Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
სწრაფი მიმოხილვა: Huawei P20 Lite-ის კამერის შესაძლებლობები
Huawei-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში კიდევ ერთხელ დაგვდო პატივი და ამჯერად კომპანიის უახლესი სმარტფონის, P20 Lite-ის დატესტვის საშუალება მოგვცა. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ცარიელ ქუჩებში დავსეირნობდი და ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა მოწყობილობის კამერის შესაძლებლობები. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილური ფოტოგრაფიით გატაცებული არ ვყოფილვარ, ამიტომ დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებ კამერის სრული პოტენციალის გამოყენებას. აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ Huawei-ს […]
Huawei-მ დღეს P20 და P20 Pro წარადგინა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები Huawei-ს ახალი სმარტფონების შესახებ. სულ ცოტა ხნის დავწერე P Smart-ის მიმოხილვაც, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ კომპანიის მარტფონები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჩემი ეს მოსაზრება ახლად გამოსულმა P20-მა და P20 Pro-მ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. როგორღაც Huawei-მ მოახერხა, შეექმნა სმარტფონები, რომლებიც DxOMark-ის ტესტირებაში ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ. […]
Huawei P Smart-ის მიმოხილვა
გადავწყვიტე, სტატია მარქეზის ცნობილი სიტყვებით დავიწყო: იაფი ტელეფონები სულ უფრო და უფრო კარგი ხდება, კარგი ტელეფონები კი სულ უფრო და უფრო იაფდება. ამ ციტატის მართებულება ბევრმა კომპანიამ დაადასტურა, ახლა კი Huawei-ს ჯერი დადგა. მათი უახლესი საშუალო დონის სმარტფონთან, P Smart-თან ერთი თვე გავატარე და უკვე თავისუფლად შემიძლია გითხრათ მისი დადებითი და უარყოფით მხარეების შესახებ. დიზაინი […]
Honor 7X – მორიგი ბიუჯეტური სმარტფონი Huawei-სგან
2017 წლის ძირითადი ტრენდი წარმოადგენს 18:9 პროპორციის ტიპის ეკრანები და შემცირებული ზედა და ქვედა ჩარჩოები. ეს ჩვენ ვიხილეთ მრავალ ფლაგმანში, მაგრამ ბიუჯეტურ ტელეფონებში ჯერ იშვიათობაა.  Huawei Honor 7X არის ერთ-ერთი პირველი ბიუჯეტური სმარტფონი მსგავსი დიზაინით. Huawei Honor 7X-ის სისტემური მახასიათებლებია: ეკრანი 5.93″ 2160×1080 18:9 პროცესორი Kirin 659 ოპერატიული მეხსიერება 4GB მეხსიერება 32GB/64GB კამერა 16MP+2MP ძირითადი […]
OnePlus 3/3T-ზე Android Oreo ოფიციალურად გამოვიდა
სულ რაღაც ერთი თვის წინ OnePlus-მა თავისი ყველაზე პოპულალური სმარტფონებისთვის, OnePlus 3-ისა და 3T-სთვის Android Oreo-ს პირველი ბეტა ანაწყობი გამუშვა. რა საკვირველია, მას შემდეგ ისინი ხარვეზების აღმოფხვრასა და სტაბილურობის გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. გუშინ კი, არც თუ ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კომპანიამ ოფიციალური განახლება გამოუშვა. Android 8.0-ზე დაფუძნებულ OxygenOS 5.0-ში ვხვდებით ისეთ დამატებით (რომლებიც სუფთა Android-ში […]
OnePlus-ის სისტემური განახლებების გეგმები
