Brand
  • სიახლეები
  • აპლიკაციები
  • მიმოხილვები
  • ინსტრუქციები
  • მოწყობილობები
Google Pixel-ისა და Pixel XL-ის ოფიციალური სურათები
თუ კარგად გახსოვთ, ერთი კვირის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ Pixel-ის და Pixel XL-ის გაჟონილი სურათები. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხილვით ბევრ რამეს მოეფინა ნათელი, ჩვენ მაინც ვერ ვიხილეთ საწყისი ეკრანი ან ახალი ნავიგაციის ღილაკები, რომლის შესახებაც ადრე დავწერეთ. VentureBeat-მა ახლახანს გამოაქვეყნა ამ ორი ტელეფონის სურათი, რომელშიც ნათლად ჩანს Pixel Launcher-ი, მრგვალი ხატულები და ახალი ნავიგაციის ბარი. ღილაკები […]
Allo უკვე ხელმისაწვდომია!
2016 წლის I/O-ზე Google-ი შეგვპირდა, რომ Allo-ს ზაფხულში ვიხილავდით. როგორც ჩანს, კომპანიამ მაშინ ზაფხულის ბოლო დღე იგულისხმა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. Allo დღეს გამოვიდა და მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია Play Store-დან. თუ თქვენ მას მარკეტში ვერ ხედავთ, გირჩევთ, რომ ცოტათ მოიცადოთ. თუ გჭირდებათ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ Allo-ს შესაძლებლობები, იხილეთ ვიდეო და ეს ვებ საიტი. […]
Google Pixel-ისა და Pixel XL-ის სურათები
ალბათ დამეთანხმებით, რომ უკვე შეგვიძლია, 20 სექტემბერი ოფიცილურად “პიქსელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღედ” ჩავთვალოთ. დღეს შევიტყვეთ, რომ Google-ი ღონისძიებას 4 ოქტომბერს გამართავს. აგრეთვე გავიგეთ ტელეფონების ფასი საკმაოდ სანდო წყაროსგან. ახლა კი ამ ტელეფონების სურათებს გიჩვენებთ. როგორც ხედავთ, ორივე ტელეფონი ალუმინის ზედაპირისაა, რომელიც საკმაოდ მსუბუქი ჩანს. ტელეფონის წინა პანელი მთლიანად შუშისაა. ტელეფონის უკან განთავსებულია თითის ანაბეჭდის სენსორი. წინა და […]
ჭორი: Google Pixel-ისა და Pixel XL-ის ფასები
ახლა, როცა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ Google-ის წლევანდელი მოწყობილობების სახელები Pixel-ი და Pixel XL-ი იქნება, შეგვიძლია მათ ფასზეც ვილაპარაკოთ. სანდო წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Pixel-ის საბაზისო, ანუ 32GB-იანი ვარიანტის ფასი $649 იქნება *ეჰემ*აიფონი*ეჰემ*. როგორც უკვე იცით, Pixel-ი შედარებით ბიუჯეტური მოდელია, რომელსაც 5 დიუიმიანი ეკრანი აქვს. რა საკვირველია, უფრო დიდ მოცულობიანი ვარიანტების ფასი უფრო მაღალი იქნება. აგრეთვე უნდა […]
Google Allo 21 სექტემბერს გამოვა
მოგესალმებით გუგლერებო. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში სტატიებს ვეღარ ვწერდი, მაგრამ დღეიდან ეს შეიცვლება. ბევრ თავის მართლებას აღარ მოვყვები. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. როგორც უკვე იცით, Google I/O-ზე Google-მა ორი ახალი აპლიკაცია, Duo და Allo წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი Duo, რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. დღეს კი (კიდევ ერთხელ) გავრცელდა ინფორმაცია, […]
ექსკლუზივი: Google-ის ახალი ტელეფონების სახელები Pixel და Pixel XL იქნება
