როგორც უკვე იცით, Android-ის განახლებული პარამეტრების მენიუს სურათებმა რელიზამდე გაჟონა. თუმცა, მისი გამოსვლის შემდეგ, ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლიათ ვიხილოთ მისი სრული სახე. ახლა უკვე აღარაა საჭირო სუბ-კატეგორიებში ხშირად შესვლა. პარამეტრების მენიუს მთავარ გვერდზე შესაბამისი კატეგორიის სახელის ქვეშ დავინახავთ, თუ მაგალითად, რომელ ქსელზეა მოწყობილობა დაკავშირებული, ჩართულია თუ არა Bluetooth, რამდენი რესურსია გამოყენებული და ა.შ.
განახლებულ ინტერფეისში, სუბ-მენიუში შესვლის დროს ზედა მარცხენა კუთხეში ვიხილავთ ე.წ. ჰამბურგერ მენიუს, რომლიდანაც შეგვეძლება სხვადასხვა კატეგორიებში გადასვლა მთავარ მენიუში დაბრუნების გარეშე. Device კატეგორიაში ახლა უფრო მეტი ოფციაა, ასევე განცალკევდა Sound და Notifications კატეგორიები. Notifications კატეგორია საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ შეტყობინებები ინდივიდუალური აპლიკაციებისთვის. ეს ოფცია Apps კატეგორიიდან გადმოვიდა.
პარამეტრების ახალ მენიუში ასევე წინა ფლანგზე გამოტანილია Tap & Pay კატეგორია, სადაც Android Pay ავტომატურადაა გააქტიურებული. ყველა დანარჩენი ცვლილება მინიმალურია, რომელიც თვალში უფრო ლამაზად გვხვდება.