Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Google-ი 20 წლის გახდა!
ზუსტად 20 წლის წინ, 1998 წლის 27 სექტემბერს ლარი ფეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაარსდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საძიებო სისტემა Google-ი. იდეა კი უფრო ადრე, სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პროექტში, 1996 წლის იანვარში დაიბადა. თავიდან მისი სახელწოდება „BackRub” იყო, მაგრამ შემდგომ სახელი შეუცვალეს და “Googol” უწოდეს, რაც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნულით. ალბათ გაინტერესებთ რატომ ქვია […]
Google Maps-ი ჯგუფური შეხვედრების დაგეგმის საშუალებას მოგცემთ
ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მეგობრებმა გადაწყვიტეთ სადმე სასიამოვნო საღამოს გატარება, მაგრამ ვერც ერთმა თქვენგანმა ვერ მოიფიქრა სად.  ხშირად მათი სხვადასხვა შეხედულების გამო გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულდება და დროშიც იწელება. მაგრამ დღეიდან Google Maps-ის საშუალებით თავს აარიდებთ უამრავი ბმულის სხვადასხვა ჩათში გაგზავნასა და უაზრო დისკუსიას. უფრო კონკრეტულად, Google Maps-ს დაემატა ახალი ფუნქცია, რომლითაც სასურველ დასაჯავშნ […]
Google Photos-ს მალე ახალი ჭკვიანი ფუნქციები დაემატება
ალბათ გახსოვთ დიდი სქელი ალბომები, უამრავი შავ-თეთრი ან ფერადი სურათით, რომლებიც დროდადრო ხუნდებოდა და კარგავდა პირვანდელ სახეს, ხოლო ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრების საუკეთესო მომენტები ნელ-ნელა იკრაგებოდა და ხანდახან უკვალოდ ქრებოდა კიდეც. მაგრამ სამყარო განვითარდა და შეგიძლიათ დაივიწყოთ ეს ყველაფერი. რამდენიმე წელია, რაც Google-ი მომხმარებლებს თავის ერთ-ერთ სერვის Photos სთავაზობს, რომელიც განუსაზღვრელი დროის მანძილზე საუკეთესო ხარისხით ინახავს […]
Gmail-ს გაგზავნილი ელექტრონული წერილების დაბრუნების ფუნქცია დაემატა
ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა გაგზავნილ ელექტრონულ წერილში გიპოვნიათ შეცდომა და გიფიქრიათ მის უკან დაბრუნებაზე. Google-ი სამომავლოდ ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა Gmail-ის აპლიკაციაში უჩვეულო ფუნქცია აღმოაჩინა, რომლის საშუალებითაც სწორედ ესაა შესაძლებელი. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, როდესაც თქვენ გააგზავნით ელექტრონულ წერილს, რამდენიმე წამის განმავლობაში გექნებათ მისი გაუქმების შესაძლებლობა. როგორც სურათებიდან ჩანს ასევე შესაძლებელია უკვე გაგზავნილი […]
Google Fit აპლიკაციამ ახალი დიზაინი მიიღო
Google-ის ახალ სამომხმარებლო დიზაინს კიდევ ერთი აპლიკაცია შეემატა, კომპანიამ Google Fit-ის ინტერფეისი განაახლა. თუ ხართ სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და გსურთ აკონტროლოთ თქვენი ყოველდღიური აქტივობა ეს აპლიკაცია ნამდვილად დაგეხმარებათ. განახლებულ სამომხმარებლო ინტერფეისთან ერთად იგი ორი კომპონენტის ირგვლივ მუშაობს. Move Minutes აკონტროლებს თქვენს მოძრაობასა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, როგორიცაა თუნდაც კიბეებზე ასვლა, სარბენ ბილიკზე ვარჯიში და […]
შემდეგი თვიდან Chrome-ს ახალი მატერიალური დიზაინი ექნება
როგორც იცით, Google-მა Android Pie-სთან ერთად ინტერფეისის ახალი დიზაინი Material 2.0 წარადგინა, რომელიც ნელნელა ეშვება Google-ის მთლიან ეკოსისტემაში. Chrome-ის დეველოპერებმაც არ დააყოვნეს და განახლებული სამომხმარებლო ინტერფეისი წარმოადგინეს. ჯერჯერობით მისი გააქტიურება ხელითაა შესაძლებელი, მაგრამ Chrome-ის შემდეგ, 69-ე ვერსიაში აღნიშნული დიზაინი ოფიციალურად გაეშვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი მოერგება სხვადასხვა საოპერაციო სისტემას, მათ შორის Windows-ს, MacOS-ს, […]
ექსკლუზივი: Huawei Mate 20-ს პატარა ნახევარკუნძული და 3 კამერა აქვს
როგორც იცით, Huawei სმარტფონების ბაზარზე დაწინაურდა. მან გაყიდვების მაჩვენებლით Apple-საც კი გადაუსწრო და მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი ნომერ მეორე კომპანიის ტიტულიც მოიპოვა. მისი ფლაგმანური ხაზი P და Mate სერიას მოიცავს. წელს მათ 3 სმარტფონი, P20 lite, P20 და P20 Pro წარადგინეს, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, წინ კი Mate სერიაა. Android სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბლოგმა, XDA-მ […]