Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Android 7.1.1 OTA განახლება გაეშვა Pixel / Pixel XL, Pixel C, Nexus 6P, 5X, 9(+LTE), Player-ისთვის
Android 7.1.1 ქარხნული ვერსიები და ასევე OTA (over-the-air) განახლება ხელმისაწვდომია დილიდან. ქარხნული ვერსიების გადმოწერა შესაძლებელია აქედან, ხოლო OTA აქედან. დილით Verizon-მა გააჟღერა Pixel-ის OTA ვერსიის დეტალების შესახებ ინფორმაცია. Pixel და Pixel XL -ის მფლობელები Verizon-ისგან მიიღებენ დამატებით ჟესტებს (gestures) ნოტიფიკაციების შესამოწმებლად და ა.შ. ეს ყველაფერი ჩამატებული იქნება ავტომატურ განახლებაში. განახლება შეიცავს ბევრ ახალ ფუნქციონალს მათ შორის ისეთებს რომელიც მხოლოდ […]
Android 7.1 Developer Preview 2 უკვე ხელმისაწვდომია
ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ, Android 7.1.1-ის მეორე დეველოპერული ანაწყობი როგორც იქნა გამოვიდა. სისტემური იმიჯების (NPF26F და NPF26H ანაწყობების) დაყენება ხელით შეგიძლიათ. OTA ფაილები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ალბათ მათ მალე ვიხილავთ. ისევე, როგორც პირველ ჯერზე, მხარდაჭერილი მოწყობილობების სია ახლაც იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე მოველოდით. რამდენიმე დღის წინ Google-ის დროის ხაზზე აღნიშნული იყო, რომ Nexus 6 და […]
OnePlus 3T – ბიუჯეტური ფლაგმანი
თითქმის ყოველთვის, როდესაც OnePlus-ის პროდუქტს ყიდულობთ, თქვენ იხდით დაბალ ფასს, მაგრამ იღებთ პრემიუმ მონაცეემბს. OnePlus 3 რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და იგი Snapdragon 820-ით იყო აღჭურვილი. თუმცა, მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ Snapdragon 821 Pixel-ებში. ამის გამო, კომპანიამ სრულიად ახალი სმარტფონი – OnePlus 3T გამოუშვა. სურათიდანაც ჩანს, რომ OP3T ძალიან ჰგავს OnePlus 3-ს. სისტემურ მახასიათებლებში გამუქებული შრიფტი […]
WhatsApp-ს ვიდეო ზარები დაემატა
WhatsApp-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვიდეო ზარების განახლების გავრცელება უკვე დაიწყო Android-ის, iPhone-ისა და Windows Phone-ის მომხმარებლებისთვის. მას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, ამიტომ თუ თქვენს აპლიკაციაში ჯერ ვერ ხედავთ ვიდეო ზარების ფუნქციას, ცოტა კიდევ მოიცადეთ. მაშ, როგორ გამოვიყენოთ ეს ფუნქცია? როდესაც ჩათში დარეკვის ღილაკს დააჭერთ, თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ ორ ოფციას, ხმოვანსა და ვიდეო ზარს შორის. […]
Google Assistant-ის დეველოპერების პლატფორმა დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
წლევანდელ Google I/O-ზე კომპანიამ ახალი სერვისი გაგვაცნო, რომელსაც მათი რამდენიმე პროდუქტი გამოიყენებს. ეს სერვისი Google Assistant. იგი Google Now-ს გაუმჯობესებული ვარიანტია და ამჟამად მისი ხილვა Allo-ში, Pixel და Pixel XL სმარტფონებსა და Google Home-ში შეგიძლიათ. გასულ თვეს, Pixel-ების დაანონსების ღონისძიებაზე, Google-მა გაგვიმხილა, რომ სერვისის API მალე დეველოპერებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მთავარი მიზეზი, თუ რატომ არიან ყველაზე […]
CyanogenMod 14.1 (Android 7.1) ოფიციალურად გამოვიდა
