Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
VPNHub – უფასო VPN სერვისი PornHub-ისგან
“შენს ქვეყანაში არაა ხელმისაწვდომიო და რა ვქნა?” “რატომ ვერ ვიწერ?” “აუ მიშველეთ რა, არ იწერს ამ აპლიკაციას”. ამ პრობლემებზე წერტილის დასმა არც მეტი, არც ნაკლები, PornHub-მა გადაწყვიტა. VPNHub გახლავთ უფასო VPN სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია Android, iOS, Windows და macOS პლატფორმებზე. მისი საშუალებით ნებისმიერი აპლიკაცია შეგიძლიათ მოატყუოთ, რომ სხვა ქვეყანაში იმყოფებით. როგორც უკვე აღვნიშნე, სერვისის საბაზისო […]
Huawei მალე bootloader-ის გახსნას დაბლოკავს
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური მწარმოებელი Huawei დეველოპერებს ხშირად ახალისებდა ხოლმე მოწყობილობებით. მათი მიზანი იყო ის, რომ სმარტფონებზე ყოველთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი სისტემის არაოფიციალური ვერსიები. ამისთვის კი, როგორც ალბათ უკვე იცით, bootloader-ის გახსნაა საჭირო. აღნიშნული პროცესი აქამდე საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. როგორც ჩანს, Huawei-მ მისი დაბლოკვა გადაწყვიტა. https://twitter.com/Honor_USA/status/999699870830116864 როგორც კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობის Twitter ანგარიშიდან ვკითხულობთ, 24 […]
OnePlus 6 ოფიციალურად გამოვიდა
OnePlus-ის ღონისძიება ლონდონში გუშინ, 16 მაისს შედგა, სადაც კომპანიამ უსადენო Bullets ყურსასმენები და ახალი ფლაგმანი OnePlus 6 წარადგინა. ტელეფონი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც მოველოდით: შუშის კორპუსით, ორმაგი კამერითა და ე.წ. “ნახევარკუნძულით”. მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა რა საკვირველია იგი სტატიას მაინც იმსახურებს. სისტემური მახასიათებლები: ეკრანი 6.28″ 2280×1080 19:9 OLED პროცესორი Snapdragon 845 ოპერატიული მეხსიერება 6GB / […]
Samsung-ი მალე Android Go სმარტფონს გამოუშვებს
თითქმის ერთი თვის წინ SamMobile-მა GeekBench-ზე Samsung-ის ახალი სმარტფონი შეამჩნია. მათ მაშინვე ივარაუდეს, რომ ტელეფონი დიდი ალბათობით კომპანიის პირველ Android Go მოწყობილობას წარმოადგენს. სმარტფონი აღჭურვილია 1GB ოპერატიული მეხსიერებით, 4 ბირთვიანი პროცესორითა და რაღა თქმა უნდა Android 8.1 Go ოპერაციული სისტემით. Geekbench-ის სინთეტიკურ ტესტებში პროცესორის სახელად “Universal7570_Go” არის მოხსენიებული. დიდი აღნიშნულით აღნიშნული ჩიპსეტი Exynos 7570-ის გაუმჯობესებული […]
BlackBerry KEY2-ის რელიზი 7 ივნისს შედგება
გასულ წელს კომპანია BlackBerry-მ სმარტფონების მთელ ინდუსტრიას დაუმტკიცა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ინოვაციური და განსხვავებული პროდუქტების შექმნა. არც მეტი და არც ნაკლები, მათი KEYone სმარტფონი ფიზიკური კლავიატურით იყო აღჭურვილი. რა საკვირველია, მას ჰყავდა როგორც მოყვარულები, ასევე მოძულეებიც. მთავარი კი მაინც ისაა, რომ მათი იდეა და პროდუქტი ბევრად უფრო ორიგინალური იყო, ვიდრე “ნახევარკუნძულის” გადმომკოპირებლების პროდუქტებია. […]
Google-ი მწარმოებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს
