საუკეთესო Android Wear საათები (ნოემბერი, 2017)
87 თვის წინ

როგორც ვიცით Android Wear პირველად ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. 3 წლის მანძილზე ორი კომპანია, Motorola და LG ჩართულნი იყვნენ/არიან ამ პროექტში. გადავინაცვლოთ კონკრეტულ მოდელებზე რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

LG Watch Sport

როგორც ჩანს, LG Watch Sport აღიარებულია საუკეთესო Android Wear საათად რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ხალხისათვის. ახლა გადავიდეთ იმაზე თუ რა წარმოაჩენს მას საუკეთესოდ.

საათი აღჭურვილია AMOLED ეკრანით, ჩაშენებული GPS მოდულით, პულსისა და გულის ცემის სიხშირის სენსორითა და 4G/LTE კავშირით. მასში შევხვდებით IP68 სერთიფიკატს ანუ ის დაცულია წყლისაგან და მტვერისგან. რაც ყველაზე აღსანიშნავია და ძალიან გამოსადეგია ეს არის Android Pay და სამწუხაროა რომ ის ჩვენს ქვეყანა ხელმისაწვდომი არაა.

როგორც ცნობილია მისი UNLOCKED ვერსიის ფასი 349$-ია .

LG Watch Style

საათი მუშაობს Android Wear 2.0 ზე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მას Sport ვერსიისგან განსხვავებით არ გააჩნია NFC მობილური გადახდებისთვის, აგრეთვე აქვს წყალ და მტვერ გამძლეობის სხვა IP67 სერთიფიკატი, აქვს შედარებით პატარა მოცულობის ბატარეა და აღჭურვილია 1.2 ინჩიანი POLED ეკრანით.

მისი ფასი 249$ ს შეადგენს.

Huawei Watch 2

კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ შემოგვთავზა თავისი ჭკვიანი საათი, რომელიც Android Wear 2.0 ზე მუშაობს. არსებობს რამდენიმე რამ რაც უნდა იცოდეთ სანამ მას შეიძენთ.

დავიწყოთ იმით, რომ მას თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით არ გააჩნია მოძრავი ნავიგაციის ღილაკი, რომელზეც აქამდე სხვა საათებმა ძალიან შეგვაჩვიეს და ეს დიდი შეცდომაცაა კონკურენტი LG Watch Sport ის შემყურე. სამყაროში სადაც არსებობს სხვა უკეთესი საათი LG Watch Sport-ის სახით, რთულია ამ ჭკვიან საათს რეკომენდაცია გავუწიოთ, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მყიდველზეა დამოკიდებული.

დაა… ბოლოს, Moto 360 Sport

თუ თქვენ იყავით მოძველებული Moto 360-ის მეორე თაობის მოყვარული და ეძებთ რაიმე მის მსგავსსა და ახალს, გილოცავთ. საათს აქვს იგივე მონაცემები და მას დამატებული აქვს GPS-ი, გააჩნია IP67 სერტიფიკატი. ერთი რამ რაც მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, არის ბატარია, რომელიც GPS-ის მოხმარების დროს შედარებით მალე ჯდება. თუმცა ის ამ ყველაფერს გადაგავიწყებთ თავისი მრავლფეროვანი შესაძლებლობებით, რომლებსაც მისთვის განკუთვნილი ბევრი აპლიკაცია უზრუნველყოფს. ეს საოცარი ჭკვიანი საათი კი Amazon-ზე 130$ ის ფარგლებში მოიძებნება, რაც დამეთანხმებით და შესანიშნავი ფასია.

ეს იყო საუკეთესო ჭკვიანი საათების ჩამონათვალი, რომელიც მარკეტზე გამოჩნდნენ და Android Wear-ზე მუშაობენ. გამოგვრჩა რაიმე? გვაცნობეთ ამ პოსტის კომენტარებში.