისს შედგა, სადაც კომპანიამ უსადენო Bullets ყურსასმენები და ახალი ფლაგმანი OnePlus 6 წარადგინა. ტელეფონი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც მოველოდით: შუშის კორპუსით, ორმაგი კამერითა და ე.წ. “ნახევარკუნძულით”. მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა რა საკვირველია იგი სტატიას მაინც იმსახურებს. სისტემური მახასიათებლები: ეკრანი 6.28″ 2280×1080 19:9 OLED პროცესორი Snapdragon 845 ოპერატიული მეხსიერება 6GB / […]
Samsung-ი მალე Android Go სმარტფონს გამოუშვებს
თითქმის ერთი თვის წინ SamMobile-მა GeekBench-ზე Samsung-ის ახალი სმარტფონი შეამჩნია. მათ მაშინვე ივარაუდეს, რომ ტელეფონი დიდი ალბათობით კომპანიის პირველ Android Go მოწყობილობას წარმოადგენს. სმარტფონი აღჭურვილია 1GB ოპერატიული მეხსიერებით, 4 ბირთვიანი პროცესორითა და რაღა თქმა უნდა Android 8.1 Go ოპერაციული სისტემით. Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტებში პროცესორის სახელად “Universal7570_Go” არის მოხსენიებული. დიდი აღნიშნულით აღნიშნული ჩიპსეტი Exynos 7570-ის გაუმჯობესებული […]
BlackBerry KEY2-ის რელიზი 7 ივნისს შედგება
გასულ წელს კომპანია BlackBerry-მ სმარტფონების მთელ ინდუსტრიას დაუმტკიცა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ინოვაციური და განსხვავებული პროდუქტების შექმნა. არც მეტი და არც ნაკლები, მათი KEYone სმარტფონი ფიზიკური კლავიატურით იყო აღჭურვილი. რა საკვირველია, მას ჰყავდა როგორც მოყვარულები, ასევე მოძულეებიც. მთავარი კი მაინც ისაა, რომ მათი იდეა და პროდუქტი ბევრად უფრო ორიგინალური იყო, ვიდრე “ნახევარკუნძულის” გადმომკოპირებლების პროდუქტებია. […]
Google-ი მწარმოებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს
რა არის Android საოპერაციო სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა? უი, ეს ხომ ფრაგმენტაციაა… კარგით, მეორე ადგილზე რომელია? რაღა თქმა უნდა უსაფრთხოება. როგორც უკვე იცით, თავისი ღია კოდის და გახსნილი ბუნების გამო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საოპერაციო სისტემა ხშირად სერიოზულ შარში ეხვევა. სმარტფონებში პერიოდულად ჩნდება ხოლმე ახალი მოწყვლადობები, რომლებიც მომხმარებლების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ამ პრობლემის შესახებ […]
100 სიახლე Google I/O 2018-დან
სამდღიანი Google I/O 2018-ი დასრულდა. მე უკვე შემოგთავაზეთ keynote-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების მოკლე მიმოხილვა, ახლა კი მთელი ღონისძიების სიახლეების განხილვის ჯერი დადგა. გთავაზობთ 100 სიახლეს Google I/O-დან. Google Assistant-ს უკვე ექვსი სხვადასხვანაირი ხმა აქვს. Google Assistant-ს ჯონ ლეჯენდის ხმა დაემატა. ხელოვნური ინტელექტისა და WaveNet ტექნოლოგიის დახმარებით, Assistant-ი ზედმიწევნით განასახიერებს ადამიანის ხმას თავისი ტემბრით, ტონალობით, “ამმ-ებითა” […]
Huawei P20 Lite: სისტემის მიმოხილვა
დარწმუნებული ვარ ყველას გექნებოდათ ერთხელ მაინც შეხება Huawei-ს სისტემურ ინტერფეისთან, EMUI-სთან. წესით ისიც გეცოდინებათ, რომ იგი MIUI-ზეა დაფუძნებული და იშიფრება როგორც Emotion UI. როგორც ყველა სხვა სკინს Android-ზე, ისევე EMUI-ს ჰყავს თავისი ფანები და მოძულეები. ამ სტატიით შევეცდები აგიხსნათ, როგორ გამოიყურება იგი Android-ის უახლეს სტაბილურ ვერსიაზე, რა უნიკალური ფუნქციები აქვს მას და რითი სჯობია სუფთა […]
Android P-ს ბეტა ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი წარმოგვიდგინა. გუშინ კი, Google I/O 2018-ზე სისტემის მეორე ანაწყობიც ვიხილეთ, რომელიც ბეტა ვერსიის სახელს ატარებს. თუ რა არის Android P-ში ახალი, შეგიძლიათ ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახოთ. ახლა კი შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, თუ როგორ უნდა დააყენოთ იგი თქვენს მოწყობილობაზე. […]
OnePlus 5/5T-მ OxygenOS 5.1.0 (Android 8.1) მიიღო
ერთ თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ OnePlus-მა Android 8.1 Oreo-ზე დაფუძნებული OxygenOS 5.1.0 გამოუშვა. აღნიშნული განახლება აპრილის უსაფრთხოების patch-ს მოიცავს. ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. სისტემა სისტემა განახლდა Android 8.1 Oreo-ზე. Android-ის უსაფრთხოების patch-ი განახლდა 2018-04 ვერსიაზე. დაემატა ჟესტური ნავიგაცია (მხოლოდ 5T-ზე). თამაშების რეჟიმი დაემატა ოპტიმიზაციები Gaming mode-ში, მათ შორის ბატარეის დამზოგველი რეჟიმი და ადაპტიური […]
Razer Phone-მა Android 8.1 განახლება მიიღო
ცნობილმა გეიმერულმა კომპანიამ, Razer-მა შარშან თავისი პირველი სმარტფონი გამოუშვა. როგორც ჩანს, კომპანია სხვა ცნობილი Android-ზე მომუშავე სმარტფონების მწარმოებლებისგან განსხვავებით, განახლების საკითხს უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება. Razer Phone-ზე გუშინ Android 8.1-ის სტაბილური ვერსია გამოვიდა. The wait is over! Starting today, we’re rolling out Android 8.1 to fans wielding the Razer Phone. The update will come in waves […]
Sony-ს რამდენიმე სმარტფონში 120 ჰერციანი ეკრანი აღმოაჩინეს
Sony Xperia XZ Premium-ის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფუნქცია მისი 4K HDR ეკრანია, რომელიც სმარტფონებში პირველი იყო. სულ რამდენიმე დღის წინ კი reddit-ის მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ მოწყობილობას 120 ჰერციან რეჟიმზე გადართვა შეუძლია. ამგვარად, XZ Premium-ს აქვს სამი რეჟიმი: 1080p@60fps, 2160p@60fps და ბოლოს, აქამდე ყველასთვის უცნობი 1080p@120fps. რა საკვირველია, აღნიშნულმა სიახლემ XDA-ს ფორუმი დაიპყრო. მალევე გამოქვეყნდა Android […]
  • 1
  • 2
  • 3
  • წინ
  • ბოლო