Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Google Home-ის დიდი ძმა, Google Home Max-ი $399 ღირს
თუ Google Home-ის ხმის ხარისხი არ გაკმაყოფილებდათ, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. Google-მა გუშინდელ პრეზენტაცაიზე მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსია, Google Home Max წარადგინა, რომელიც ოცჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სტანდარტულ Home-ი. მისი გაყიდვები დეკემბერში დაიწყება და $399 ეღირება. Home Max-ი აღჭურვილია ახალი, მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ფუნქციით, რომელსაც Smart Sound ეწოდება. მისი საშუალებით მოწყობილობა ხვდება, თუ სად დგას და […]
Google Home Mini-ს ფასი $49-ს შეადგენს
როგორც მოსალოდნელი იყო, Google-მა გუშინდელ პრეზენტაციაზე თავისი ჭკვიანი სახლის მოწყობილობის პატარა ვარიანტი, Google Home Mini წარადგინა. იგი სტანდარტულ Home-ზე ბევრად უფრო იაფი და პატარაა, მისი შეძენა სულ რაღაც $49-ად შეგეძლებათ. რთული შესამჩნევი არაა, რომ კომპანიამ ინსპირაცია აშკარად Amazon-ის Echo Dot-ისგან მიიღო, რომელსაც ზუსტად იგივე ფასი და შეზღუდვები აქვს. თუმცა, მისგან განსხვავებით, Home Mini-ის ზედაპირი სენსორულია […]
Made by Google – უყურეთ ღონისძიებას პირდაპირ ეთერში
Google-ის ღონისძიებამდე სულ რამდენიმე წუთი დარჩა. პრეზენტაცია ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. როგორც უკვე იცით, დღეს წარდგენილი იქნება კომპანიის უახლესი სმარტფონები, Pixel 2 და Pixel 2 XL. აგრეთვე ვირტუალური რეალობის მოწყობილობა Daydream View და ჭკვიანი სახლის მოწყობილობა Home Mini. ასევე ვიხილავთ ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდს, ორი-ერთში მოწყობილობას, Pixelbook-ს.
HTC U11 Life-ის სისტემური მახასიათებლები
ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ ბოლო დროს Android One სმარტფონების ოჯახი სწრაფად ფართოვდება. მათ სულ ახლახანს შეემატა ორი ახალი სმარტფონი, Xiaomi Mi A1 და Moto X4. 2 კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ HTC-იც აპირებს არსებული პროგრამის ფარგლებში სმარტფონის გამოშვებას. LlabTooFeR-მა გუშინ მისი სისტემური მახასიათებლები გაგვიმხილა. U11 Life (AndroidOne program)SD630 RAM/ROM 3/32gb or 4/64gb5.2' 1080pCameras 16/16mpBattery […]
გილოცავთ: Linux-ის კერნელის სასიცოცხლო ციკლი 6 წლამდე გაიზარდა
18 თვის წინ დავწერე სტატია, რომელიც ხაზს უსვამდა Android-ის ყველა დროის უდიდეს პრობლემას: ფრაგმენტაციას. დღევანდელი მონაცემებით, სმარტფონების სულ რაღაც 15.8%-ზეა გაშვებული სისტემის 7.0-7.1 ვერსია. მას შემდეგ, ვიხილეთ Project Treble, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს მწარმოებლებისთვის განახლების გამოშვების პროცესს. ახლა კი აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება. გუშინ Linaro Connect 2017-ის პრეზენტაციაზე Project Treble-ის გუნდის ხელმძღვანელმა, ილიან მალჩევმა განაცხადა, […]
Pixel 2 XL-ს სტერეო დინამიკები, მუდმივად ჩართული მუსიკის ამოცნობა და პორტრეტული რეჟიმი ექნება
