Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
როგორ ვუყუროთ Google I/O 2019-ს?
წლის ყველაზე მასშტაბური მოვლენა ანდროიდ სამყაროში, Google I/O უკვე აქაა. ღონისძიება ტრადიციულად კალიფორნიაში ჩატარდება, თუმცა, რასაკვირველია, თვალის დევნება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ. Google I/O 2019-ზე დიდი დრო დაეთმება მიღწევებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროში. ასევე ვიხილავთ Android Q-ს მესამე ბეტა ვერსიას, რომლისთვისაც დეველოპერებს უკვე შეეძლებათ აპლიკაციების გამოშვება. არ უნდა გამოგვრჩეს Stadia-ც, რომლის შესახებაც მეტ […]
Xiaomi-ს ახალი დამტენი ტელეფონს სრულად 17 წუთში მუხტავს
უკვე რამდენიმე წელია, რაც მწარმოებლები ერთმანეთს არა მხოლოდ უკეთესი სმარტფონების გამოშვებაში, არამედ სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შემუშავებაშიც ეჯიბრებიან. ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სტანდარტს ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელიც კი იყენებს. მაგალითისთვის, OPPO აწარმოებს VOOC ტექნოლოგიას, რომელსაც OnePlus მოწყობილობებიც იყენებენ. Qualcomm-ის Quick Charge-ის მხარდაჭერა კი ასობით მოწყობილობას აქვს. მათი მიზანი ერთია: რაც შეიძლება ნაკლებად იყოთ მიჯაჭვული სადენზე. სულ რამდენიმე დღის […]
Stadia — თამაშების სტრიმინგის ინოვაციური სერვისი გუგლისგან
უკვე რამდენიმე წელია, რაც ღრუბლოვან საცავს (ე.წ. ქლაუდს) უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ერთ დროს იგი უბრალოდ ინფორმაციის შესანახაად და ვებგვერდების განსათავსებლად გამოიყენებოდა, დღეს ქლაუდს ტექნოლოგიური ინდუსტრიის თითქმის ყველა განშტოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ვხედავთ. ინფორმაციის შენახვის ინოვაციური მეთოდი ნელ-ნელა თამაშების ინდუსტრიასაც გადაწვდა. გუგლმა გუშინდელ GDC 2019 ღონისძიებაზე თამაშების სტრიმინგის ინოვაციური სერვისი, Stadia წარადგინა. […]
ქართულ Play Store-ში ფასიანი აპლიკაციები გამოჩნდა
და აი, ეს დღეც დადგა! დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია ქართულ Play Store-ში ფასიანი აპლიკაციების გამოჩენის შესახებ. ამის შესახებ Google-ის ოფიციალური საიტი ირწმუნებოდა. დეტალების წასაკითხად შეგიძლიათ ეწვიოთ იგივე სტატიას, თუმცა გეტყვით, რომ მათი გამოჩენის ზუსტი თარიღი დღემდე არ იყო ცნობილი. ჩვენს Facebook გვერდზე ბევრ კითხვას ვღებულობდით ამის შესახებ, რადგან პირობის მიუხედავად, ქართულ მარკეტში მაინც […]
რა არის government-backed attack?
