Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
საინტერესო სტატისტიკა Google I/O-დან
დამეთანხმებით, გასული წელი Android-ისთვის საკმაოდ კარგი იყო. როგორც Google-ს ჩვევია ხოლმე, ამჯერადაც დეველოპერულ კონფერენციაზე, თავი რამდენიმე გამაოცებელი რიცხვით მოიწონა. ინჟინერიის ვიცე პრეზიდენტი, დეივ ბიურკი, ამ სიახლეების წარმოთქმისას გახარებული ჩანდა. 2015 წელს კომპანიებმა გამოუშვეს 600-ზე მეტი განსხვავებული ტელეფონი. იგივე დროის შუალედში, Android-ის მომხმარებლებმა დააინსტალეს აპლიკაციები 65 მილიარდჯერ. თუმცა, აქ ყველაფერი არ წყდება. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ […]
Google-ის VR პლატფორმა, Daydream, Android N-ში იქნება ჩაშენებული
Google-მა პირველად Cardboard-ი 2 წლის წინ, I/O-ზე წარადგინა. მოწყობილობა განიხილებოდა როგორც კარგი VR სფეროში. Android N-თან ერთად, Google-ი ვირტუალური რეალობის საკითხს უფრო სერიოზულად მოეკიდება. Daydream არის კომპანიის ახალი VR პლატფორმის სახელი, რომელიც გულისხმობს სპეციფიკაციებს მოწყობილობებისთვის, რომლებსაც აქვთ VR მხარდაჭერა, ასევე მოწყობილობის დიზაინს და იერშეცვლილ VR ინტერფეისს/მარკეტს. Daydream-ისთვის დამოწმებულ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი პროცესორები, სწრაფი რეაგირების ეკრანები და […]
Android N-ის სახელის მოფიქრებაში Google-ს ჩვენი დახმარება სჭირდება
Android-ის ახალი ვერსია უკვე გზაშია, თუმცა Google-ს მისი სახელი არ I/O-ზე არ უთქვამს. Keynote-ის ბოლომდე, სისტემა Android N-ის სახელით მოიხსენიებოდა. სავარაუდოდ, ეს შეიცვლება შემოდგომაზე, როდესაც სისტემის განახლება მოწყობილობებზე გავრცელებას დაიწყებს. მაგრამ იქამდე, Google-ს ახალი სახელის მოფიქრება სჭირდება. არის შანსი იმისა, რომ კომპანიაში უკვე არის სავარაუდო სახელების ჩამონათვალი, ან კიდევ ზუსტი არჩევანი. თუმცა მათ აინტერესებთ, რა […]
ხმით კონტროლირებადი Hub-ი, Google Home, წელს გამოვა
Amazon Echo-ს კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც New York Times-მა გასულ დღეებში აღნიშნა, Google ახალი მოწყობილობის გამოშვებას აპირებს, რომელსაც ნატურალური ენის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. თუ მის შესახებ ჯერ არ გსმენიათ, მისი სახელია Google Home. Google Home პირველი მოწყობილობა იყო, რომელიც Google I/O-ზე keynote-ს დროს წარგვიდგინეს. მისი დიზაინი არც თუ ისე განსხვავდება Echo-სგან. მას აქვს ცილინდრის ფორმა, თეთრი […]
Google I/O – ლაივ სტრიმი
Google I/O დღეს, ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება
Evleaks-ის განცხადებით HTC ორ Nexus-ს აწყობს
ევან ბლასმა, ასევე ცნობილია სახელით @evleaks, ახლახანს გაგვიმხილა, რომ HTC ორ ახალ მოწყობილობაზე მუშაობს, რომლებზეც Android N იქნება დაყენებული. მათი მოდელებია S1 და M1-ია. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Google-თან ერთად მუშაობს. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს Nexus-ებია. მოწყობილობების კოდური სახელები სავარაუდოდ Marlin და Sailfish იქნება. უკვე დიდი ხანია, რაც Google თავისი მოწყობილობების კოდურ […]
