კომპანია OPPO-ს ახალი სმარტფონი­­ — უახლესი AI უკეთესი სელფებისთვის!
87 თვის წინ

რამოდენიმე დღის წინ კომპანია OPPO-მ ახალი სმარტფონი OPPO F5 გამოუშვა რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინდოეთშია ხელმისაწვდომი. ახალი მოწყობილობა აღჭურვილია 20 მეგაპიქსელიანი წინა და უკანა კამერით, რომლის საშუალებითაც კომპანიის თქმით საუკეთესო სელფის გადაღება შეიძლება.

ახალი სმარტფონის ორი ვერსია ვიხილეთ, 4GB და 6GB-იანი ოპერატიული მეხსიერებებით. 6GB-იანი ვერსია როგორც ცნობილია 24990 ინდური რუპი ღირს, რომელიც დაახლოებით $385-ია. პრეზენტაცია მუმბაიში გაიმართა. ეს კომპანნიის პირველი სმარტფონია 18:9 ეკრანით, რომელიც მზის სხივს მოეფინა. მას აქვს ე.წ “A.I Beauty”ტექნოლოგია , რომელიც უკეთესი სელფების გადაღებაში გვეხმარება.

კომპანიის თქმით მათ ძალიან დიდი დრო დაუთმეს სელფის კამერასა და ზოგადად ფოტოგრაფიაზე მუშაობას, რათა მომხმარებლებისთვის საუკეთსო შედეგი მიეწოდებინათ. მათი ახალი სლოგანი კი, “სელფის ექსპერტი და ლიდერი”, მათ ამბიციურობას უსვამს ხაზს.

სმარტფონი მუშოაბს Android 7.1 Nougat სისტემაზე რომელსაც დამატებულიაქვს კომპანიის სკინი სახელად colorOS 3.2. მას გააჩნია 6 ინჩიანი Full HD+ ეკრანი 2160×1080 გაფართოებით და მუშაობს MediaTek MT6763T პროცესორზე და ექნება 32GB შიდა მეხსიერება.

როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანიამ ორი მოდელი დაანონსა. მაღგან 4GB ოპერატიულიანი ვერსიის ფასი 310$, ხოლო 6GB-იანის 385$-ს შეადგენს. ისინი ხელმისაწვდომი იქნება ორ – შავ და ოქროსფერ ფერებში.