Mozilla Firefox-ის ბრაუზერი კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა, ვინაიდან იგი საგრძნობლად ჩამორჩა კონკურენციას, რომელსაც Google Chrome-ი უწევს. მისი პოპულარობა თანდათან მცირდებოდა, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ Mozilla Firefox-ი ბრუნდება მის დამსახურებულ ადგილზე სწრაფი და საიმედო პროდუქტით. ეს ყველაფერი 57-ე განახლების ვერსიის დამსახურება, რომელსაც Firefox Quantum-ი უწოდეს.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც Firefox Quantum-ი არის სწრაფი, მდგომარეობს შემდგომში: იგი იყენებს ბევრად უფრო ნაკლებ ოპერატიულ მეხსიერებასა და პროცესორს, რაც უფრო ნაკლებად მძლავრ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებს საშუალებას აძლევს უპრობლემოდ იმუშაოს. კომპანიის თქმით ეს ვერსია ორჯერ უფრო სწრაფია მისი 6 თვის წინანდელ ვერსიაზე, რაც საგრძნობლად დიდი პროგრესია.
v57-ში ვხვდებით განახლებულ ინტერფეისს როგორც Android-ში, ასევე Windows-ზეც. ამ დიზაინს კომპანიამ Photon UI უწოდა.განახლდა მისი ინტერფეისი ორივე ანდროიდისთვისაც და ვინდოუსისთვისაც. Photon UI არის მისი სახელი. ძველი ნაცრისფერ-სტაფილოსფერი დიზაინი როგორც იქნა წარსულს ჩაბარდა.
გაითვალისწინეთ, რომ ბრაუზერის Windows ვერსიისთვის არსებულ ყველა ფუნქციას ჯერ არ მიუღწევია Android-ის ვერსიამდე. როგორც ვიცით, Quantum CSS Renderer-ს და სხვა დანარჩენ ფუნქციებს 59-ე ვერსიისთვის ვიხილავთ.