HTC U11 Life – ასე ერქმევა HTC-ს Android One-ზე მომუშავე პირველ სმარტფონს. აღნიშნული ჭორი დღეს დილთ LlabTooFeR-მა გაავრცელა. ეს სწორედ ის ბლოგერია, რომლისგანაც პირველად გავიგეთ, რომ Pixel სმარტფონებს HTC აწყობდა. მისი ინფორმაციით, U11 Life-ზე Android Oreo და Sense 9.0_A1 იქნება გაშვებული, თუმცა მწარმოებლის აპლიკაციები თითქმის სრულიად წაშლილი იქნება. აღსანიშნავია, რომ სმარტფონი მაინც შეინარჩუნებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა EdgeSense, USonic, Zoe და HTC Camera.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთში Evan Blass-მა დაადასტურა და დაპოსტა U11 Life-ის ფოტო. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული სურათი არის ამ სმარტფონის სტანდარტული ვარიანტის და არა Android One ვერსიის. რა საკვირველია, A1 ვერსიაზე ე.წ. სტოკ სისტემა იქნება გაშვებული და ასეთ ინტერფეისსაც ვერ ვიხილავთ.
წყარო: LlabTooFeR