Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
გილოცავთ: Linux-ის კერნელის სასიცოცხლო ციკლი 6 წლამდე გაიზარდა
18 თვის წინ დავწერე სტატია, რომელიც ხაზს უსვამდა Android-ის ყველა დროის უდიდეს პრობლემას: ფრაგმენტაციას. დღევანდელი მონაცემებით, სმარტფონების სულ რაღაც 15.8%-ზეა გაშვებული სისტემის 7.0-7.1 ვერსია. მას შემდეგ, ვიხილეთ Project Treble, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს მწარმოებლებისთვის განახლების გამოშვების პროცესს. ახლა კი აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება. გუშინ Linaro Connect 2017-ის პრეზენტაციაზე Project Treble-ის გუნდის ხელმძღვანელმა, ილიან მალჩევმა განაცხადა, […]
Pixel 2 XL-ს სტერეო დინამიკები, მუდმივად ჩართული მუსიკის ამოცნობა და პორტრეტული რეჟიმი ექნება
Pixel 2-ისა და Pixel 2 XL-ის შესახებ სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ. სულ ახლახანს ვიხილეთ მათი ფოტოები და გავიგეთ ინფორმაციაც ფასის შესახებ. აგრეთვე დადასტურდა ის, რომ მათ 3.5მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი აღარ ენქებათ. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ტექნოლოგიური პორტალის, AndroidPolice-ის დამფუძნებელმა, არტემ რუსაკოვსკიმ ახალი ჭორებით გაგვამდიდრა. DroidLife-ის მიერ ბოლოს გაჟონილმა სურათებმა დაადასტურა, რომ ორივე […]
Google-მა HTC-ის Pixel-ზე მომუშავე ქვედანაყოფი $1.1 მილიარდად შეიძინა
რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-სა და HTC-ის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა ჰქონდათ კომპანიებს დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველაფერს ნათელი მოეფინა: Google-მა კომპანიის ის დანაყოფი იყიდა, რომელიც Pixel-ზე მუშაობდა. აღნიშნული ჯგუფი Google-ს $1.1 მილიარდი დაუჯდა. ჯგუფი ჯერჯერობით უცნობი რაოდენობის მომსახურისგან შედგება, რომლებსაც რიკ ოსტერლოჰი ხელმძღვანელობს. მწარმოებლებმა დაადასტურეს, […]
2018 წლიდან სმარტფონებში GPS-ის ახალ ჩიპებს ვიხილავთ
ალბათ ხშირად გასცდენიხართ მოსახვევს ქალაქში თქვენი სმარტფონით ნავიგაციისას. ეს პრობლემა მალე წარსულს ჩაბარდება. IEEE Spectrum-ის განცხადებით, მომავალი წლიდან მოწყობილობები GPS-ის ახალი ჩიპით იქნება აღჭურვილი, რომელიც სიზუსტეს 5 მეტრის მაგივრად 30 სანტიმეტრის რადიუსამდე დაწევს. ამასთან ერთად, იგი იმის ნახევარ ძალას მოიხმარს, რასაც დღევანდელი ჩიპები მოიხმარენ. BCM47755-ის მასიური წარმოება ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა მათ 2018 წლის ფლაგმანურ […]
Google Home Mini-ს ფასი $49 იქნება
შარშან გამოსული Google Home-ი თავიდანვე საკმაოდ კარგი პროდუქტი იყო, რომელიც შემდგომში სისტემური განახლებების წყალობით კიდევ უფრო დაიხვეწა. ბოლო თვეებია ინტერნეტში დადიოდა ჭორები, რომ კომპანია მისი პატარა ზომის ვერსიის გამოშვებას აპირებდა, რომელიც შედარებით იაფი იქნებოდა. დღეს კი ჩვენ ამ ინფორმაციის დადასტურება და რამდენიმე დეტალის გაზიარება შეგვიძლია. ახალ მოწყობილობას Google Home Mini ერქმევა და ახალი Daydream View-ს […]
Google-ის ახალი Daydream View-ს ფასი $99 იქნება