ბოლო რამდენიმე დღეა, ტექნოლოგიებითა და პოლიტიკით (ალბათ უფრო მეორით) დაინტერესებული ქართული Facebook საზოგადოების ნაწილი government-backed attack-ზე ალაპარაკდა. ამის მიზეზი ეკა გიგაურის განცხადება გახდა, სადაც იგი იუწყება, რომ საქართველოს მთავრობა მისი ანგარიშის გატეხვას ცდილობდა. აღნიშნული მოვლენა ბევრმა ჰაკერულ თავდასხმადაც კი შერაცხა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ერთი უბრალო სქრინი გახდა: რა ჩანს აღნიშულ სქრინში? პირველი, ის, რომ […]
ქართულ Play Store-ში მალე ფასიანი აპლიკაციები გამოჩნდება
მოგეხსენებათ, Google-ის Play Store-ი Android პლატფრომაზე აპლიკაციების გადმოწერის საუკეთესო საშუალებაა. მასში შევხვდებით 2.6 მილიონზე მეტ აპლიკაციას როგორც დიდი კომპანიებისგან, ასევე დამოუკიდებელი დეველოპერებისგან. სამწუხაროდ, საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში პლატფორმის სრული პოტენციალის გამოყენება არც თუ ისე ადვილია. მაგალითისთვის, ჩვენი რეგიონიდან დღემდე შეუძლებელი იყო მარკეტზე ფასიანი აპლიკაციების ყიდვა, ან უფასო აპლიკაციებში ფასიანი პაკეტების შეძენა (in-app purchases). როგორც […]
ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე Google Home Mini
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ Pixel ხაზის ახალ მოწყობილობებს 9 ოქტომბერს, ჩვენი დროით 19:00 საათზე ვიხილავთ. ამის აღსანიშნავად, ჩვენ გათამაშების ჩატარება გადავწყვიტეთ. გამარჯვებული მიიღებს ახალთახალ Google Home Mini-ს! მონაწილეობის მიღება მარტივია. უბრალოდ შეასრულეთ ქვემოთ მოცემული სამივე პირობა: 1. გააზიარეთ ეს პოსტი საჯაროდ; 2. მოიწონეთ გვერდი Facebook-ზე; 3. გამოგვყევით Instagram-ზე; 4. გამომყევით Instagram-ზე; გაითვალისწინეთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებას […]
ყველა ტელეფონი, რომელიც Android 9 Pie განახლებას მიიღებს
Android 9 Pie უკვე ოფიციალურად გამოვიდა. როგორც იცით, Pixel ხაზის ყველა მოწყობილობამ განახლება მომენტალურად მიიღო. თუმცა, სხვა კომპანიების სმარტფონების უმრავლესობა, როგორც ყოველთვის, აგვიანებს. ამ სტატიაში ნახავთ ყველა იმ სმარტფონის სიას, რომელმაც უკვე მიიღო ჩვენი საყვარელი საოპერაციო სისტემის ბოლო ვერსია, ან დადასტურებულია რომ მიიღებს. კომპანიებს კატეგორიების მიხედვით დავყოფ, რომ მათი მოძებნა ადვილი იყოს. მაშ ასე, დავიწყოთ. […]
Moto G5S Plus-მა Android 8.1 განახლება მიიღო
როგორც იქნა, გასულ წლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალო დონის სმარტფონმა Android Oreo მიიღო. Moto G5S Plus-ი Android 2017 წლის აგვისტოში Android 7.1-ით გამოვიდა და მის მერე მნიშვნელოვანი განახლება არ მიუღია. როგორც იქნა, Lenovo-მ “მოიცალა” და სმარტფონი 8.0-ის გამოტოვებით 8.1-ზე განაახლა. ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, განახლება შეიცავს დახვეწილ შეტყობინებების სისტემას, multitasking-ის შესაძლებლობებსა და განახლებულ ინტერნეტისა და ბატარეის დამზოგავ […]
VPNHub – უფასო VPN სერვისი PornHub-ისგან
“შენს ქვეყანაში არაა ხელმისაწვდომიო და რა ვქნა?” “რატომ ვერ ვიწერ?” “აუ მიშველეთ რა, არ იწერს ამ აპლიკაციას”. ამ პრობლემებზე წერტილის დასმა არც მეტი, არც ნაკლები, PornHub-მა გადაწყვიტა. VPNHub გახლავთ უფასო VPN სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია Android, iOS, Windows და macOS პლატფორმებზე. მისი საშუალებით ნებისმიერი აპლიკაცია შეგიძლიათ მოატყუოთ, რომ სხვა ქვეყანაში იმყოფებით. როგორც უკვე აღვნიშნე, სერვისის საბაზისო […]
Huawei მალე bootloader-ის გახსნას დაბლოკავს
