Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Android P-ს შესაძლოა ჟესტური ნავიგაცია დაემატოს
ჩემი აზრით, iPhone X-ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ გამოსაყენებადი და კომფორტული ფუნქცია არის ჟესტური ნავიგაცია. Apple-მა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენი გაოცება შეძლო შეექმნა ნამდვილი უჩარჩოო სმარტფონი, რომლის მეტწილად კონტროლიც ჟესტების საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი. ჩემი აზრით, მსგავსი ინოვაცია ნამდვილად საჭირო და დროული იყო სმარტფონების სამყაროში (იმედია, WebOS-ის ფანები არ გვიწყენენ). როგორც ჩანს, Google-იც ჩვენს აზრზეა. კომპანიამ გუშინ […]
რა არის VoLTE?
დღეს დილიდან Facebook-ში რამდენჯერმე შემხვდა “სქრინები” MagtiCom-ს მომხმარებლებისგან, რომლებსაც აწუხებდათ ერთი კითხვა: “სტატუს ბარში “VoLTE” დაეწერა და რას ნიშნავს?” MagtiCom-ის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ, გაირკვა, რომ VoLTE ამჟამად სატესტო რეჟიმშია და სავარაუდოდ ძალიან მალე გვექნება მისი დატესტვის შესაძლებლობა. რა არის VoLTE? ტერმინი VoLTE იშიფრება როგორც Voice over LTE. მისი საშუალებით, ზარების განხორციელება 4G ქსელით შეგვეძლება (ამჟამად […]
Sony-ს რამდენიმე სმარტფონში 120 ჰერციანი ეკრანი აღმოაჩინეს
Sony Xperia XZ Premium-ის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფუნქცია მისი 4K HDR ეკრანია, რომელიც სმარტფონებში პირველი იყო. სულ რამდენიმე დღის წინ კი reddit-ის მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ მოწყობილობას 120 ჰერციან რეჟიმზე გადართვა შეუძლია. ამგვარად, XZ Premium-ს აქვს სამი რეჟიმი: 1080p@60fps, 2160p@60fps და ბოლოს, აქამდე ყველასთვის უცნობი 1080p@120fps. რა საკვირველია, აღნიშნულმა სიახლემ XDA-ს ფორუმი დაიპყრო. მალევე გამოქვეყნდა Android […]
სწრაფი მიმოხილვა: Huawei P20 Lite-ის კამერის შესაძლებლობები
Huawei-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში კიდევ ერთხელ დაგვდო პატივი და ამჯერად კომპანიის უახლესი სმარტფონის, P20 Lite-ის დატესტვის საშუალება მოგვცა. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ცარიელ ქუჩებში დავსეირნობდი და ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა მოწყობილობის კამერის შესაძლებლობები. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მობილური ფოტოგრაფიით გატაცებული არ ვყოფილვარ, ამიტომ დიდი ალბათობით ვერ მოვახერხებ კამერის სრული პოტენციალის გამოყენებას. აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ Huawei-ს […]
Play Store-ს განახლებული აპლიკაციის ცვლილებების ახალი ინტერფეისი დაემატა
ახალ სერვერულ განახლებაში Google Play Store-ს ალბათ ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია დაემატა. ამიერიდან ძალიან მარტივად, აპლიკაციის ცალკეული გვერდის გაუხსნელად შეგიძლიათ ნახოთ ყველა ის სიახლე, რაც აპლიკაციის ახალ ვერსიას დაემატა. დამეთანხმებით, ახალი ინტერფეისი ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გამოსაყენებელია. როგორც ხედავთ, Google-ი ასევე გვამცნობს იმ აპლიკაციების შესახებ, რომელთა დეველოპერებიც იმდენად ზარმაცები არიან, რომ changelog-ის დაწერაც […]
Google Maps-ი უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია
ყველა დამეთანხმებით, რომ Google Maps-ი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო აპლიკაციაა. იგი საშუალებას გვაძლევს, თამამად ვიაროთ თბილისის ქუჩებში და რომელიმე გარეუბანში არ დავიკარგოთ. 14 წლის წინ მას მხოლოდ ინგლისურად საუბარი შეეძლო, დღეიდან კი მას კიდევ 39 ახალი ენა ემატება. აღნიშნული სიახლე ამ ენებზე მოსაუბრე დაახლოებით 1.25 მილიარდ ადამიანს კიდევ უფრო გაუადვილებს რუკების გამოყენებას. სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ 39 […]
Huawei-მ დღეს P20 და P20 Pro წარადგინა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები Huawei-ს ახალი სმარტფონების შესახებ. სულ ცოტა ხნის დავწერე P Smart-ის მიმოხილვაც, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ამ კომპანიის მარტფონები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჩემი ეს მოსაზრება ახლად გამოსულმა P20-მა და P20 Pro-მ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. როგორღაც Huawei-მ მოახერხა, შეექმნა სმარტფონები, რომლებიც DxOMark-ის ტესტირებაში ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ. […]
Wear OS უკვე ოფიციალურია
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-ი ჭკვიანი საათების ოპერაციული სისტემისთვის, Android Wear-ისთვის სახელის შეცვლას აპირებდა. გუშინ კი აღნიშნული სიახლე ოფიციალური გახდა. ყოფილ Android Wear-ს ახლა უკვე Wear OS-ი ჰქვია. როგორც ჩანს, Wear OS-ის პირველი ვერსია მხოლოდ რებრენდინგია და მეტი არაფერი. დიდი ალბათობით მალე ვიხილავთ Wear OS-ზე მომუშავე ახალ საათებსა (Pixel Watch?) […]
