Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
2016 წლის Nexus სმარტფონებს Snapdragon 821 ექნებათ
გუშინ დილით Qualcomm-მა ოფიციალურად წარგვიდგინა Snapdragon 821 პროცესორი. უკვე დაიწყო ჭორების გავრცელება იმის შესახებ, თუ რომელი ტელეფონები იქნება აღჭურვილი აღნიშნული პროცესორით. რამდენიმე სანდო წყაროსგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2016 წლის Nexus სმარტფონებს, Sailfish-სა და Malin-ს, Snapdragon 821 ექნებათ. ჩიპსეტის მოდელია MSM8996 Pro და იგი 820-ზე 10%-ით უფრო სწრაფია. რა საკვირველია, ამ პროცესორის გამოშვება უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, […]
Samsung-მა UFS მეხსიერების ბარათები გამოუშვა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Samsung-ი Universal Flash Storage (UFS) ტექნოლოგიაზე აქტიურად მუშაობდა. 2015 წლის თებერვალში კომპანიამ დაიწყო UFS ჩიპების მასიური წარმოება, რომელმაც სმარტფონებში eMMC ბარათები ჩაანაცვლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ტელეფონებზე გაიზარდა წაკითხვა/ჩაწერის სისწრაფე. იმ დროისთვის, ჩიპის მაქსიმალური მოცულობა 128GB იყო, თუმცა შემდეგ Samsung-მა იგი 256GB-მდე გაზარდი. მიზანი იყო MicroSD ბარათების წარსულს ჩაბარება. თუმცა, გეგმამ […]
Honor 5X-ისთვის Marshmallow განახლება გამოვიდა
Huawei-ს უახლეს ბიუჯეტურ სმარტფონზე, Honor 5X-ზე, ახლახანს დაიწყო Android 6.0 Marshmallow განახლების გავრცელება. როგორც უკვე იცით, აღნიშნულ საოპერაციო სისტემაში დამატებულია Now on Tap (რომელიც დროდადრო უფრო  და უფრო უკეთესი ხდება) Doze რეჟიმი ბატარეის ოპტიმიზაციისთვის ლოდინის რეჟიმში, ხმის უკეთესი კონტროლი, ახალი აპლიკაციების მენიუ და სხვები. როგორც ყოველთვის, Huawei-მ სიტემას თავისი “სკინი”, EMUI 4.0 გადააკრა. ამ ვერსიაში დამატებულია […]
ექსკლუზივი: 2016 წლის Nexus სმარტფონების დიზაინი
დარწმუნებული ვარ, ამ მომენტს ყველანი ელოდით. ზემოთ მოცემულ სურათზე, მოცემულია Google-ის 2016 წლის Nexus სმარტფონების დიზაინი. ინფორმაცია გამოქვეყნებულია სანდო წყაროზე დაყრდნობით. გაითვალისწინეთ, რომ სურათი არ არის ოფიციალური რენდერი, ამიტომ მზა პროდუქტი შესაძლოა სხვანაირი იყოს. წყარო იუწყება, რომ: ნავიგაციის ღილაკები სრულიად თეთრია. როგორც უკვე ვიცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სურათის თანახმად, home ღილაკს “ყვავილის” უნდა ქონოდა. […]
Samsung Galaxy Note7-ის გაჟონილი სურათები
დღეს ცნობილმა ბლოგერმა, ევან ბლასმა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე Note7-ის რენდერები გამოაქვეყნა. აღარანაირი პროტოტიპები ან მხოლოდ შუშები. აღნიშნული სურათები ოფიციალურია. აღნიშნული სურათებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფლაგმანს Galaxy Note7 ერქმევა. აღნიშნული სახელის დარქმევით, Samsung-ი Note სერიას დააწევს S სერიას, აგრეთვე უკეთეს კონკურენციას გაუწევს iPhone 7-საც. ევან ბლასს განცხადებით, ტელეფონს აქვს 5.7 ინჩიანი QHD Super AMOLED ეკრანი, […]
ექსკლუზივი: ზომით დიდი Nexus მოწყობილობის სისტემური მახასიათებლები
რამდნიმე დღის წინ ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ Sailfish-ის, Nexus ხაზის ახალი, ზომით პატარა სმარტფონის სისტემური მახასიათებლები. დღეს კი შედარებით დიდის, Marlin-ის ჯერი დადგა. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, სმარტფონის მონაცემები ასე გამოიყურება: წარმოებულია HTC-ის მიერ 5.5 ინჩიანი QHD (2560×1440) AMOLED ეკრანი Qualcomm-ის ოთხ ბირთვიანი პროცესორი 4GB ოპერატიული მეხსიერება 3450mAh ბატარეა 32/128GB შიდა მეხსიერება 12MP უკანა, 8MP წინა კამერა თითის ანაბეჭდის სენსორი […]
შეეგებეთ Android Nougat-ს!