იყო დრო, როდესაც CyanogenMod-ის განახლება ტელეფონზე Android-ის ვერსიის დაყენების ერთადერთი და აგრეთვე უსწრაფესი გზა იყო. დღესდღეობით პროცესი ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს, თუმცა დეველოპმენტი მაინც გრძელდება. CM-ის ჯგუფი CM14.1-ის ადრეული ანაწყობების დადებას დღეს დაიწყებს, თუმცა, რა გასაკვირია, ის ყველა მოწყობილობაზე არ იქნება ხელმისაწვდომი. სტივ კონდიკის განცხადებით, პირველადი სია ასეთია: angler (Nexus 6P) bullhead (Nexus 5X) cancro […]
Android 7.1 Developer Preview (NPF10C) უკვე ხელმისაწვდომია
დაახლოებით 1 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Android 7.1 თვის ბოლოს გამოვიდოდა. როგორც ჩანს, დღეს სწორედ ეს დროა. დილით განახლების გავრცელება Nexus 5X, 6P-სა და Pixel C-ზე დაიწყო. განახლების მისაღებად საჭიროა Android Beta პროგრამაში გაწევრიანება. Android 7.1-ში თქვენ იხილავთ როგორც მცირე, ასევე შედარებით დიდი ზომის ცვლილებებს. მათგან რამდენიმე სწორედ ის ფუნქციებია, რომლებიც წესით და რიგით Pixel-ის […]
Android 7.1 Developer Preview თვის ბოლოს გამოვა
Google Pixel პრეზენტაციის შემდეგ აჟიოტაჟი იყო ატეხილი Android 7.1-ს გარშემო, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა რომ მხოლოდ ახალი Pixel ტელეფონები მიიღებდნენ მას. თუმცა დღევანდელმა სიახლემ, ოდნავ დაასტაბილურა სიტუაცია რადგანაც Android 7.1-ს developer preview ამ თვის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არა ყველა მოდელისთვის. Google-ს განცხადებით Nexus 5X იქნება მინიმალური, რისი მხარდაჭერაც ექნება ახალ Android-ს. მას მოჰყვება Nexus 6P და ახალი […]
Samsung-მა Note7-ის პროდუქცია და გაყიდვები შეაჩერა
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ იმის მიუხედავად, რომ Samsung-მა Note7-ების დიდი ნაწილი გამოცვალა, ისინი მაინც ფეთქდებოდნენ. რა საკვირველია, კომპანის არ აქვს იმის საშუალება, რომ ტელეფონები თავიდან გამოცვალოს. ასე რომ, Samsung-მა მათი პროდუქცია და გაყიდვები მთლიანად შეაჩერა. როდესაც პირველად Note-ის აფეთქების შემთხვევები დაფიქსირდა, მწარმოებელმა 2.5 მილიონი ერთეული გამოცვალა. მათი განცხადებით, ტელეფონები ბატარეაში წუნის გამო […]
Android 7.1-ის ფუნქციების უმრავლესობა მხოლოდ Pixel-ებზე იქნება ხელმისაწვდომი
ალბათ უკვე გადაგიარათ Pixel-ების, Android 7.1-ისა და Google-ის სხვა მოწყობილობების გამოსვლით მიღებულმა ელდამ. როცა ისინი გამოვიდა, ჯერ ზუსტად არ ვიცოდით, ვიხილავდით თუ არა იმ ფუნქციებს სხვა ტელეფონებზე, რომლებიც Pixel-ებს აქვთ. ცოტა ხნის წინ Google-მა მათი ოფიციალური სია გამოაქვეყნა. თვითონაც მიხვდებით, რომ იმ ფუნქციების უმრავლესობა, რაც კომპანიამ #madebygoogle ღონისძიებაზე გვიჩვენა, ექსკლუზიურია Pixel ხაზის მოწყობილობებისთვის. Pixel-ის ექსკლუზივები: […]
Google Home 4 ნოემბერს $129-ად იქნება ხელმისაწვდომი