Android Studio 2.1-ს Android N-ისა და Java 8-ის მხარდაჭერა დაემატა
გასულ თვეს, Android N Preview-ს გამოსვლასთან ერთად Android Studio 2.1-ის საცდელი ვერსიაც გამოვიდა. ამ ვერსიაში დამატებულია N Preview-ს SDK-ის მხარდაჭერა და ისეთი საჭირო ფუნქციების მხარდაჭერა, როგორებიცაა Java 8 და Jack compiler. ასევე განახლდა “ახალი პროექტის” ინსტრუქტორი და დაიხვეწა Android Emulator. გუშინ კი აღნიშნულმა ვერსიამ სტაბილურ წრეზე გადაინაცვლა და უკვე ყველა დეველოპერისათვის ხელმისაწვდომია. განახლების და Jack […]
შეუმჩნეველი ცვლილებები Android N Developer Preview 2-ში
Android-ის ახალი ვერსიის გამოსვლისას, როგორც მაგალითად Android N Developer Preview 2-ის, Google როგორც ყოველთვის აქვეყნებს ცვლილებების სიას. თუმცა, სისტემაში ყოველთვისაა პატარ-პატარა ცვლილებები სამომხმარებლო ინტერფეისში ან ფუნქციონალში, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ. ამ სტატიაში კი სწორედ ამ ცვლილებებს გაგაცნობთ. ახალი ხატულები საქაღალდეებზე! “Clear All ღილაკი აპლიკაციების გადამრთველში! კალკულატორის მალსახმობი სწრაფ ოფციებში! ახალი Emoji-ები! ახალი ინტერფეისი კამერის აპლიკაციისთვის. […]
Chrome OS-ზე მალე მილიონი Android აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი
Google მილიონი Android აპლიკაციისა და თამაშის Chrome OS-ზე გამოშვებას აპირებს. სისტემის მომხმარებლებმა Reddit-ზე შენიშნეს ახალი ოფცია, რომელიც პარამეტრებშია დამალული. ფუნქცია სისტემას Google Play Store-დან ძალიან ბევრი აპლიკაციის გადმოწერის საშუალებას აძლევს. ოფცია პარამეტრების მენიუში ჩანს, თუმცა იგი ამჯერად უფუნქციოა. იგი ჩაშენებულია Chrome OS v51 Dev-ში და მისი აღწერა შემდეგნაირია: “აირჩიეთ მილიონზე მეტი აპლიკაცია და თამაში Google […]
Android N Developer Preview 2 გამოვიდა
გასულ თვეს, Google-მა Android N-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი მოულოდნელად წარმოგვიდგინა, დღეს კი კომპანიამ Android N Developer Preview 2 გამოუშვა, ანაწყობის ნომრით NPC91K. ახალი ანაწყობი ხელმისაწვდომია ყველა იმ მოწყობილობაზე, რომლებზეც შესაძლებელია პირველი ანაწყობის დაყენება. ესენია: Nexus 6, Nexus 5X, Nexus 6P, Nexus 9, Pixel C და General Mobile 4G [Android One]. ახალ ვერსიაში გამოსწორდა ის პრობლემები, რომელიც პირველში […]
HTC 10 ოფიციალურად გამოვიდა – ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ სმარტფონების სამყაროში, HTC-ის მთავარი გასაღები ყოველთვის დიზაინი იყო. თავის დროზე, One M7 ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სმარტფონი იყო. კომპანიამ ეს დიზაინი შეინარჩუნა და გააუმჯობესა კიდეც 2014 წელს, როდესაც ახალი ფლაგმანი, One M8, გამოუშვეს. შემდეგ 2015 წელს One M9 გამოვიდა და ბევრ მომხმარებელს იმედი გაუცრუვდა. ცუდი ბატარეის ხანგრძლივობა, დაუხვეწავი კამერა და დიზაინი. […]
Remix OS 2.0 უკვე Nexus 9 და 10 პლანშეტებზეა ხელმისაწვდომი
