OnePlus-ის სისტემური განახლებების გეგმები
87 თვის წინ

როგორც ვიცით, კომპანია OnePlus-მა რამდენიმე დღის წინ თავისი ახალი ფლაგმანი, OnePlus 5T წარმოგვიდგინა. სმარტფონს გააჩნია წინამორბედისგან განსხვავებით ახალი 18:9 ფორმატის ეკრანი, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა რომელიც კომპანიამ დაუშვა, დამერწმუნებით ისაა, რომ მათ ახალ სმარტფონში არ ჩანერგეს Android Oreo და ის ქარხნულად 7.1.1 ზე მუშაობს.

გარდა ახალი სმარტფონისა კომპანიამ პრეზენტაციაზე განახლებების შესახებაც ისაუბრა. მათი თქმით Android Oreo-ს ბეტა ვერსიები OnePlus 3/3T-ზე უკვე ხელმისაწვდომია, OnePlus 5/5T-ზე კი ნოემბრის ბოლოსთვის შეგვეძლება მათი გამოცდა. სრული ვერსია კი როგორც ცნობილია 2018 წლის პირველ კვარტალში მოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია არც ამ წელს ემორჩილება Google-ის “კანონებს”, რომელიც მის სისტემაზე გამოშვებული სმარტფონების კომპანიებს მოუწოდებს 31 დეკემბრამდე Android Oreo-ს სრული ვერსიის გაშვებას.

განახლება: სტატიის წერის პროცესში OnePlus 3/3T-ზე Android Oreo ოფიციალურად გამოვიდა. დარჩა მხოლოდ 5 და 5T.