გასული წლის 4 ოქტომერს Google-მა Pixel-თან ერთად ვირტუალური რეალობის მოწყობილობაც, Daydream View-ც გამოუშვა. თავდაპირველად მისი მხარდაჭერა მხოლოდ Pixel-ს ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ფუნქციონალი რამდენიმე სხვა ტელეფონმაც მიიღო. როგორც ჩანს, 1 წლის თავზე Google-ი მოწყობილობის განახლებულ ვერსიას გაგვაცნობს. როგორც ხედავთ, მოწყობილობა ძალიან გავს მის შარშანდელ ვერსიას, თუმცა ამჟამად იგი უფრო გამძლე ნაჭრისგანაა დამზადებული. აგრეთვე ვხედავთ ახალ ფერებსაც: […]
Google-ის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი, Pixelbook-ი, $1199 ეღირება
უკვე დიდი ხანია, რაც Google-ის საკუთარი Chromebook არ გამოუშვია, თუმცა ჰორიზონტზე მისი შემცვლელი, Pixelbook-ი გამოჩნდა. ფლაგმანური მონაცემების ქრომბუქი უმაღლესი კლასის აპარატურით იქნება აღჭურვილი, რაც რა საკვირველია ფასზეც აისახება. მისი ფასი $1199-იდან დაიწყება და $1749-მდე ავა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მისი აქსესუარი, Pixelbook Pen-ი *ეჰემ* Apple Pencil *ეჰემ* ცალკე გაიყიდება და $99 ეღირება. სამწუხაროდ, Pixelbook-ის დეტალური ტექნიკური […]
Pixel 2-ის ფასი $649-დან დაიწყება
Pixel 2 XL-ის ფასების და დიზაინის დათვალიერების შემდეგ, მისი პატარა ძამიკოს ჯერიც დადგა. Pixel 2-ს HTC დაამზადებს და მისი 64 და 128GB შიდა მეხსიერებიანი ვარიანტების ფასები შესაბამისად $649 და $749 იქნება. კორპუსის დიზაინის მხრივ, სმარტფონის პატარა ვარიანტი ძალიან გავს მის დიდ ძმას, XL-ს, თუმცა სტანდარტული Pixel 2 სამ ფერში გაიყიდება. ეს ფერები იქნება “უბრალოდ შავი” […]
Pixel 2 XL-ის ფასი $849-დან დაიწყება
დამეთანხმებით, Pixel 2 და Pixel 2 XL-ი ის სმარტფონები გახლავთ, რომლებსაც წელს Android-ის ფანები თუ უბრალოდ ენთუზიასტები ყველაზე მეტად ელოდებიან. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა Pixel 2 XL-ის (ასევე დადასტურადა ეს სახელიც) ფოტოები. როგორც ჩანს, ოქტომბერში სმარტფონის ორ ვარიანტს ვიხილავთ. ერთს 64, ხოლო მეორეს 128GB შიდა მეხსიერება ექნება. აგრეთვე დადასტურდა, რომ ტელეფონი გამოვა “უბრალოდ შავი” […]
Samsung-ის სმარტფონებზე Bixby-ს ღილაკის გათიშვა უკვე შესაძლებელია
ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ Samsung-ის უახლეს ფლაგმანებს, Galaxy S8/S8+-სა და Note 8-ს საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Bixby მოყვება. ისიც გეცოდინებათ, რომ აღნიშნული სერვისისთვის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს სპეციალური ღილაკია გამოყოფილი. დღემდე მისი გამოყენება მხოლოდ Bixby-ს გამოსაძახებლად შეგეძლოთ. სმარტფონების გამოსვლის დღიდან ბევრმა დეველოპერმა სცადა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ღილაკის ფუნქციის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, Samsung-მა ყველა მათგანი დაბლოკა. […]
Motorola-მ Android Oreo-ზე გასაახლებელი მოწყობილობების სია გამოუშვა
იყო დრო, როდესაც განახლებების მხრივ Motorola ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მწარმოებლად ითვლებოდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანიის სმარტფონებზე stock-თან მიახლოებული სისტემაა გაშვებული. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც Motorola სხვა მწარმოებელმა, Lenovo-მ შეიძინა. დღეს კი კომპანიამ გამოაქვეყნა იმ მოწყობილობების სია, რომლებიც Android 8.0 Oreo-ზე განახლდებიან. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, იხილეთ სია: Moto Z Moto Z Droid […]