როგორც ვიცით, კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავისი ახალი ფლაგმანი, OnePlus 5T წარმოგვიდგინა. სმარტფონს გააჩნია წინამორბედისგან განსხვავებით ახალი 18:9 ფორმატის ეკრანი, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა რომელიც კომპანიამ დაუშვა, დამერწმუნებით ისაა, რომ მათ ახალ სმარტფონში არ ჩანერგეს Android Oreo და ის ქარხნულად 7.1.1 ზე მუშაობს. გარდა ახალი სმარტფონისა კომპანიამ პრეზენტაციაზე განახლებების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით Android […]
Nexus Player-მა Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო
Google-ის პირველმა და ერთადერთმა მედია დამკვრელმა, Nexus Player-მა ნოემბრის განახლებით Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო. ჯერჯერობით, ეს არის მესამე მოწყობილობა, რომელმაც აღნიშნული ფუნქციონალი შეიძინა, Nvidia Shield TV-ისა და Sony Bravia-ს ტელევიზორების შემდეგ. მოწყობილობის მიკროფონის ხარისხის გამო, გირჩევთ, რომ Android TV Remote აპლიკაცია გამოიყენოთ. ასისტენტის მუშაობისთვის დიდი ალბათობით დაგჭირდებათ Google-ის აპლიკაციის ბოლო ვერსიაც. Nexus Player-ი 2014 წლის […]
OnePlus 5T ოფიციალურად გამოვიდა
ჭორი იმის შესახებ, რომ OnePlus-ი ახალი, “უჩარჩოო” მოწყობილობის გამოშვებას აპირებდა, სულ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. დღეს კი, 16 ნოემბერს, ყველაფერს ფარდა აეხადა და კომპანიამ როგორც იქნა ახალი სმარტფონი წარგვიდგინა. როგორც უკვე ვთქვი, OnePlus 5T-ს შედარებით უფრო ახალი და თანამედროვე დიზაინი აქვს: იგი აღჭურვილია 6 დიუმიანი, 1080 x 2160 (ისევ 1080p…) გაფართოების, 18:9 ასპექტური ფარდობის AMOLED ეკრანით, […]
Motorola-მ ფოტოების პრინტერი Moto Mod-ი გამოუშვა
Moto Mod-ები ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და როგორც ვიცით, ისინი არც თუ ისე პოპულალურია. ბოლო გაფართხალებაზე Motorola-მ Polaroid-თან თანამშრომლობა და ერთგვარი ფოტო პრინტერის, Insta-Share Mod-ის გამოშვება გადაწყვიტა. როგორც ყველა Mod-ი, ეს პრინტერიც Moto Z სერიების სმარტფონების უკანა მხარეს მაგრდება. ფოტოს გადაღების შემდეგ კი თქვენ წებოვან 2×3 სურათს მიიღებთ. ეს სიამოვნება კი სულ რაღაც […]
Essential PH-1-მა Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
ალბათ აქამდე უკვე შეამჩნევდით, რომ ენდი რუბინის ბაზარზე ახლახანს გამოჩენილი მწარმოებელი, Essential-ი, მომხარებლებს სისტემური განახლებებით ანებივრებს. ტელეფონის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა რამდენიმე განახლება. მათი უმეტესობა პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუმცა ვიხილეთ საკმარისი რაოდენობის ახალი ფუნქციებიც. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ კომპანიაში დღემდე მუშაობენ კამერის პრობლემების გამოსწორებაში. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ჰორიზონტზე Android Oreo-ს პირველი ბეტა […]
OnePlus-ის მოწყობილობებში სახიფათო მოწყვლადობა იქნა აღმოჩენილი
სულ რაღაც ერთი თვის წინ, OnePlus-ი მომხმარებლის ინფორმაციის დაუკითხავად შეგროვებაში გამოიჭირეს. რა საკვირველია, კომპანიას არ აწყობდა, რომ ცუდი სახელი დიდ ხანს შენარჩუნებოდა, რის გამოც პრობლემა მალევე გამოასწორეს. ახლა კი ერთ-ერთმა დეველოპერმა მათ სმარტფონებში ქარხნულად ჩაშენებული აპლიკაცია აღმოაჩინა, რომლის წყალობითაც root-ზე წვდომის მიღებაა შესაძლებელი. აპლიკაციას “EngineerMode” ჰქვია და როგორც გაირკვა OnePlus-ი მას შიდა კვლევებისთვის იყენებს, რათა […]
OnePlus-ი თავის უახლეს ფლაგმანს 16 ნოემბერს წარადგენს!