Pixel 2-ისა და Pixel 2 XL-ის შესახებ სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ. სულ ახლახანს ვიხილეთ მათი ფოტოები და გავიგეთ ინფორმაციაც ფასის შესახებ. აგრეთვე დადასტურდა ის, რომ მათ 3.5მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი აღარ ენქებათ. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ტექნოლოგიური პორტალის, AndroidPolice-ის დამფუძნებელმა, არტემ რუსაკოვსკიმ ახალი ჭორებით გაგვამდიდრა. DroidLife-ის მიერ ბოლოს გაჟონილმა სურათებმა დაადასტურა, რომ ორივე […]
Google-მა HTC-ის Pixel-ზე მომუშავე ქვედანაყოფი $1.1 მილიარდად შეიძინა
რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-სა და HTC-ის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა ჰქონდათ კომპანიებს დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველაფერს ნათელი მოეფინა: Google-მა კომპანიის ის დანაყოფი იყიდა, რომელიც Pixel-ზე მუშაობდა. აღნიშნული ჯგუფი Google-ს $1.1 მილიარდი დაუჯდა. ჯგუფი ჯერჯერობით უცნობი რაოდენობის მომსახურისგან შედგება, რომლებსაც რიკ ოსტერლოჰი ხელმძღვანელობს. მწარმოებლებმა დაადასტურეს, […]
2018 წლიდან სმარტფონებში GPS-ის ახალ ჩიპებს ვიხილავთ
ალბათ ხშირად გასცდენიხართ მოსახვევს ქალაქში თქვენი სმარტფონით ნავიგაციისას. ეს პრობლემა მალე წარსულს ჩაბარდება. IEEE Spectrum-ის განცხადებით, მომავალი წლიდან მოწყობილობები GPS-ის ახალი ჩიპით იქნება აღჭურვილი, რომელიც სიზუსტეს 5 მეტრის მაგივრად 30 სანტიმეტრის რადიუსამდე დაწევს. ამასთან ერთად, იგი იმის ნახევარ ძალას მოიხმარს, რასაც დღევანდელი ჩიპები მოიხმარენ. BCM47755-ის მასიური წარმოება ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა მათ 2018 წლის ფლაგმანურ […]
Google Home Mini-ს ფასი $49 იქნება
შარშან გამოსული Google Home-ი თავიდანვე საკმაოდ კარგი პროდუქტი იყო, რომელიც შემდგომში სისტემური განახლებების წყალობით კიდევ უფრო დაიხვეწა. ბოლო თვეებია ინტერნეტში დადიოდა ჭორები, რომ კომპანია მისი პატარა ზომის ვერსიის გამოშვებას აპირებდა, რომელიც შედარებით იაფი იქნებოდა. დღეს კი ჩვენ ამ ინფორმაციის დადასტურება და რამდენიმე დეტალის გაზიარება შეგვიძლია. ახალ მოწყობილობას Google Home Mini ერქმევა და ახალი Daydream View-ს […]
Google-ის ახალი Daydream View-ს ფასი $99 იქნება
გასული წლის 4 ოქტომერს Google-მა Pixel-თან ერთად ვირტუალური რეალობის მოწყობილობაც, Daydream View-ც გამოუშვა. თავდაპირველად მისი მხარდაჭერა მხოლოდ Pixel-ს ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ფუნქციონალი რამდენიმე სხვა ტელეფონმაც მიიღო. როგორც ჩანს, 1 წლის თავზე Google-ი მოწყობილობის განახლებულ ვერსიას გაგვაცნობს. როგორც ხედავთ, მოწყობილობა ძალიან გავს მის შარშანდელ ვერსიას, თუმცა ამჟამად იგი უფრო გამძლე ნაჭრისგანაა დამზადებული. აგრეთვე ვხედავთ ახალ ფერებსაც: […]
Google-ის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი, Pixelbook-ი, $1199 ეღირება
უკვე დიდი ხანია, რაც Google-ის საკუთარი Chromebook არ გამოუშვია, თუმცა ჰორიზონტზე მისი შემცვლელი, Pixelbook-ი გამოჩნდა. ფლაგმანური მონაცემების ქრომბუქი უმაღლესი კლასის აპარატურით იქნება აღჭურვილი, რაც რა საკვირველია ფასზეც აისახება. მისი ფასი $1199-იდან დაიწყება და $1749-მდე ავა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მისი აქსესუარი, Pixelbook Pen-ი *ეჰემ* Apple Pencil *ეჰემ* ცალკე გაიყიდება და $99 ეღირება. სამწუხაროდ, Pixelbook-ის დეტალური ტექნიკური […]
