Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
დაათვალიერეთ ბრიუს ვეინის სასახლე Street View-ით
ალბათ უკვე ყველამ გაიგეთ ფილმის, Batman v Superman-ის, შესახებ. შეიძლება იგი არც თუ ისე კარგია, თუმცა ფილმისთვის შედგენილი ახალი Batcave (ბეტგამოქვაბული?) ნამდვილად გასაოცარია. მისი დათვალიერება თქვენ უკვე Google Maps Street View-ით შეგიძლიათ, ასევე 3D-ში Google Cardboard-ით. Google Maps Street View-ში თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ ლინკზე. ბმული იმუშავებს ნებისმიერ მოწყობილობაზე. Batcave-ში მოსახვერდად თქვენ ცოტა ხნით სიარული […]
Google-ის Nik Collection უკვე უფასოა
2012 წლის სექტემბერში გუგლმა შეიძინა კომპანია Nik Software. Nik ახლა გუგლის ერთ-ერთი განყოფილებაა, თუმცა ისინი აგრძელებენ Snapeed-ის, პოპულალური Android და iOS აპლიკაციის, განახლებებით უზრუნველყოფას. დღევანდელი ფოკუსი კი Nik Collection-ზეა. პროგრამის ფასი აქამდე $150 იყო, ახლა კი ის გუგლის წყალობით სრულიად უფასოა. სამი წლის წინ, როდესაც გუგლმა Nik შეიძინა, ფასი $500-დან $150-ამდე დაიყვანა. კოლექციაში შესულია პროფესიონალური დონის […]
HTC-ს ახალ სმარტფონს 12 აპრილს ვიხილავთ
HTC-მ ახლახანს განათავსა საიტზე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი უახლესი სმარტფონი, რომელიც სავარაუდოდ HTC 10-ის სახელით გამოვა, მზის შუქს 12 აპრილს იხილავს. როგორც ჩანს, HTC-ს ეს გაშვებაც მხოლოდ ინტერნეტში გავრცელდება, რადგან საიტზე მოცემულია მხოლოდ გაშვების დრო სხვადასხვა ლოკაციაზე და არა ფიზიკური მისამართი. ევან ბლასმა უკვე გაავრცელატელეფონის სურათები, ამიტომ მისი დიზაინი არ არის საიდუმლოებით მოცული. HTC 10-ს […]
ბელგიასა და თურქეთში Hangouts-ით დარეკვა უფასო გახდა
ბოლო დროს ბელგიასა და თურქეთში მომხდარი ტერაქტების გამო Google-მა ორივე ქვეყანაში დარეკვა უფასო გახადა შემდეგი სერვისებით: Hangouts, Hangouts Dialer და Google Voice. ბელგიაში ზარები უფასოა ყველაზე ცნობილ ოპერატორებზე – Lycamobile, Mobistar, Proximus, და Telenet-ზე. თურქეთში კი ყველა სტანციონალურ ტელეფონზე. ბრიუსელში კი Google-ი მოსახლეობას Now ბარათების საშუალებით ტრანსპორტის განრიგსა და ინფორმაციას აწვდის. ასევე შესაძლებელია უშუალო კონტაქტი “სამთავრობო კრიზისის ცენტრთან”. აღნიშნულ […]
Android N ანუ ფრაგმენტაციის გამოსწორების პოტენციური გზა
რა არის Android-ის უდიდესი პრობლემა? რა თქმა უნდა, ფრაგმენტაცია. ყოველ წლიურად, როდესაც Google-ი I/O-ზე სისტემის ახალ ვერსიას ან ფუნქციას წარადგენს, მომხმარებლები არც ისე გახარებულები არიან, რადგან იციან, რომ მათ ტელეფონებზე განახლებას შეიძლება 1 წლითაც კი დააგვიანდეს. არსებული სიტუაციის გამო Google-ი ხშირად კრიტიკდებოდა და კომპანიაც პრობლემის გამოსწორებას გვპირდებოდა, თუმცა სიტუაცია ოდნავადაც კი არ გამოსწორებულა. Android N-ის […]
Android N ფუნქცია: აპლიკაციებს შეუძლიათ სწრაფ პარამეტრებში ოფციების შექმნა