დადასტურდა: Google-ის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს გაიმართება
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვრცელდება ჭორები, რომ Google-ი ახალი მოწყობილობების წარდგენას 5 ოქტომბერს აპირებდა. დღეს კი, კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა, რომ Pixel-ებისა და სხვა მოწყობილობების პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგება. ფანებმა ჯერ Google-ის რეკლამა დაინახეს ბოსტონში, მოგვიანებით კი დაიდო ვიდეო და ჩაირთო შესაბამისი საიტიც. ვიდეოს შინარსი ასეთია: მომხმარებელი Google-ში ეძებს, თუ რატომ ჭედავს მისი სმარტფონი, რატომ არ […]
HTC აპირებს Android One სმარტფონის გამოშვებას
HTC U11 Life – ასე ერქმევა HTC-ს Android One-ზე მომუშავე პირველ სმარტფონს. აღნიშნული ჭორი დღეს დილთ LlabTooFeR-მა გაავრცელა. ეს სწორედ ის ბლოგერია, რომლისგანაც პირველად გავიგეთ, რომ Pixel სმარტფონებს HTC აწყობდა. მისი ინფორმაციით, U11 Life-ზე Android Oreo და Sense 9.0_A1 იქნება გაშვებული, თუმცა მწარმოებლის აპლიკაციები თითქმის სრულიად წაშლილი იქნება. აღსანიშნავია, რომ სმარტფონი მაინც შეინარჩუნებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა […]
Samsung Galaxy Note 8-ის მიმოხილვა
Note სერიების ახალმა წარმომადგენელმა, Note 8-მ, პირველად მზის შუქი 24 აგვისტოს ნიუ იორკში Samsung-ის ღონისძიებაზე იხილა. იგივე კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ კი ტელეფონის წარდგენა 8 სექტემბერს გამართა. სმარტფონის პრეზენტაციაზე ქართული ტექნოლოგიური პორტალების წარმომადგენლებიც მიგვიწვიეს. მოგეხსენებათ, რამხელა ზიანი მიადგა Samsung-ის რეპუტაციას გასულ წელს, როდესაც მათ უახლეს ფლაგმანს ქარხნული წუნი აღმოაჩნდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კომპანია ზუსტად ისე მოიქცა, […]
ADB, fastboot და პლატფორმის სხვა ხელსაწყოების გადმოწერა უკვე ცალკეულადაა შესაძლებელი
თუ თქვენ Android ნერდი ხართ, ალბათ ხშირად დაგჭირვებიათ ADB-ის ან fastboot-ის გამოყენება. მაგალითად OTA-ს დაფლეშვისას ან bootloader-ის გახსნისას. ამისთვის საჭირო პლატფორმის ხელსაწყოებზე წვდომისთვის საჭირო იყო Android Studio-ს გადმოწერა, რომელიც საკმაოდ დიდი პროგრამაა. თუმცა, Google-მა ახლა ამ პაკეტების ატვირთვა ცალკე დაიწყო და მათი ზომა სულ რაღაც 3.5 მეგაბაიტია. პლატფორმის ხელსაწყოების დაყენება შეგიძლით Windows, Linux და Mac […]
Android 7.1.1 უკვე Nexus 6-ზეც ხელმისაწვდომია
Google-ის ახალმა Pixel ტელეფონებმა, ცოტათი უფრო ძველმა Nexus 5X-მა და 6P-მ და Pixel C პლანშეტმა თითქმის ერთი თვის წინ მიიღეს Android 7.1.1 განახლება. თუმცა, Nexus 6 (რომელიც 2014 წელს გამოვიდა) მხიარულებას ჩამორჩა და მასზე ჯერ კიდევ 7.0 იყო გაშვებული. დღეს კი, როგორც იქნა, OTA განახლება ამ ტელეფონზეც გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ Motorola-ს Nexus 6 უკვე […]
  • პირველი
  • უკან
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • წინ
  • ბოლო