იმედები გაგიცრუათ ახალმა Pixel 2 XL-მა თავისი ეკრანის პრობლემებით? არადა როგორ ელოდით და ლამობდით მის ყიდვას… მაგრამ დღეს უნდა გაცნობოთ ახალი ამბავი რომელიც გაგახარებთ. კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ახალი სტატია, რომელიც მოიცავდა ფოტოს, სადაც აღბეჭდილი იყო ახალი ფლაგმანის, კერძოდ OnePlus 5T-ს გამოსვლის თარიღი. ამ ყველაფერმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ხალხში და ეს ბევრისთვის კარგი ამბავია. ეს იქნება სმარტფონი რომელიც სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით იმედ გაცრუებულებს არ დაგტოვებთ.
გავრცელებული ჭორების მიხედვით ახალ ფლაგმანს გააჩნია 6.0 დიუმიანი ეკრანი, 2,160 x 1080 რეზოლუციითა და 18:9 ასფექტური ფარდობით, რომელიც პოპულარული გახდა 2017 წლის ფლაგმანურ სმარტფონებში. ეს ცუდი განვითარება არ უნდა იყოს მისი წინამორბედი OnePlus 5-ისგან, რომელსაც 5.5 დიუმიანი 1080p გაფართოებისა და ჩვეული, 16:9 ფორმატის ეკრანი აქვს.
როგორც ცნობილია სმარტფონი იქნება აღჭურვილი Snapdragon 835-ით, 6/8GB ოპერატიული და 64/128GB შიდა მეხსიერებით. რა საკვირველია, ტელეფონს ექნება თითის ანაბეჭდის სენსორი, თუმცა ახლა ის წინამორბედისგან განსხვავებით კორპუსის უკანა მხარეს იქნება განთავსებული. ამბობენ, რომ მისი ფასი OnePlus 5-ის იდენტური იქნება. ვნახოთ რას იზავს კომპანია 16 ნოემბერს. რას ელოდებით ამ სმარტფონისგან განსაკუთრებით? გვაცნობეთ კომენტარებში.