ორმა დამოუკიდებელმა წყარომ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2016 წლის Nexus ხაზის სმარტფონებს, რომლებსაც ყველანი ასე ძალიან ველოდით, სულაც არ ერქმევათ Nexus-ები. რატომღაც, Google-მა მათი სახელების შეცვლა გადაწყვიტა. 5 დიუიმიანიტელეფონს, რომელსაც აქამდე Sailfish-ის სახელით ვიცნობდით, Pixel-ი ერქმევა. 5. დიუიმიან Marlin-ს კი Pixel XL-ი. როგორც უკვე იცით, ორივე მოწყობილობას HTC ამზადებს, თუმცა არსებობს ჭორები, რომ მათ […]
Google-ი Chrome-ის აპლიკაციების მხარდაჭერას წყვეტს
როგორც უკვე იცით, Chrome-ში ამ ბოლო დროს სულ ახალ-ახალი ფუნქციები ემატება. ახლა კი, Google-მა გადაწყვიტა, ბრაუზერის ერთ-ეღთი ფუნქცია წაშალოს, კონკრეტულად კი Chrome-ის აპლიკაციები, რომლებიც Chrome Web Store-ში იყო ხელმისაწვდომი. თუ აღნიშნული მარკეტი არასოდეს გამოგიყენებია, მაშინ გეტყვით, რომ იქ განთავსებული “აპლიკაციების” უმრავლესობა ჩვეულებრივი ვებსაიტებია. Google-მა ბლოგზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც “Windows, Mac-ისა და Linux-ის დაახლოებით 1% […]
Google-ი რეკლამებით დატვირთული გვერდების ძიების შედეგებში ჩამოქვეითებას იწყებს
ყველაზე სწრაფ სმარტფონებზეც კი, ვებ გვერდებისთვის სწრაფი ვიზიტი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამას იწვევეს რეკლამების გადაჭარბებული რაოდენობა, რომლებიც ძალიან მოსაბეზრებელია და ხშირ შემთხვევაში მათი გამორთვა ძნელია. მეტიც, ზოგიერთ საიტს აქვს ისეთი რეკლამები, რომლებიც მთელს ეკრანზე იშლება და ყველაფერს ფარავს. როგორც ჩანს, Google-მა ასეთ ვებსაიტებს უშუალო ომი გამოუცხადა. 2017 წლის 10 იანვრიდან დაწყებული, გვერდები, რომლებიც რეკლამების გადაჭარბებულ […]
Google-ის ვიდეო ზარების აპლიკაცია, Duo, უკვე ხელმისაწვდომია
როგორც უკვე იცით, Google-მა წლევანდელ I/O-ზე ორი საკმაოდ საინტერესო აპლიკაცია, Allo და Duo წარადგინა. იქვე აღნიშნეს, რომ აღნიშნული აპლიკაციები ამა წლის ზაფხულში იქნებოდა ხელმისაწვდომი. როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი დღეს. Duo Play Store-ში ახლახანს გაეშვა და რამდენიმე საათში იგი მთელს მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი. Allo-ს შესახებ ჯერჯერობით არაფერი ისმის. Duo არის მარტივი ვიდეო ზარების აპლიკაცია, რომელსაც […]
Google-ი ახალ ოპერაციულ სისტემაზე, “Fuchsia-ზე” მუშაობს
ყველა ოპერაციულ სისტემას, რომელსაც Google-ი ფლობს, ერთი საერთო აქვს: ისინი Linux-ის კერნელზეა დაფუძნებული. Chrome OS, Android, Chromecast და ა.შ. Google-ის მოწყობილობების მუშაობას რამდენიმე წელია Linux-ი უზრუნველყოფს. თუმცა, Linux-ის კერნელი ყველა სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი არ არის. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საქმე ავტომობილებსა ან GPS მოწყობილობებს ეხება. ასეთ მდგომარეობაში მძიმედ დატვირთული Linux კერნელი მოწყობილობებზე არც თუ ისე სახარბიელოდ მუშაობს. […]
Google-მა Cast SDK 3.0.0 გამოუშვა
უკვე სამი წელია, რაც Google-ი Cast SDK-ს აქტიურად ანახლებს. თუმცა, მისი აპლიკაციაში ინტერგრაცია ყოველთვის ძნელი და არაკომფორტული იყო. Cast SDK 3.0 გასულ თვეს, I/O 2016-ზე დაანონსდა. დღეს იგი უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის. SDK-ში გაკეთდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც დეველოპერებს საშუალებას მისცემს ადვილად მოახდინონ სერვისის ინტერგრაცია თავიანთ აპლიკაციებში. დოკუმენტაცია, მაგალითები, აპლიკაციები და ინსტრუქციები ხელმისაწვდომია Google Developers ვებსაიტზე. SDK […]