Google-მა ოფიციალურად წარადგინა Android N-ის სრული სახელი: შეეგებეთ Android Nougat-ს! ვერსიის ნომერი ჯერჯერობით ისევ უცნობია. Introducing #AndroidNougat. Thank you, world, for all your sweet name ideas! #AndroidNReveal pic.twitter.com/7lIfDBwyBE — Android (@Android) June 30, 2016 აგრეთვე ვიხილეთ ქანდაკებაც, რომელმაც პირადად მე იმედები გამიცრუვდა. უბრალოდ ბაგდროიდი… რომელიც ნუგაზე დგას. ალბათ დამეთანხმებით, რომ Marshmallow-ს ქანდაკება ბევრად უკეთესია. სტატია […]
Google-ი დღეს Android N-ის სახელს გაგვიმხელს
Android-ის ოფიციალური Twitter-ის ანგარიშზე ახლახანს დაიდო პოსტი, რომლისგანაც ვიგებთ, რომ Android N-ის სახელს Google-ი დღეს გაგვიმხელს. We're revealing something sweet today! Follow along here. #NameAndroidN #AndroidNRevealhttps://t.co/HSUWI5sm3F — Android (@Android) June 30, 2016 აგრეთვე დღეს ვიხილავთ ქანდაკებას Google-ის HQ-ში. Android N…… pic.twitter.com/ciL6f8yIhm — John Hoford (@johnhoford) June 30, 2016 წყარო: Twitter
Google-მა Cast SDK 3.0.0 გამოუშვა
უკვე სამი წელია, რაც Google-ი Cast SDK-ს აქტიურად ანახლებს. თუმცა, მისი აპლიკაციაში ინტერგრაცია ყოველთვის ძნელი და არაკომფორტული იყო. Cast SDK 3.0 გასულ თვეს, I/O 2016-ზე დაანონსდა. დღეს იგი უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის. SDK-ში გაკეთდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც დეველოპერებს საშუალებას მისცემს ადვილად მოახდინონ სერვისის ინტერგრაცია თავიანთ აპლიკაციებში. დოკუმენტაცია, მაგალითები, აპლიკაციები და ინსტრუქციები ხელმისაწვდომია Google Developers ვებსაიტზე. SDK […]
HP-მ $189-იანი Chromebook 11 G5 გამოუშვა
გუშინ HP-მ ახალი Chromebook გამოუშვა, რომელიც ამჯერად ბიუჯეტზეა კონცენტრირებული. აღნიშნული მოწყობილობის ფასი $189-ს შეადგენს და მასზე Android აპლიკაციების გაშვებაა შესაძლებელი. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ლეპტოპის ბატარეა 12.5 საათს გაძლებს. ეს შედეგი, ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ძალიან კარგია. აგრეთვე გამოვიდა მოწყობილობის სენსორულ ეკრანიანი ვარიანტიც, რომლის ფასიც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისს ბატარეას 11.5 საათის განმავლობაში შეუძლია […]
Google Earth-სა და Maps-ში სატელიტური სურათების ხარისხი დაიხვეწა
2013 წელს ჰაერნაოსნობის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) კოსმოსში Landsat 8 სატელიტი გაუშვა. აღნიშნული სატელიტის მიზანია გადაუღოს დედამიწას ისეთი ხარისხის დეტალიზებული სურათები, როგორების გადაღებაც იქამდე შეუძლებელი იყო. ეს ღია პროექტია და მთელი ინფორმაციის ნახვა ახლავე შეგიძლიათ. დღეს კი, Google-მა Landsat 8-ის სურათების ინტერგრაცია Google Earth-სა და Maps-ში მოახდინა. აქამდე, ინფორმაციის მისაღებად Google-ი Landsat 7 […]
Google-ი საკუთარი სმარტფონის გამოშვებას აპირებს
ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ Google-ი აპირებს სმარტფონის გამოშვებას, რომელსაც Nexus-ის ნიშანი არ ექნება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პირველად The Telegraph-მა დაწერა. სტატიაში ასევე ნახსენებია HTC-ის Nexus სმარტფონებიც. იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების უმრავლესობა Android საოპერაციო სისტემას იყენებს, მაღალი-დონის ტელეფონების მარკეტში მაინც Apple-ი ლიდერობს. სმარტფონების მწარმოებლების რიცხვის ზრდამ […]
Samsung-მა TouchWiz-ის სამომხმარებლო ინტერფეისი დახვეწა (ისევ)
Samsung-ი Note მოწყობილობებში ყოველ წელს ცვლის სამომხმარებლო ინტეფეისს, რომელიც შემდეგ Galaxy S სერიის ტელეფონებშიც აისახება. როგორც ჩანს, Note 7-ის სისტემის დიზაინში შესამჩნევ ცვლილებებს ვიხილავთ. “Grace” ინტერფეისის შესახებ ვიდეო HDblog.it-მ გამოაქვეყნა. Galaxy S7-ის ყველა მომხმარებელმა იცის, რომ TouchWiz-ის UI უფრო ნათელ ფერებზე გადავიდა (აღარანაირი მწვანე ლურჯზე შეფერილობა). Grace UI-ში შეამჩნევთ უფრო სუფთა შავ-თეთრ შეფერილობას, ლურჯი აქცენტებით. […]
Google-მა ანგარიშში შესვლა გაამარტივა
ორმაგი იდენტიფიკაციით შეცვლის ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გახადონ თავიანთ ონლაინ ანგარიშები უფრო დაცული. თუმცა, ტელეფონში დაგენერირებული კოდის კომპიუტერში ჩაწერა, თანაც გარკვეული დროის შუალედში, ხშირად არაკომფორტულია. Google-მა როგორც იქნა ეს პრობლემა გადაჭრა. შემდეგ ჯერში, როდესაც Gmail-ში, ან სხვა ნებისმიერ Google-ის სერვისში დაგჭირდებათ შესვლა, საჭირო იქნება მხოლოდ აირჩიოთ ‘Yes, allow sign-in” ფუნქცია თქვენს ტელეფონში. აღარანაირი უაზრო კოდები. […]
დამტკიცდა: Samsung-ის შემდეგი ფლაგმანის სახელი Galaxy Note 7 იქნება
ჩვენ უკვე ვიცით, რომ Samsung-ი თავისი ახალი ფლაგმანის გამოშვებას 2 აგვისტოს აპირებს. რამდენიმე წყარო იუწყებოდა, რომ კომპანია ციფრი 6-ის გამოტოვებას და პირდაპირ 7-ზე გადასვლას აპირებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ Note ხაზი S ხაზს დაწეოდა, რომელიც ამჟამად S7/S7 Edge-ზე დგას. Note 6-ის გამოშვება მარკეტინგულად არასწორი იქნებოდა, რადგან სარეკლამო განცხადებები მომხმარებლების დაბნევას გამოიწვევდა. ზოგიერთი წყარო ასევე […]
ექსკლუზივი: Google-ი Nexus მოწყობილობებისთვის მუდმივი დახმარების სერვისზე მუშაობს
მიესალმეთ Google Support-ს – ახალ აპლიკაციას Google-სგან, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ პირდაპირ რეჟიმში დაუკავშირდნენ დახმარების სერვისს. დიდი ალბათობით, აღნიშნული აპლიკაცია გამოჩნდება HTC-ის Nexus მოწყობილობებში, Marlin-სა და Sailfish-ში. Google Support-ის საშუალებით, თქვენ შეგეძლებათ გაუზიაროთ ეკრანზე ასახული ინფორმაცია დამხმარე აგენტს. ამ სერვისის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, აპლიკაციას ექნება აუდიო ან ტექსტური ჩატიც. აგრეთვე უცნობია შეეძლებათ […]
  • პირველი
  • უკან
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • წინ
  • ბოლო