Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Android N ფუნქცია: ნომრის დაბლოკვა სისტემურად
Android N-ში ნომრების დაბლოკვა უფრო ეფექტური გახდება. ეს იმის დამსახურებაა, რომ Google-ი აღნიშნული ფუნქციის მთლიან პლატფორმაში ჩანერგვას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა აპლიკაციას (რომელსაც ესაჭიროება) შეეძლება ნახოს რომელი ნომრებია დაბლოკილი. ამჟამინდელი Google Phone აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს დავბლოკოთ ნომერი, თუმცა, ეს ინფორმაცია სხვა სერვისებში არ გადადის, მაგალითად Hangouts-ში. თუ თქვენ მასშიც გინდათ ნომრის დაბლოკვა, მაშინ […]
Android N ფუნქცია: უკანასკნელი აპლიკაციების სიის ზომა გაიზარდა
ჩვენ უკვე განვიხილეთ Android N-ის რამდენიმე ახალი ფუნქცია, თუმცა ჯერ კიდევ დარჩა ძალიან ბევრი, რომელთა შესახებაც არაფერი გვითქვამს. მაგალითად, განახლებული უკანასკნელი აპლიკაციების სია, aka Recents. ინტერფეისში აპლიკაციის ზომა ბევრად დიდია. სტატიასთან დართულ სურათზე მოცემულია იგივე ინტერფეისი Android Marshmallow-სა (მარცხნივ) და N-ში (მარჯვნივ). აპლიკაციების “ბარათების” ახლა თითქმის მთელი ეკრანი უკავია, ამიტომ ახლა მათში აპლიკაციის ინტერფეისის უფრო დიდი ნაწილი […]
Android N ფუნქცია: გალამაზებული პარამეტრების მენიუ
როგორც უკვე იცით, Android-ის განახლებული პარამეტრების მენიუს სურათებმა რელიზამდე გაჟონა. თუმცა, მისი გამოსვლის შემდეგ, ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლიათ ვიხილოთ მისი სრული სახე. ახლა უკვე აღარაა საჭირო სუბ-კატეგორიებში ხშირად შესვლა. პარამეტრების მენიუს მთავარ გვერდზე შესაბამისი კატეგორიის სახელის ქვეშ დავინახავთ, თუ მაგალითად, რომელ ქსელზეა მოწყობილობა დაკავშირებული, ჩართულია თუ არა Bluetooth, რამდენი რესურსია გამოყენებული და ა.შ. განახლებულ ინტერფეისში, […]
Android N ფუნქცია: Doze უკვე ფონურ რეჟიმში გააქტიურდება
როდესაც Google-მა პირველად წარადგინა Doze Android Marshmallow-სთვის, იგი აღწერილი იყო როგორც ფუნქცია, რომელიც თქვენს ტელეფონს გადაიყვანდა ნაკლები რესურსის მოხმარების რეჟიმში მაშინ, როდესაც ის არ გვჭირდებოდა. მაგალითად, თუ თქვენ ის მთელი დღის განმავლობაში მაგიდაზე გიდევთ, ან ღამით ჩართული დატოვეთ. თუმცა, Doze რეჟიმი არ გააქტიურდება მშინ, თუ, ვთქვათ ტელეფონი გვიდევს ჯიბეში. საბედნიეროდ, ამ ფუნქციის მუშაობის პრინციპი უკვე […]
Android N ფუნქცია: ღამის რეჟიმი წითელი ფილტრითა და სიკაშკაშის კონტროლით დაბრუნდა
შარშან, როდესაც Android M-ის დეველოპერული ანაწყობები გავრცელდა, სისტემაში დაემატა ღამის რეჟიმი, რომელიც ალბათ ყველას მოეწონა. ბოლოს და ბოლოს, სიბნელეში თეთრი ინტერფეისის ყურება თვალებს ღლის და იწვევს უძილობას. სამწუხაროდ, აღნიშნული ფუნქცია ფინალურ ანაწყობამდე წაიშალა, თუმცა Android N-ში ის ისევ ბრუნდება, თანაც უფრო ფუნქციონალური. M-ის საცდელ ანაწყობში ღამის რეჟიმის მოძებნა დეველოპერის პარამეტრებში შეგეძლოთ, ახლა კი ის System UI […]
Android N ფუნქცია: Data Saver ანუ ინტერნეტის ეკონომიურად მოხმარება
Data Saver არის Android N-ის ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ მობილური ინტერნეტის გამოყენება. იგი აპლიკაციებს “აძალებს”, რომ გამოიყენონ ნაკლები რესურსი, როდესაც ისინი ფონურ რეჟიმში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნქციის სახელი იგივეა, რაც Chrome-ის ფუნქციის, ახალი ფუნქცია მონაცემების კომპრესაციას არ აკეთებს. ის, თუ რამდენად შემცირდება რესურსის მოხმარება ამ ფუნქციის ჩართვის შემდეგ, დამოკიდებულია აპლიკაციის დეველოპერზე. […]
Android N ფუნქცია: ახალი “სწრაფი პარამეტრების” მენიუ მინი გადამრთველებით
როგორც უკვე იცით, ახალ Android N-ში სწრაფი პარამეტრების ინტერფეისიც შეცვლილია. მისი ჩამოშლისას ახლა ჩვენ დავინახავთ ერთ ხაზზე ჩამწკრივებულ გადამრთველებს, რომელთა გასააქტიურებლადაც მხოლოდ ერთხელ დაჭერაა საკმარისი. Android Marshmallow-სგან განსხვავებით, აქ ჩვენ აღარ დაგვჭირდება პანელის ორჯერ ჩამოსრიალება. პატარა ხატულებში შედის Wi-Fi-ს, მობილური ინტერნეტის, ბატარიის, “არ შემაწუხო” რეჟიმისა და ფანრის გადამრთველები. მათი გადანაცვლება/ამოშლა/ჩამატება საკმაოდ ადვილია – იხილეთ ვიდეო. […]
Android N ფუნქცია: Split-Screen Multitasking
წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-ი Android-ში ეკრანის გაყოფის ფუნქციას ამატებდა, რომლის საშუალებითაც ერთდროულად ორ აპლიკაციაში მუშაობა შეგვეძლებოდა. როგორც იქნა, აღნიშნული ფუნქცია Android N-ში დაემატა. აპლიკაციაში მისი მხარდაჭერის დამატებისთვის დეველოპერებს დასჭირდებათ სამიზნე SDK-დ Android N-ის მითითება, დანარჩენს კი სისტემა მიხედავს. დეველოპერებმა ასევე ნება უნდა დართონ multi-windows ატრიბუტს, სახელად android:resizableActivity. სწორედ ამ ატრიბუტის საშუალებით დააყენებს […]
Android N ფუნქცია: დახვეწილი და სრულყოფილი შეტყობინებათა პანელი
Android-ის შეტყობინებათა პანელი ბევრად დაიხვეწა Android N-ში, რასაც ორ ახალ API-ს უნდა ვუმადლოდეთ: პირდაპირ პასუხსა და “გაერთიანებას”. ერთი შეხედვით, აღნიშნული ფუნქციები არც ისე გასაოცარია, თუმცა რეალურად მათ აქვთ პოტენციალი იმისა, რომ გახადონ შეტყობინებათა პანელი უფრო სრულყოფილი და დაგვიზოგონ მის გამოყენებაში დახარჯული დრო. მოდით, პირველ რიგში პირდაპირი პასუხის (Direct Reply) API განვიხილოთ. იმის შესაძლებლობა, რომ Google Messenger-სა და […]
  • პირველი
  • უკან
  • 12
  • 13
  • 14