Android Oreo Go – ანდროიდის ვერსია დაბალ-მონაცემებიანი ტელეფონებისთვის

როგორც წესი, Android-ის ყოველი ახალი ვერსია მოითხოვს უფრო და უფრო მეტ რესურსს, რათა შემატებულმა ფუნქციონალმა სტაბილურად იმუშაოს, რაც დღის განრიგში აყენებს შემდეგ პრობლემას: როგორ შეიძლება დაბალ-მონაცემებიან ტელეფონებს გავუკეთოთ საკმარისი ოპტიმიზაცია, რომ Android-ის ახალ ვერსიებს „გაუძლოს“? ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ Android Go-ს წყალობით ეს პრობლემა შეგვიძლია წარსულს ჩავაბაროთ.

დღევანდელ დღეს, ფლაგმანებების უმრავლესობას 4, 6 და ზოგჯერ 8GB ოპერატიული მეხსიერება აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს სისტემაში ყველანაირ დაბრკოლებას უპრობლემოდ გაუმკლავდნენ. მაგრამ, როდესაც მარკეტის მეორე ნაწილს გადავხედავთ, დავინახავთ ტელეფონებს 512, 1 ან 2GB ოპერატიული მეხსიერებით. Android Go სწორედ მსგავსი მოწყობილობებისთვისაა შექმნილი.

მისი საიდუმლო შემდგომში მდგომარეობს: იგი იყენებს Google-ის აპლიკაციების „გათხელებულ“, ანუ შემსუბუქებულ ვარიანტებს. ამ აპლიკაციების სიაში შედის Google-ის მფლობელობაში ქვეშ მყოფი ვიდეო სერვისიც, რომლის წონა შემცირებულ აპლიკაციას YouTube Go ჰქქვია. მსგავსი აგებულების აპლიკაციები მოცულობაშ ბევრად უფრო პატარა იქნება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ Android Go-ს ჩაწერა მაღალ-მონაცემებიან ტელეფონზე გამოგვადგება. აპლიკაციების სიდიდის შემცირების გამო, მათ გახსნას დასჭირდება შედარებით მეტი დრო.

Android Go-ს განახლებების გამოგზავნა მოხდება უფრო სწრაფად, ვინაიდაინ მასში ყველაფერი იქნება შემსუბუქებული. Android Go უკვე ხელმისაწვდომია მწარმოებლებისთვის, ასე რომ ახლო მომავალში უკვე მოველით ტელეფონებს, რომლებიც Android Go-ს გამოიყენებენ.