Google Home-ი საძიებო სისტემის გიგანტმა პირველად წელს, I/O-ზე წარგვიდგინა. გუშინ კი, #madebygoogle ღონისძიებაზე როგორც იქნა მის შესახებ უფრო მეტი დეტალი გავიგეთ ფასის, გაყიდვის დროის, შესაძლებლობების და სხვების შესახებ. https://www.youtube.com/watch?v=r0iLfAV0pIg I/O-დან მოყოლებული ვიცოდით, რომ Home-ი Google Assistant-ით იქნებოდა აღჭურვილი. Chromecast-თან დაკავშირების, შეკითხვებზე პასუხის გაცემის, მუსიკის დაკვრის, ხალხისთვის მიწერის, კალენდარზე ღონისძიებების მონშვნისა და რედაქტირების გარდა ჩვენთვის გუშინ […]
Chromecast Ultra ოფიციალურად გამოვიდა
ყველა სხვა მოწყობილობასთან ერთად გუშინდელი Google-ის ღონისძიებიდან, ჩვენ Chromecast Ultra-ს შესახებაც ვიცოდით. მასზე ინფორმაცია რამდნეიმე კვირის წინ გავრცელდა და რამდენიმე სურათიც ვიხილეთ. გუშინ კი კომპანიამ გაგვიმხილა, რომ გამოსვლის დღიდან, სულ 30 მილიონი Chromecast-ი გაიყიდა. აღნიშნული მოწყობილობა ძალიან გავს ამჟამინდელ Chromecast-ს, თუმცა ცვილება ისაა, რომ Ultra-ზე G-ს (Google-ის) ლოგოა დატანებული. როგორც მოველოდით, აპარატს 4K HDR ვიდეოსა […]
Daydream View – ვირტუალური რეალობის მოწყობილობა Google-ისგან
Google-მა Android-ით აღჭურვილი VR პლატფორმა 2016 წლის I/O-ზე წარადგინა. გუშინ კი, კომპანიამ ღონისძიებაზე გვიჩვენა პირველი მოწყობილობა, რომელიც ამ პლატფორმაზე იმუშავებს – Daydream View. აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ Pixel მოწყობილობებზე მუშაობს. გარედან იგი მთლიანად ქსოვილური მასალითაა დაფარული, რაც მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის. ტელეფონის მოწყობილობაში ჩადების შემდეგ, მასში ავტომატურად ჩაირთვება Daydream რეჟიმი. აპარატში აგრეთვე არის პულტი დისტანციური […]
Google-მა $129-იანი როუტერი, Google WiFi წარადგინა
ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ შარშანდელი OnHub-ი მთლად ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდით. Google-ს მასზე არც თუ ისე ბევრი განახლება არ გამოუშვია. მოწყობილობაზე ჯერ კიდევ არ მუშაობს USB პორტები. OnHub-ი არ მომკვდარა, თუმცა დღეს Google-მა ახალი როუტერი, Google WiFi წარგვიდგინა. OnHub-ი იყო ერთი როუტერი მთელი სახლისთვის. Google WiFi-ს კი სხვა გამოყენება აქვს. თუ თქვენ ამ მოწყობილობის რამდენიმე […]
Google-მა Pixel ტელეფონები ოფიციალურად წარადგინა
ალბათ უკვე საქმის კურსში ხართ და იცით, რომ ამ სტატიის წერის დროს Google-ის პრეზენტაცია მიმდინარეობს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ კომპანიის ორ ახალ ტელეფონს Pixel და Pixel XL ჰქვიათ. მის შესახებ ხომ ისედაც ძალიან ბევრი ვწერეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ორივე ტელეფონი თითქმის ერთნაირია. ისინი არ იზიარებენ Google-ის Nexus ხაზის მოწყობილობების კლასიფიკაციის პრინციპს. ეს იმას […]
#madebygoogle – ლაივ სტრიმი – 4 ოქტომბერი, 20:00
4 ოქტომბერიც დადგა! დღეს Google-ი ორ ახალ ტელეფონს, Pixel-სა და Pixel XL-ს წარგვიდგენს. აგრეთვე ახალ Chromecast Ultra-ს, Google WiFi-ს და შესაძლოა Andromeda-საც. ღონისძიებაზე ვიხილავთ Android 7.1-საც, რომელშიც Google Assistant იქნება ჩაშენებული. მას ალბათ Allo-დან უკვე იცნობთ. ღონისძიება ჩვენი დროით დღეს, 4 ოქტომბერს, 20:00-ზე დაიწყება. დარჩა სულ რაღაც 4 საათი
  • პირველი
  • უკან
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • წინ
  • ბოლო