Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
HTC One A9s – iPhone-ის მსგავსი Android სმარტფონი
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბლოგერმა, ევან ბლასმა HTC iPhone One A9s-ის სურათები გამოაქვეყნა. საბედნიეროდ, მოწყობილობისთვის ლოდინი დიდი ხნით არ მოგვიწია. HTC-მ იგი დღეს IFA-ზე წარადგინა. ზემოთა მარცხენა მხარეს განთავსებული კამერისა და LED განათების გამო, One A9-ს “მემკვიდრე” iPhone-ის კიდევ უფრო მეტად გავს. თუ ტელეფონის მონაცემებს შევხედავთ, ვერაფრით მივხვდებით, რომ იგი One A9-ს მემკვიდრეა. One A9-ს 5 ინჩიანი […]
Acer-მა IFA-ზე სამი ახალი ბიუჯეტური სმარტფონი წარადგინა
Acer-მა IFA-ზე სამი ახალი სმარტფონი – Iconia Talk S, Liquid Z6 და Liquid Z6 Plus-ი წარგვიდგინა. ყველა მადგანი ბიუჯეტურ სმარტფონად ითვლება, თუმცა არის მათ შორის რაღაც განსხვავებები. Iconia Talk S-ს გიგანტური 7 ინჩიანი ეკრანი აქვს, თუმცა მისი გაფართოება სულ რაღაც 720p-ა. იგი აღჭურვილია უცნობი ოთხ ბირთვიანი პროცესორით, 4G LTE და ორი SIM ბარათის მხარდაჭერით, 13MP […]
ZenPad 3S 10 – 9.7 ინჩიანი ლეპტოპი 2048×1536 გაფართოებითა და თითის ანაბეჭდის სკანერით Asus-ისგან
Asus ZenPad S 8.0 საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდური პლანეტი გამოდგა. ახალ კი Asus-მა ახალი პლანშეტი, ZenPad 3S 10 წარგვიდგინა. ეს არის უფრო დიდი, 9.7 ინჩიანი პლანშეტი, რომელიც სულ რაღაც 5.8 მილიმეტრის სისქისაა. ეკრანის გარშემო კიდეებიც სულ რაღაც 5.3 მილიმეტრია. ეკრანის დაბლა არის თითის ანაბეჭდის სენსორი – პირველი, რომელიც Asus-ს ოდესმე პლანშეტში ჩაუსვამს. მოწყობილობას მთლიანად ალუმინის […]
Motorola-მ Moto Z Play და True Zoom Moto Mod გამოუშვა
Motorola-ს ახალი Moto Z ხაზის სმარტფონები ჯერჯერობით მხოლოდ Verizon-ის ქსელზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მისი განბლოკილი ვერსიებიც მალე გამოვა. მანამდე, Verizon-მა უკვე მესამე მოდელი, Moto Z Play Droid მიიღო. მისი განბლოკილი ვერსიის წინასწარი შეძენები 15 სექტემბერს დაიწყება. იგი შედარებით იაფია, ვიდრე Moto Z, თუმცა მასზე იგივე Moto Mod-ების დაყენებაა შესაძლებელი. [easytable caption="მონაცემები"] ეკრანი,5.5" 1080p\, Super AMOLED პროცესორი,Snapdragon […]
Asus ZenWatch 3 – Snapdragon 2100 პროცესორით აღჭურვილი ჭკვიანი საათი
Asus-მა ახლახანს ახალი ჭკვიანი საათი, ZenWatch 3 გამოუშვა, რომლის სურათებმაც რამდენიმე კვირის წინ გაჟონა. მას აქვს მრგვალი ეკრანი, განსხვავებული დიზაინი და Snapdragon 2100 პროცესორი. აღნიშნული საათი პირველია Asus-ისგან, რომელსაც მრგვალი ეკრანი აქვს. 1.39 ინჩიანი მრგვალი AMOLED ეკრანი 400×400 გაფართოებისაა. შეიძლება იგი რაღაცით Huawei Watch-საც მიამსგავსოთ. სხვა საათების მსგავსად, ZenWatch-იც 512MB ოპერატიული და 4GB შიდა მეხსიერებითაა […]
Acer-მა Chromebook R 13 გამოუშვა