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური მწარმოებელი Huawei დეველოპერებს ხშირად ახალისებდა ხოლმე მოწყობილობებით. მათი მიზანი იყო ის, რომ სმარტფონებზე ყოველთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი სისტემის არაოფიციალური ვერსიები. ამისთვის კი, როგორც ალბათ უკვე იცით, bootloader-ის გახსნაა საჭირო. აღნიშნული პროცესი აქამდე საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. როგორც ჩანს, Huawei-მ მისი დაბლოკვა გადაწყვიტა. https://twitter.com/Honor_USA/status/999699870830116864 როგორც კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობის Twitter ანგარიშიდან ვკითხულობთ, 24 […]
OnePlus 6 ოფიციალურად გამოვიდა
OnePlus-ის ღონისძიება ლონდონში გუშინ, 16 მაისს შედგა, სადაც კომპანიამ უსადენო Bullets ყურსასმენები და ახალი ფლაგმანი OnePlus 6 წარადგინა. ტელეფონი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც მოველოდით: შუშის კორპუსით, ორმაგი კამერითა და ე.წ. “ნახევარკუნძულით”. მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა რა საკვირველია იგი სტატიას მაინც იმსახურებს. სისტემური მახასიათებლები: ეკრანი 6.28″ 2280×1080 19:9 OLED პროცესორი Snapdragon 845 ოპერატიული მეხსიერება 6GB / […]
Samsung-ი მალე Android Go სმარტფონს გამოუშვებს
თითქმის ერთი თვის წინ SamMobile-მა GeekBench-ზე Samsung-ის ახალი სმარტფონი შეამჩნია. მათ მაშინვე ივარაუდეს, რომ ტელეფონი დიდი ალბათობით კომპანიის პირველ Android Go მოწყობილობას წარმოადგენს. სმარტფონი აღჭურვილია 1GB ოპერატიული მეხსიერებით, 4 ბირთვიანი პროცესორითა და რაღა თქმა უნდა Android 8.1 Go ოპერაციული სისტემით. Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტებში პროცესორის სახელად “Universal7570_Go” არის მოხსენიებული. დიდი აღნიშნულით აღნიშნული ჩიპსეტი Exynos 7570-ის გაუმჯობესებული […]
BlackBerry KEY2-ის რელიზი 7 ივნისს შედგება
გასულ წელს კომპანია BlackBerry-მ სმარტფონების მთელ ინდუსტრიას დაუმტკიცა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ინოვაციური და განსხვავებული პროდუქტების შექმნა. არც მეტი და არც ნაკლები, მათი KEYone სმარტფონი ფიზიკური კლავიატურით იყო აღჭურვილი. რა საკვირველია, მას ჰყავდა როგორც მოყვარულები, ასევე მოძულეებიც. მთავარი კი მაინც ისაა, რომ მათი იდეა და პროდუქტი ბევრად უფრო ორიგინალური იყო, ვიდრე “ნახევარკუნძულის” გადმომკოპირებლების პროდუქტებია. […]
Google-ი მწარმოებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს
რა არის Android საოპერაციო სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა? უი, ეს ხომ ფრაგმენტაციაა… კარგით, მეორე ადგილზე რომელია? რაღა თქმა უნდა უსაფრთხოება. როგორც უკვე იცით, თავისი ღია კოდის და გახსნილი ბუნების გამო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საოპერაციო სისტემა ხშირად სერიოზულ შარში ეხვევა. სმარტფონებში პერიოდულად ჩნდება ხოლმე ახალი მოწყვლადობები, რომლებიც მომხმარებლების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ამ პრობლემის შესახებ […]
100 სიახლე Google I/O 2018-დან
სამდღიანი Google I/O 2018-ი დასრულდა. მე უკვე შემოგთავაზეთ keynote-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების მოკლე მიმოხილვა, ახლა კი მთელი ღონისძიების სიახლეების განხილვის ჯერი დადგა. გთავაზობთ 100 სიახლეს Google I/O-დან. Google Assistant-ს უკვე ექვსი სხვადასხვანაირი ხმა აქვს. Google Assistant-ს ჯონ ლეჯენდის ხმა დაემატა. ხელოვნური ინტელექტისა და WaveNet ტექნოლოგიის დახმარებით, Assistant-ი ზედმიწევნით განასახიერებს ადამიანის ხმას თავისი ტემბრით, ტონალობით, “ამმ-ებითა” […]
  • 1
  • 2
  • 3
  • წინ
  • ბოლო