Android Marshmallow-ში, System UI Tuner-ში შესული იყო Broadcast სარკმელი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს სწრაფ პარამერებში დამატებითი ოფცია ჩაესვა, რომელიც სისტემას არ მოყვებოდა. თუმცა, ამის გაკეთება არც ადვილი იყო და არც კომფორტული. ფუნქციით სარგებლობა თითქმის მხოლოდ დეველოპერებს შეეძლოთ. Android N-ში, დეველოპერებს უკვე შეუძლიათ ჩანერგონ მსგავსი ფუნქცია საკუთარ აპლიკაციებში. N-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ეს არის ერთ-ერთ მიზეზი […]
Android N ფუნქცია: ეკრანის DPI-ს შეცვლა სისტემურ დონეზე
Android N-ში ნელ-ნელა სულ უფრო ახალი და საინტერესო საიდუმლოებები ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი არის DPI-ს შეცვლის შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლიათ ტელეფონის ეკრანი უფრო დიდს დაამსგავსოთ, ან პირიქით, უფრო პატარას. აღნიშნულის განხორციელება აქამდე შესაძლებელი იყო root წვდომით ან adb-თი, თუმცა ფუნქცია ახლა უკვე სისტემაშია ჩაშენებული და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. ოფცია შეგიძლიათ ნახოთ Settings > Display > Display size-ში, სადაც გადასაწყვეტად […]
Android N ფუნქცია: გაუმჯობესებული ჩაშენებული File Manager
File Manager პირველად Marshmallow-ში გამოჩნდა. იგი საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, დავაკოპიროთ, გავაზიაროთ და გავხსნათ სასურველი ფაილი, რომლებზეც იქამდე მესამე მხარის აპლიკაციის გარეშე წვდომა არ გვქონდა. ეს ფუნქცია Android N-ში კიდევ უფრო იხვეწება და უფრო ფუნქციური ხდება. იგი ისევ დამალულია შემდეგ ადგილას: Settings > Storage > Explore. მისი გახსნის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ იგივენაირ ინტერფეისს, როგორიც Marshmallow-ში, თუმცა ის ახლა უფრო […]
Android N ფუნქცია: განახლებული ART კომპილატორი ანუ ასწრაფებული აპლიკაციების ინსტალაცია
თუ თქვენ Android N-ზე OTA-თი განახლდით, მაშინ შენიშნავდით, რომ Android-ის ახალ ვერსიაში აპლიკაციების ოპტიმიზაცია (Optimizing Apps) საჭირო აღარაა. აპლიკაციების ოპტიმიზაცია აქამდე ყოველი განახლების დროს ხდებოდა და მას საკმაოდ დიდი დრო მიჰქონდა. Android N-ში კი განახლდა ART (Android Runtime), რომელიც უკვე იმდენად სწრაფია, რომ აპლიკაციების ოპტიმიზაციისთვის 1 წამითაც კი არ გვჭირდება ლოდინი. აპლიკაციების ოპტიმიზაციის პროცესი პირველად […]
Android N ფუნქცია: ნომრის დაბლოკვა სისტემურად
Android N-ში ნომრების დაბლოკვა უფრო ეფექტური გახდება. ეს იმის დამსახურებაა, რომ Google-ი აღნიშნული ფუნქციის მთლიან პლატფორმაში ჩანერგვას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა აპლიკაციას (რომელსაც ესაჭიროება) შეეძლება ნახოს რომელი ნომრებია დაბლოკილი. ამჟამინდელი Google Phone აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს დავბლოკოთ ნომერი, თუმცა, ეს ინფორმაცია სხვა სერვისებში არ გადადის, მაგალითად Hangouts-ში. თუ თქვენ მასშიც გინდათ ნომრის დაბლოკვა, მაშინ […]
Android N ფუნქცია: უკანასკნელი აპლიკაციების სიის ზომა გაიზარდა
ჩვენ უკვე განვიხილეთ Android N-ის რამდენიმე ახალი ფუნქცია, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა ძალიან ბევრი, რომელთა შესახებაც არაფერი გვითქვამს. მაგალითად, განახლებული უკანასკნელი აპლიკაციების სია, aka Recents. ინტერფეისში აპლიკაციის ზომა ბევრად დიდია. სტატიასთან დართულ სურათზე მოცემულია იგივე ინტერფეისი Android Marshmallow-სა (მარცხნივ) და N-ში (მარჯვნივ). აპლიკაციების “ბარათების” ახლა თითქმის მთელი ეკრანი უკავია, ამიტომ ახლა მათში აპლიკაციის ინტერფეისის უფრო დიდი ნაწილი […]