Huawei P Smart-ის მიმოხილვა
გადავწყვიტე, სტატია მარქეზის ცნობილი სიტყვებით დავიწყო: იაფი ტელეფონები სულ უფრო და უფრო კარგი ხდება, კარგი ტელეფონები კი სულ უფრო და უფრო იაფდება. ამ ციტატის მართებულება ბევრმა კომპანიამ დაადასტურა, ახლა კი Huawei-ს ჯერი დადგა. მათი უახლესი საშუალო დონის სმარტფონთან, P Smart-თან ერთი თვე გავატარე და უკვე თავისუფლად შემიძლია გითხრათ მისი დადებითი და უარყოფით მხარეების შესახებ. დიზაინი […]
Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
როგორც იქნა – ის აქაა! Android P-ს პირველი დეველოპერული ანაწყობის დაყენება უკვე შეგიძლიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, Nexus ხაზის ყველა მოწყობილობა სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და სისტემის შემდეგი ვერსია მხოლოდ Pixel ხაზის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით უცნობია რატომ, თუმცა ფაქტია, რომ Android Beta პროგრამა ჯერ არ გააქტიურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ Android P-ს გატესტვა გინდათ, მაშინ მისი […]
Android Oreo Go – ანდროიდის ვერსია დაბალ-მონაცემებიანი ტელეფონებისთვის
როგორც წესი, Android-ის ყოველი ახალი ვერსია მოითხოვს უფრო და უფრო მეტ რესურსს, რათა შემატებულმა ფუნქციონალმა სტაბილურად იმუშაოს, რაც დღის განრიგში აყენებს შემდეგ პრობლემას: როგორ შეიძლება დაბალ-მონაცემებიან ტელეფონებს გავუკეთოთ საკმარისი ოპტიმიზაცია, რომ Android-ის ახალ ვერსიებს „გაუძლოს“? ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ Android Go-ს წყალობით ეს პრობლემა შეგვიძლია წარსულს ჩავაბაროთ. დღევანდელ დღეს, ფლაგმანებების უმრავლესობას 4, 6 […]
Honor 7X – მორიგი ბიუჯეტური სმარტფონი Huawei-სგან
2017 წლის ძირითადი ტრენდი წარმოადგენს 18:9 პროპორციის ტიპის ეკრანები და შემცირებული ზედა და ქვედა ჩარჩოები. ეს ჩვენ ვიხილეთ მრავალ ფლაგმანში, მაგრამ ბიუჯეტურ ტელეფონებში ჯერ იშვიათობაა.  Huawei Honor 7X არის ერთ-ერთი პირველი ბიუჯეტური სმარტფონი მსგავსი დიზაინით. Huawei Honor 7X-ის სისტემური მახასიათებლებია: ეკრანი 5.93″ 2160×1080 18:9 პროცესორი Kirin 659 ოპერატიული მეხსიერება 4GB მეხსიერება 32GB/64GB კამერა 16MP+2MP ძირითადი […]
OnePlus-ის სისტემური განახლებების გეგმები
როგორც ვიცით, კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავისი ახალი ფლაგმანი, OnePlus 5T წარმოგვიდგინა. სმარტფონს გააჩნია წინამორბედისგან განსხვავებით ახალი 18:9 ფორმატის ეკრანი, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა რომელიც კომპანიამ დაუშვა, დამერწმუნებით ისაა, რომ მათ ახალ სმარტფონში არ ჩანერგეს Android Oreo და ის ქარხნულად 7.1.1 ზე მუშაობს. გარდა ახალი სმარტფონისა კომპანიამ პრეზენტაციაზე განახლებების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით Android […]
Nexus Player-მა Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო
Google-ის პირველმა და ერთადერთმა მედია დამკვრელმა, Nexus Player-მა ნოემბრის განახლებით Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო. ჯერჯერობით, ეს არის მესამე მოწყობილობა, რომელმაც აღნიშნული ფუნქციონალი შეიძინა, Nvidia Shield TV-ისა და Sony Bravia-ს ტელევიზორების შემდეგ. მოწყობილობის მიკროფონის ხარისხის გამო, გირჩევთ, რომ Android TV Remote აპლიკაცია გამოიყენოთ. ასისტენტის მუშაობისთვის დიდი ალბათობით დაგჭირდებათ Google-ის აპლიკაციის ბოლო ვერსიაც. Nexus Player-ი 2014 წლის […]
Mozilla Firefox Quantum – ახალი საფეხური განვითარებაში
Mozilla Firefox-ის ბრაუზერი კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა, ვინაიდან იგი საგრძნობლად ჩამორჩა კონკურენციას, რომელსაც Google Chrome-ი უწევს. მისი პოპულარობა თანდათან მცირდებოდა, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ Mozilla Firefox-ი ბრუნდება მის დამსახურებულ ადგილზე სწრაფი და საიმედო პროდუქტით. ეს ყველაფერი 57-ე განახლების ვერსიის დამსახურება, რომელსაც Firefox Quantum-ი უწოდეს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც Firefox Quantum-ი არის სწრაფი, მდგომარეობს შემდგომში: […]
OnePlus 5T ოფიციალურად გამოვიდა
ჭორი იმის შესახებ, რომ OnePlus-ი ახალი, “უჩარჩოო” მოწყობილობის გამოშვებას აპირებდა, სულ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. დღეს კი, 16 ნოემბერს, ყველაფერს ფარდა აეხადა და კომპანიამ როგორც იქნა ახალი სმარტფონი წარგვიდგინა. როგორც უკვე ვთქვი, OnePlus 5T-ს შედარებით უფრო ახალი და თანამედროვე დიზაინი აქვს: იგი აღჭურვილია 6 დიუმიანი, 1080 x 2160 (ისევ 1080p…) გაფართოების, 18:9 ასპექტური ფარდობის AMOLED ეკრანით, […]
  • უკან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • წინ
  • ბოლო