რამდენიმე თვიანი ტესტირების შემდეგ, კომპანია Jide-მ Remix OS 2.0 სისტემა Nexus 9 და Nexus 10 პლანშეტებზე გამოუშვა. ასევე გამოვიდა სისტემის სტაბილური ვერსია Ultratablet-ზე. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი განახლება Android პლანშეტებისთვის, რადგან ოპერაციული სისტემა თავდაპირველად სამაგიდო კომპიუტერებისთვისა და ლეპტოპებისთვის იყო გათვლილი. მარტივად რომ ვთქვათ, Remix OS არის Android-ის fork, რომელსაც ბევრად უფრო გაუმჯობესებულია multi-tasking აქვს. მარტის […]
Huawei P9 და P9 Plus: ოფიციალური ინფორმაცია
ინტერნეტში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჭორები დაქრის Huawei P9-ს შესახებ. როგორც იქნა, Huawei-მ უკვე წარმოგვიდგინა იგი გუშინ, ლონდონში. სტანდარტულ P9-ს, როგორც მის წინა მორბედს, 5.2 ინჩიანი 1080p ეკრანი აქვს. P9 Plus-ის ეკრანის ზომა 5.5 ინჩს შეადგენს, თუმცა გაფართოება ისევ იგივეა. P9-ში ყველაზე მეტად გამოირჩევა ახალი კამერა, უფრო ზუსტად, კამერები. ტელეფონი აღჭურვილია ორმაგი კამერით, როგორიც აქვს […]
Reddit-ის ოფიციალური მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია
ალბათ უკვე იცით, რომ Play Store ნამდვილად არ განიცდის Reddit-ის არაოფიციალური აპლიკაციების ნაკლებობას. ბევრი მათგანი საკმაოდ დახვეწილია როგორც დიზაინის, ისე ფუნქციონალის მხრითაც. თუმცა, რაც არ უნდა კარგები იყვნენ ისინი, მარკეტში განსაკუთრებული ადგილი მაინც ყოველთვის ოფიციალურ აპლიკაციას ეწოდება. ბოლო დროს Reddit ცდილობდა, რომ დაეხვეწა მომხმარებლის შთაბეჭდიება მობილურზე. მათ გააკეთეს ახალი საიტი მობილური მომხმარებლებისთვის, რომელიც ამჯერად ბეტა […]
Windows 10-ზე Android შეტყობინებების არეკვლა გახდება შესაძლებელი
ალბათ ყველას გსმენიათ Build 2016-ის შესახებ. აღნიშნული პრესკონფერენციაში, რომელიც 30 მარტს ჩატარდა, კომპანია Microsoft-ი თავისი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სიახლეებს გვაწვდის. ამ სიახლეების სიაში, როგორც წესი, Android პლატფორმა ძალიან იშვიათად ხვდება, თუმცა წლევანდელი Build-ი გამონაკლისი იყო. მალე, Windows 10-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, Cortana-ს საშუალებით Android ტელეფონიდან შეტყობინებები პირდაპირ დესკტოპზე აირეკლონ. Windows 10-ს უკვე აქვს შეტყობინებათა ცენტრი, […]
OnePlus 2-მა OxygenOS 3.0 (Marshmallow) Beta განახლება მიიღო
გასულ წელს OnePlus-მა გამოუშვა ფლაგმანი, სახელად OnePlus 2, რომელიც Lollipop-ითაა აღჭურვილი. Android 6.0 Marshmallow-ს გამოსვლის შემდეგ, აღნიშნული მოწყობილობა ჯერ კიდევ არ განახლებულა. რამდენიმე OEM-მა უკვე მოასწრო თავიანთი ფლაგმანებისთვის გაეგზავნათ უახლესი სისტემის განახლება, თუმცა OnePlus-მა ნამდვილად დაიგვიანა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. დღეს კომპანიამ OxygenOS 3.0 გამოუშვა, რომელიც Marshmallow-ზეა დაფუძნებული. მისი დაყენება ახლავე შეგიძლიათ. OnePlus-ი […]
  • პირველი
  • უკან
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • წინ
  • ბოლო