Nexus Player-მა Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო

Google-ის პირველმა და ერთადერთმა მედია დამკვრელმა, Nexus Player-მა ნოემბრის განახლებით Google Assistant-ის მხარდაჭერა მიიღო. ჯერჯერობით, ეს არის მესამე მოწყობილობა, რომელმაც აღნიშნული ფუნქციონალი შეიძინა, Nvidia Shield TV-ისა და Sony Bravia-ს ტელევიზორების შემდეგ.

მოწყობილობის მიკროფონის ხარისხის გამო, გირჩევთ, რომ Android TV Remote აპლიკაცია გამოიყენოთ. ასისტენტის მუშაობისთვის დიდი ალბათობით დაგჭირდებათ Google-ის აპლიკაციის ბოლო ვერსიაც.

Nexus Player-ი 2014 წლის ნოემბერში გამოვიდა 5.0 ვერსიით. იმ დროისთვის იგი პირველი Android TV მოწყობილობა იყო. მას მერე მან ბევრი განახლება მიიღო, მათ შორის ორეო სექტემბერში, თუმცა Google-მა მას მხარდაჭერა უკვე შეუწყვიტა, რის გამოც 8.1 ვერსიას ვერ მიიღებს. იგი ასევე ამოშლილია Google-ის მიერ მხარდაჭერილი მოწყობილობების სიიდან.