იმედები გაგიცრუათ ახალმა Pixel 2 XL-მა თავისი ეკრანის პრობლემებით? არადა როგორ ელოდით და ლამობდით მის ყიდვას… მაგრამ დღეს უნდა გაცნობოთ ახალი ამბავი რომელიც გაგახარებთ. კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ახალი სტატია, რომელიც მოიცავდა ფოტოს, სადაც აღბეჭდილი იყო ახალი ფლაგმანის, კერძოდ OnePlus 5T-ს გამოსვლის თარიღი. ამ ყველაფერმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ხალხში […]
კომპანია OPPO-ს ახალი სმარტფონი­­ — უახლესი AI უკეთესი სელფებისთვის!
რამოდენიმე დღის წინ კომპანია OPPO-მ ახალი სმარტფონი OPPO F5 გამოუშვა რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინდოეთშია ხელმისაწვდომი. ახალი მოწყობილობა აღჭურვილია 20 მეგაპიქსელიანი წინა და უკანა კამერით, რომლის საშუალებითაც კომპანიის თქმით საუკეთესო სელფის გადაღება შეიძლება. ახალი სმარტფონის ორი ვერსია ვიხილეთ, 4GB და 6GB-იანი ოპერატიული მეხსიერებებით. 6GB-იანი ვერსია როგორც ცნობილია 24990 ინდური რუპი ღირს, რომელიც დაახლოებით $385-ია. პრეზენტაცია მუმბაიში […]
HTC U11+ და U11 Life ოფიციალურად გამოვიდა
რამდენიმე დღის წინ HTC-მ ორი ახალი სმარტფონი გამოუშვა. ორივე მათგანის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ცნობილი იყო, თუმცა რა საკვირველია ოფიციალური ინფორმაცია ბევრად უფრო ზუსტი და სანდოა. U11+ პირველი სმარტფონი ფლაგმანი გახლავთ. როგორც ჩანს, HTC-ც შეეცადა, 2017 წლის ტრენდისთვის ფეხი აეწყო და განახლებული, თანამედროვე დიზაინის მქონე, მცირე ზომის ჩარჩოებიანი მოწყობილობა წარმოგვიდგინა. 18:9 აპსექტური და 82% ეკრანის კორპუსთან […]
Razer Phone – გეიმერული კომპანიის პირველი სმარტფონი
ამა წლის იანვრიდან, მას შემდეგ რა გეიმერულმა კომპანია Razer-მა ტელეფონების მწარმოებელი Nextbit შეიძინა, დადიოდა ჭორები, რომ მალე Razer-ის ახალ სმარტფონს ვიხილავდით. მოლოდინები გამართლდა და სულ რამდენიმე დღის წინ Razer Phone-მა მზის შუქი იხილა. ტელეფონი აღჭურვილია ისეთი ექსკლუზიური ფუნქციებით, როგორებიცაა 120Hz სიხშირის “Ultramotion” ეკრანი, Qualcomm-ის QuickCharge 4+ დამუხტვის სტანდარტი, სახისკენ მიმართული ორმაგი სტერეო დინამიკები და 4,000 […]
OnePlus 3/3T-მ Android Oreo-ს ბეტა ვერსია მიიღო
რამდენიმე თვის წინ OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა მომხმარებლებს 2016 წლის ფლაგმანების, 3-ისა და 3T-ის Oreo-ზე განახლებას შეპირდა. დღეს კი აღნიშნულმა სმარტფონებმა სისტემის უახლესი ვერსია Open Beta პროგრამის ფარგლებში მიიღეს. მასში გაწევრიანება ყველას შეუძლია, თუმცა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება გადააწყდეთ ხარვეზებსა და თუ უჩვეულო ფუნქციონირებას. ახალ ვერსიაში რა საკვირველია იხილავთ ყველა იმ ფუნქციას, რომლითაც Android Oreo […]
  • უკან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • წინ
  • ბოლო