Honor 7X – მორიგი ბიუჯეტური სმარტფონი Huawei-სგან

2017 წლის ძირითადი ტრენდი წარმოადგენს 18:9 პროპორციის ტიპის ეკრანები და შემცირებული ზედა და ქვედა ჩარჩოები. ეს ჩვენ ვიხილეთ მრავალ ფლაგმანში, მაგრამ ბიუჯეტურ ტელეფონებში ჯერ იშვიათობაა.  Huawei Honor 7X არის ერთ-ერთი პირველი ბიუჯეტური სმარტფონი მსგავსი დიზაინით.

Huawei Honor 7X-ის სისტემური მახასიათებლებია:

ეკრანი 5.93″ 2160×1080 18:9
პროცესორი Kirin 659
ოპერატიული მეხსიერება 4GB
მეხსიერება 32GB/64GB
კამერა 16MP+2MP ძირითადი , 8MP წინა
ბატარეა 3,340mAh
ფერები შავი, ლურჯი, ოქროსფერი

 

ყველასთვის გასაკვირად, პრეზენტაციის დროს არ დაუსახელებიათ, თუ Android-ის რომელ ვერსიაზე მუშაობს მოწყობილობა, თუმცა სავარაუდოდ იგი ნუგაზე EMUI 5.1 სკინგადაკრული ვერსია იქნება.

ამ ტელეფონის ერთ-ერთი სიძლიერე მდგომარეობს მის კამერებში. Huawei-ს თქმით ეს კამერები თავს იჩენს დაბალი განათების პირობებში, პორტრეტულ რეჟიმში და ასევე “დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი ოცნება და გავხდეთ პროფესიონალი პოტოგრაფი”.

ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია , მაგრამ დიდი ხანი ლოდინი არ მოგვიწევს მის გასაგებად. გამოშვების ღონისძიება იქნება 5 დეკემბერს, სადაც კიდევ უფრო მეტ დეტალებს შევიტყობთ.