რა არის Android საოპერაციო სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა? უი, ეს ხომ ფრაგმენტაციაა… კარგით, მეორე ადგილზე რომელია? რაღა თქმა უნდა უსაფრთხოება. როგორც უკვე იცით, თავისი ღია კოდის და გახსნილი ბუნების გამო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი საოპერაციო სისტემა ხშირად სერიოზულ შარში ეხვევა. სმარტფონებში პერიოდულად ჩნდება ხოლმე ახალი მოწყვლადობები, რომლებიც მომხმარებლების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ამ პრობლემის შესახებ […]
100 სიახლე Google I/O 2018-დან
სამდღიანი Google I/O 2018-ი დასრულდა. მე უკვე შემოგთავაზეთ keynote-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეების მოკლე მიმოხილვა, ახლა კი მთელი ღონისძიების სიახლეების განხილვის ჯერი დადგა. გთავაზობთ 100 სიახლეს Google I/O-დან. Google Assistant-ს უკვე ექვსი სხვადასხვანაირი ხმა აქვს. Google Assistant-ს ჯონ ლეჯენდის ხმა დაემატა. ხელოვნური ინტელექტისა და WaveNet ტექნოლოგიის დახმარებით, Assistant-ი ზედმიწევნით განასახიერებს ადამიანის ხმას თავისი ტემბრით, ტონალობით, “ამმ-ებითა” […]
Qualcomm-ი შემოდგომაზე ახალ პროცესორს წარადგენს ჭკვიანი საათებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ Google-ი საკმაოდ ხშირად აახლებს თავის Wear OS საოპერაციო სისტემას ჭკვიანი საათებისთვის (აქამდე ცნობილი, როგორც Android Wear), ის მაინც არ გამოირჩევა პოპულარობით. ბოლო ორ წელიწადში Android-ზე მომუშავე საათების ბაზარი გაივსო უამრავი მოდელით სხვადასხვა მწარმოებლისგან, მათ შორის მოდური ბრენდებისგანაც. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Qualcomm-ს უკვე ორი წელია არ გამოუშვია Snapdragon 2100 საათების პროცესორის […]
Huawei P20 Lite: სისტემის მიმოხილვა
დარწმუნებული ვარ ყველას გექნებოდათ ერთხელ მაინც შეხება Huawei-ს სისტემურ ინტერფეისთან, EMUI-სთან. წესით ისიც გეცოდინებათ, რომ იგი MIUI-ზეა დაფუძნებული და იშიფრება როგორც Emotion UI. როგორც ყველა სხვა სკინს Android-ზე, ისევე EMUI-ს ჰყავს თავისი ფანები და მოძულეები. ამ სტატიით შევეცდები აგიხსნათ, როგორ გამოიყურება იგი Android-ის უახლეს სტაბილურ ვერსიაზე, რა უნიკალური ფუნქციები აქვს მას და რითი სჯობია სუფთა […]
Google Drive-მა ახალი დიზაინი მიიღო
გასულ თვეს Google-მა Gmail-ის ახალი დიზაინი გამოუშვა. ვებსაიტის სამომხმარებლო ინტერფეისი მატერიალური დიზაინის ახალ პრინციპებს ეყრდნობა. შემდეგ ვიხილეთ განახლებული Google Tasks-იც. ახლა კი, როგორც ჩანს, კომპანიამ Drive-ის განახლება გადაწყვიტა. Google-ის განცხადებით, ახალი დიზაინი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდება. წყარო: G Suite Updates
ექსკლუზივი: Android-ის შემდეგი ვერსია Android 10.0 იქნება
უკვე დიდი ხანია, რაც Google-ი სისტემის ახალი ვერსიის ნუმერაციის შესახებ მინიშნებებს Demo რეჟიმში ტოვებს. Android O-ს დეველოპერულ ანაწყობში საათი 8:00-ზე ეყენა და როგორც მოსალოდნელი იყო, Oreo-ს ვერსია 8.0 აღმოჩნდა. წელს კი საათის მაჩვენებელი 10:10-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ Android P დიდი ალბათობით Android 10.0 იქნება. Was just digging through the developer options in android P […]