Pixel ხაზის გარდა, Acer Chromebook R 11 ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქრომბუქია. აღნიშნული ქრომბუქით საკმაოდ კმაყოფილნი არიან როგორც მომხმარებლები, ისევე ბლოგერებიც (მათ შორის ჩვენც). აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე Android-ის აპლიკაციების გაშვებაა შესაძლებელი. IFA-ზე Acer-მა მისი ახალი, უფრო დიდი ვერსია წარგვდიგინა: Acer Chromebook R 13. R 11-ის მსგავსად, ისიც 360 გრადუსიანია და სენსორული ეკრანი აქვს. ამიტომ მისი […]
Samsung-მა ბიუჯეტური პროცესორი, Exynos 7570 გამოუშვა
დღეს Samsung-მა ახალი ბიუჯეტური პროცესორი, Exynos 7570 წარგვიდგინა. იგი განკუთვნილია IoT და ბიუჯეტური მოწყობილობებისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი 14nm FinFET ტექნოლოგიას იყენებს. აგრეთვე მას ჩაშენებული იქნება კომპონენტები WiFi, Bluetooth და GPS კავშირგაბმულობისთვის. ამიტომ, Samsung-ი ამ კომპონენტების გამო მესამე მხარის მწარმოებლებზე არ იქნება დამოკიდებულნი. აღნიშნული პროცესორი არ იქნება ჩაშენებული Galaxy S8-ში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, იგი განკუთვნილია იაფფასიანი […]
Blu Pure XR, $299-იანი ტელეფონი 8 ბირთვიანი პროცესორით, 4GB ოპერატიულითა და სხვა
Blu Products-ის ნაწარმი საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სხვა მწარმოებლებს იაფი სმარტფონების მარკეტზე. ალბათ ბევრჯერ მოგიკრავთ თვალი Blu მოწყობილობებისთვის “საუკეთესო ბიუჯეტური ტელეფონების” სიაში. მათი ასეთი წარმატება იმითია განპირობებული, რომ კომპანია უშვებს საკმაოდ კარგი სპეციფიკაციების სმარტფონებს დაბალ ფასად. წლის დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა Vivo 5 და Vivo XL, რომლებიც შესაბამისად $199 და $99 ღირს. აგრეთვე ვიხილეთ Energy XL, […]
[განახლების პროცესში] Android 7.0-ის ქარხნული იმიჯები
Nexus ხაზის მოწყობილობის ქონის ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ Google-ი მომხმარებლებს სრული ქარხნული იმიჯებით უზრუნველყოფს. ამ ფაილების გადმოწერა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც OTA განახლება გავრცელდება. აღნიშნული იმიჯებით ტელეფონზე ისევ ოფიციალური სისტემის დაყენება შეგეძლებათ. NRD90M ანაწყობისთვის ჯერჯერობით ყველა იმიჯი არ გამოსულა, თუმცა რამდენიმე მაინც გვაქვს. Nexus 6P: NRD90U Nexus 5X: NRD90S Nexus 6: მალე დაიდება Nexus […]
Xiaomi-მ Redmi Note 4 გამოუშვა – 10 ბირთვიანი MediaTek-ის პროცესორი და 5.5 ინჩიანი 1080p ეკრანი
MIUI 8-ის გლობალური გამოსვლის შემდეგ (რომლის შესახებ დაწერაც საჭიროდ არ ჩავთვალეთ), Xiaomi-მ ახალი ტელეფონი, Redmi Note 4 გამოუშვა. ტელეფონი აღჭურვილია 5.5 ინჩიანი 1080p ეკრანითა და 2.5D “curved” შუშით, 4100mAh ბატარეითა და სრული მეტალის კორპუსით. როგოც ჩანს, ჩინური მწარმოებელი ამ ტელეფონზე დიდ იმედებს ამყარებს. სმარტფონს აგრეთვე აქვს 10 ბირთვიანი MediaTek Helio X20 პროცესორი, რომელსაც 2.1GHz-მდე სიხშირე […]
HTC 10, One A9 და One M9 Nougat განახლებას მიიღებენ
როგორც უკვე იცით, 22 აგვისტოს Android 7.0 Nougat ოფიციალურად გამოვიდა. იგი პირველი Nexus ხაზის მოწყობილობებზე გავრცელდა. Sony-მ უკვე გამოაქვეყნა იმ მოწყობილობების ოფიციალური სია, რომლებიც Nougat განახლებას მიიღებენ. ახლა კი, HTC-ის ჯერი დადგა. We’re excited to receive final shipping Android 7.0 Nougat software from Google! pic.twitter.com/BNbQBpgddK — HTC (@htc) August 24, 2016 HTC-მ რამდენიმე კვირის წინ […]