Android N ფუნქცია: გალამაზებული პარამეტრების მენიუ
როგორც უკვე იცით, Android-ის განახლებული პარამეტრების მენიუს სურათებმა რელიზამდე გაჟონა. თუმცა, მისი გამოსვლის შემდეგ, ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლიათ ვიხილოთ მისი სრული სახე. ახლა უკვე აღარაა საჭირო სუბ-კატეგორიებში ხშირად შესვლა. პარამეტრების მენიუს მთავარ გვერდზე შესაბამისი კატეგორიის სახელის ქვეშ დავინახავთ, თუ მაგალითად, რომელ ქსელზეა მოწყობილობა დაკავშირებული, ჩართულია თუ არა Bluetooth, რამდენი რესურსია გამოყენებული და ა.შ. განახლებულ ინტერფეისში, […]
Android N ფუნქცია: Doze უკვე ფონურ რეჟიმში გააქტიურდება
როდესაც Google-მა პირველად წარადგინა Doze Android Marshmallow-სთვის, იგი აღწერილი იყო როგორც ფუნქცია, რომელიც თქვენს ტელეფონს გადაიყვანდა ნაკლები რესურსის მოხმარების რეჟიმში მაშინ, როდესაც ის არ გვჭირდებოდა. მაგალითად, თუ თქვენ ის მთელი დღის განმავლობაში მაგიდაზე გიდევთ, ან ღამით ჩართული დატოვეთ. თუმცა, Doze რეჟიმი არ გააქტიურდება მშინ, თუ, ვთქვათ ტელეფონი გვიდევს ჯიბეში. საბედნიეროდ, ამ ფუნქციის მუშაობის პრინციპი უკვე […]
Android N ფუნქცია: ღამის რეჟიმი წითელი ფილტრითა და სიკაშკაშის კონტროლით დაბრუნდა
შარშან, როდესაც Android M-ის დეველოპერული ანაწყობები გავრცელდა, სისტემაში დაემატა ღამის რეჟიმი, რომელიც ალბათ ყველას მოეწონა. ბოლოს და ბოლოს, სიბნელეში თეთრი ინტერფეისის ყურება თვალებს ღლის და იწვევს უძილობას. სამწუხაროდ, აღნიშნული ფუნქცია ფინალურ ანაწყობამდე წაიშალა, თუმცა Android N-ში ის ისევ ბრუნდება, თანაც უფრო ფუნქციონალური. M-ის საცდელ ანაწყობში ღამის რეჟიმის მოძებნა დეველოპერის პარამეტრებში შეგეძლოთ, ახლა კი ის System UI […]
Android N ფუნქცია: Data Saver ანუ ინტერნეტის ეკონომიურად მოხმარება
Data Saver არის Android N-ის ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ მობილური ინტერნეტის გამოყენება. იგი აპლიკაციებს “აძალებს”, რომ გამოიყენონ ნაკლები რესურსი, როდესაც ისინი ფონურ რეჟიმში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნქციის სახელი იგივეა, რაც Chrome-ის ფუნქციის, ახალი ფუნქცია მონაცემების კომპრესაციას არ აკეთებს. ის, თუ რამდენად შემცირდება რესურსის მოხმარება ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ, დამოკიდებულია აპლიკაციის დეველოპერზე. […]
Android N ფუნქცია: ახალი “სწრაფი პარამეტრების” მენიუ მინი გადამრთველებით
როგორც უკვე იცით, ახალ Android N-ში სწრაფი პარამეტრების ინტერფეისიც შეცვლილია. მისი ჩამოშლისას ახლა ჩვენ დავინახავთ ერთ ხაზზე ჩამწკრივებულ გადამრთველებს, რომელთა გასააქტიურებლადაც მხოლოდ ერთხელ დაჭერაა საკმარისი. Android Marshmallow-სგან განსხვავებით, აქ ჩვენ აღარ დაგვჭირდება პანელის ორჯერ ჩამოსრიალება. პატარა ხატულებში შედის Wi-Fi-ს, მობილური ინტერნეტის, ბატარიის, “არ შემაწუხო” რეჟიმისა და ფანრის გადამრთველები. მათი გადანაცვლება/ამოშლა/ჩამატება საკმაოდ ადვილია – იხილეთ ვიდეო. […]
  • პირველი
  • უკან
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • წინ