Pixel 2-ის ფასი $649-დან დაიწყება
Pixel 2 XL-ის ფასების და დიზაინის დათვალიერების შემდეგ, მისი პატარა ძამიკოს ჯერიც დადგა. Pixel 2-ს HTC დაამზადებს და მისი 64 და 128GB შიდა მეხსიერებიანი ვარიანტების ფასები შესაბამისად $649 და $749 იქნება. კორპუსის დიზაინის მხრივ, სმარტფონის პატარა ვარიანტი ძალიან გავს მის დიდ ძმას, XL-ს, თუმცა სტანდარტული Pixel 2 სამ ფერში გაიყიდება. ეს ფერები იქნება “უბრალოდ შავი” […]
Pixel 2 XL-ის ფასი $849-დან დაიწყება
დამეთანხმებით, Pixel 2 და Pixel 2 XL-ი ის სმარტფონები გახლავთ, რომლებსაც წელს Android-ის ფანები თუ უბრალოდ ენთუზიასტები ყველაზე მეტად ელოდებიან. სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა Pixel 2 XL-ის (ასევე დადასტურადა ეს სახელიც) ფოტოები. როგორც ჩანს, ოქტომბერში სმარტფონის ორ ვარიანტს ვიხილავთ. ერთს 64, ხოლო მეორეს 128GB შიდა მეხსიერება ექნება. აგრეთვე დადასტურდა, რომ ტელეფონი გამოვა “უბრალოდ შავი” […]
Samsung-ის სმარტფონებზე Bixby-ს ღილაკის გათიშვა უკვე შესაძლებელია
ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ Samsung-ის უახლეს ფლაგმანებს, Galaxy S8/S8+-სა და Note 8-ს საკუთარი ხმოვანი ასისტენტი, Bixby მოყვება. ისიც გეცოდინებათ, რომ აღნიშნული სერვისისთვის ტელეფონის კორპუსის მარცხენა მხარეს სპეციალური ღილაკია გამოყოფილი. დღემდე მისი გამოყენება მხოლოდ Bixby-ს გამოსაძახებლად შეგეძლოთ. სმარტფონების გამოსვლის დღიდან ბევრმა დეველოპერმა სცადა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც ღილაკის ფუნქციის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, Samsung-მა ყველა მათგანი დაბლოკა. […]
Motorola-მ Android Oreo-ზე გასაახლებელი მოწყობილობების სია გამოუშვა
იყო დრო, როდესაც განახლებების მხრივ Motorola ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მწარმოებლად ითვლებოდა. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანიის სმარტფონებზე stock-თან მიახლოებული სისტემაა გაშვებული. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც Motorola სხვა მწარმოებელმა, Lenovo-მ შეიძინა. დღეს კი კომპანიამ გამოაქვეყნა იმ მოწყობილობების სია, რომლებიც Android 8.0 Oreo-ზე განახლდებიან. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, იხილეთ სია: Moto Z Moto Z Droid […]
დადასტურდა: Google-ის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს გაიმართება
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვრცელდება ჭორები, რომ Google-ი ახალი მოწყობილობების წარდგენას 5 ოქტომბერს აპირებდა. დღეს კი, კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა, რომ Pixel-ებისა და სხვა მოწყობილობების პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგება. ფანებმა ჯერ Google-ის რეკლამა დაინახეს ბოსტონში, მოგვიანებით კი დაიდო ვიდეო და ჩაირთო შესაბამისი საიტიც. ვიდეოს შინარსი ასეთია: მომხმარებელი Google-ში ეძებს, თუ რატომ ჭედავს მისი სმარტფონი, რატომ არ […]
  • პირველი
  • უკან
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • წინ
  • ბოლო