Google-ი Chrome-ის აპლიკაციების მხარდაჭერას წყვეტს
როგორც უკვე იცით, Chrome-ში ამ ბოლო დროს სულ ახალ-ახალი ფუნქციები ემატება. ახლა კი, Google-მა გადაწყვიტა, ბრაუზერის ერთ-ეღთი ფუნქცია წაშალოს, კონკრეტულად კი Chrome-ის აპლიკაციები, რომლებიც Chrome Web Store-ში იყო ხელმისაწვდომი. თუ აღნიშნული მარკეტი არასოდეს გამოგიყენებია, მაშინ გეტყვით, რომ იქ განთავსებული “აპლიკაციების” უმრავლესობა ჩვეულებრივი ვებსაიტებია. Google-მა ბლოგზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “Windows, Mac-ისა და Linux-ის დაახლოებით 1% […]
Google-ი რეკლამებით დატვირთული გვერდების ძიების შედეგებში ჩამოქვეითებას იწყებს
ყველაზე სწრაფ სმარტფონებზეც კი, ვებ გვერდებისთვის სწრაფი ვიზიტი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამას იწვევეს რეკლამების გადაჭარბებული რაოდენობა, რომლებიც ძალიან მოსაბეზრებელია და ხშირ შემთხვევაში მათი გამორთვა ძნელია. მეტიც, ზოგიერთ საიტს აქვს ისეთი რეკლამები, რომლებიც მთელს ეკრანზე იშლება და ყველაფერს ფარავს. როგორც ჩანს, Google-მა ასეთ ვებსაიტებს უშუალო ომი გამოუცხადა. 2017 წლის 10 იანვრიდან დაწყებული, გვერდები, რომლებიც რეკლამების გადაჭარბებულ […]
Android-ის განახლებები უფრო რეგულალურად გამოვა
Android 7.0 Nougat ორი დღის წინ გამოვიდა, მაგრამ რას იტყვით შემდეგ განახლებაზე? Android-ის დეველოპერების ბლოგის მიხედვით, Google-ი მუშაობს, რომ ოპერაციული სისტემის განახლებები კვარტალურად გამოუშვას. პირველი განახლება უკვე მზადების პროცესშია და დიდი ალბათობით მას შემოდგომაზე ვიხილავთ. გავრცელდა ხმები, რომ ამ განახლების ნომერი 7.1 იქნება. წინათ, Android-ის მნიშვნელოვაინ განახლებები გაფრთხილების გარეშე გამოდიოდა. ახლა კი, ჩვენ გვექნება საშუალება, […]
Sony-მ Android 7.0-ზე გასაახლებელი მოწყობილობების ოფიციალური სია გამოუშვა
Android 7.0-მა ნელ-ნელა დაიწყო მოწყობილობებზე გავრცელება. ერთ დღესაც, მათ ვიხილავთ ისეთ ტელეფონებზეც, რომლებსაც უკანა მხარე Nexus-ის ლოგო არ ამშვენებთ. პირველი კომპანია, რომელმაც დადო იმ მოწყობილობების სია, რომლებიც Android 7.0 Nougat-ზე განახლდებიან, არის Sony. კომპანიის მიხედვით, Android 7.0 განახლებას მიიღებენ შემდეგი მოწყობილობები: Xperia Z3+ Xperia Z4 Tablet Xperia Z5 Xperia Z5 Compact Xperia Z5 Premium Xperia […]
Android 7.0 Nougat-ის გავრცელება Nexus მოწყობილობებზე დაიწყო
დღეს სწორედ ის დღეა, რომელსაც უკვე ექვსი თვეა მოუთმენლად ველოდით. როგორც უკვე ციით, მარტში Google-მა Android N-ის Developer Preview ანაწყობები Nexus ხაზის მოწყობილობებზე, Pixel C-სა და General Mobile 4G-ზე გამოუშვა. დღეს კი სისტემის ფინალური ვერსიის გავრცელება ოფიციალურად იწყება. მეხუთე Developer Preview-თან შედარებით ცვლილებები ფაქტობრივად არაა, მხოლოდ გამოსწორდა ხარვეზები და ახლა იგი უფრო სტაბილურია. OTA განახლებებს […]
  • პირველი
  • უკან
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • წინ
  • ბოლო