Google Earth-სა და Maps-ში სატელიტური სურათების ხარისხი დაიხვეწა
2013 წელს ჰაერნაოსნობის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) კოსმოსში Landsat 8 სატელიტი გაუშვა. აღნიშნული სატელიტის მიზანია გადაუღოს დედამიწას ისეთი ხარისხის დეტალიზებული სურათები, როგორების გადაღებაც იქამდე შეუძლებელი იყო. ეს ღია პროექტია და მთელი ინფორმაციის ნახვა ახლავე შეგიძლიათ. დღეს კი, Google-მა Landsat 8-ის სურათების ინტერგრაცია Google Earth-სა და Maps-ში მოახდინა. აქამდე, ინფორმაციის მისაღებად Google-ი Landsat 7 […]
Google-ი საკუთარი სმარტფონის გამოშვებას აპირებს
ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ Google-ი აპირებს სმარტფონის გამოშვებას, რომელსაც Nexus-ის ნიშანი არ ექნება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პირველად The Telegraph-მა დაწერა. სტატიაში ასევე ნახსენებია HTC-ის Nexus სმარტფონებიც. იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების უმრავლესობა Android საოპერაციო სისტემას იყენებს, მაღალი-დონის ტელეფონების მარკეტში მაინც Apple-ი ლიდერობს. სმარტფონების მწარმოებლების რიცხვის ზრდამ […]
Google-მა ანგარიშში შესვლა გაამარტივა
ორმაგი იდენტიფიკაციით შეცვლის ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გახადონ თავიანთ ონლაინ ანგარიშები უფრო დაცული. თუმცა, ტელეფონში დაგენერირებული კოდის კომპიუტერში ჩაწერა, თანაც გარკვეული დროის შუალედში, ხშირად არაკომფორტულია. Google-მა როგორც იქნა ეს პრობლემა გადაჭრა. შემდეგ ჯერში, როდესაც Gmail-ში, ან სხვა ნებისმიერ Google-ის სერვისში დაგჭირდებათ შესვლა, საჭირო იქნება მხოლოდ აირჩიოთ ‘Yes, allow sign-in” ფუნქცია თქვენს ტელეფონში. აღარანაირი უაზრო კოდები. […]
[განახლდა] Nexus მოწყობილობების განახლების პირობები
გასულ წელს, Stage Fright ვირუსთან ბრძოლის დროს, Google-მა ფორმალურად აღნიშნა Nexus მოწყობილობებისთვის განახლების გავრცელების პირობები. ახლა კი, კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერის შეწყვეტის მიახლოებული თარიღი თითოეული მოწყობილობისათვის. აღნიშნული ინფორმაცია საიტზე რამდენიმე კვირის წინ დაემატა, თუმცა მის შესახებ ახლახანს გახდა ცნობილი. Nexus მოწყობილობები უსაფრთხოების განახლებებს მიიღებენ მოწყობილობის გამოსვლიდან 3 წელში ან Google Store-ის დატოვებიდან 18 თვეში. მნიშვნელოვან სისტემური […]
Google-ს შემოთავაზება დეველოპერებისათვის
გუშინ დილით, Apple-მა App Store-დან შემოსავლის მიღების პოლიტიკა დახვეწა. კომპანიის განცხადებით, ისინი სერვისის გამომწერი მომხმარებლებისგან შემოსული შემოსავალს არა 70/30-ზე, არამედ 85/15-ზე გაყოფენ, მას შემდეგ რაც გამომწერი სერვისს 1 წელზე მეტი ხანი გამოიყენებს. ჩვენც ვფიქრობდით, წავიდოდა თუ არა Google-იც იგივე დათმობაზე. ჩვენი ვარაუდი მაშინვე გამართლდა. Recode-ს ცნობით, Google სწორედ იგივეს აკეთებს, თუმცა დეველოპერებისთვის უფრო ხელშემწყობი ფორმით. […]
  • 1
  • 2
  • 3
  • 4