Android P-ს ბეტა ანაწყობი უკვე ხელმისაწვდომია
უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Google-მა Android P-ის პირველი დეველოპერული ანაწყობი წარმოგვიდგინა. გუშინ კი, Google I/O 2018-ზე სისტემის მეორე ანაწყობიც ვიხილეთ, რომელიც ბეტა ვერსიის სახელს ატარებს. თუ რა არის Android P-ში ახალი, შეგიძლიათ ჩემს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახოთ. ახლა კი შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, თუ როგორ უნდა დააყენოთ იგი თქვენს მოწყობილობაზე. […]
Google I/O 2018: მოკლე მიმოხილვა
ალბათ უკვე იცით, რომ Google I/O 2018-ის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი keynote-ის საყურებლად გუშინ გიქები Impact HUB-ში შევიკრიბეთ. ერთად განვიხილეთ Google-ის მიერ წარდგენილი სიახლეები, გავათამაშეთ Daydream View და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, საღამომ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. რა საკვირველია, დამსწრეთა უმრავლესობამ შენობა გაოცებულმა დატოვა. ახლა კი შევეცდები მოკლედ გადმოვცე ის ყველაფერი, რამაც ჩვენი გაოცება გამოიწვია. ხელოვნური […]
როგორ ვუყუროთ Google I/O 2018-ს?
Google-ის ყოველწლიური ღონისძიების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. ღონისძიების მთავარი მოვლენის, Keynote-ის დაწყებამდე სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს. პრეზენტაციაზე ვიხილავთ დეტალებს Android-ის უახლესი ვერსიის შესახებ. აგრეთვე მივიღებთ Android P-ს პირველ ბეტა ანაწყობს, რომელიც წესით და რიგით ალფასთან შედარებით ბევრად უფრო დახვეწილი უნდა იყოს როგორც სტაბილურობის, ასევე ფუნქციონალის მხრივ. დიდი ალბათობით წარდგენილი იქნება რამდენიმე ახალი მოწყობილობაც. […]
Chat: iMessage-ის ღირსეული კონკურენტი
Google-ი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს iMessage-ის ღირსეული კონკურენტის შექმნას. როგორც ჩანს, კომპანიას მიზნის მიღწევამდე არც თუ ისე დიდი გზა დარჩა გასავლელი. ჩაფლავებული Hangouts-ის, Allo-სა და სხვა რამდენიმე სამესიჯო საშუალების შემდეგ, როგორც იქნა, Google-ი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ახალი სამესიჯო აპლიკაცია გამოსავალი არაა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ Chat-ის, RCS-ის (Rich Communication Services) გავრცელება დაიწყო. აღნიშნული პროტოკოლი მეტნაკლებად […]
OnePlus 5/5T-მ OxygenOS 5.1.0 (Android 8.1) მიიღო
ერთ თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ OnePlus-მა Android 8.1 Oreo-ზე დაფუძნებული OxygenOS 5.1.0 გამოუშვა. აღნიშნული განახლება აპრილის უსაფრთხოების patch-ს მოიცავს. ცვლილებების სრული სია შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. სისტემა სისტემა განახლდა Android 8.1 Oreo-ზე. Android-ის უსაფრთხოების patch-ი განახლდა 2018-04 ვერსიაზე. დაემატა ჟესტური ნავიგაცია (მხოლოდ 5T-ზე). თამაშების რეჟიმი დაემატა ოპტიმიზაციები Gaming mode-ში, მათ შორის ბატარეის დამზოგველი რეჟიმი და ადაპტიური […]
  • უკან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • წინ
  • ბოლო