უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვრცელდება ჭორები, რომ Google-ი ახალი მოწყობილობების წარდგენას 5 ოქტომბერს აპირებდა. დღეს კი, კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა, რომ Pixel-ებისა და სხვა მოწყობილობების პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგება. ფანებმა ჯერ Google-ის რეკლამა დაინახეს ბოსტონში, მოგვიანებით კი დაიდო ვიდეო და ჩაირთო შესაბამისი საიტიც.
ვიდეოს შინარსი ასეთია: მომხმარებელი Google-ში ეძებს, თუ რატომ ჭედავს მისი სმარტფონი, რატომ არ არის მასზე თავისუფალი ადგილი და ა.შ.. შემდეგ ჩნდება წარწერა “სასაცილოა რომ იკითხეთ” და ვებსაიტი, სადაც კომპანი მოგვიწოდებს, რომ თუ ტელეფონის შეცვლა გვინდა, 4 ოქტომბერს მოვუცადოთ. Pixel-ის “თიზერს” აგრეთვე შეხვდებით საძიებო სისტემის მთავარ გვერდზეც.
ასე რომ, არ დაგავიწყდეთ თქვენი კალენდრების 4 ოქტომბრისთვის ჩანიშვნა. ეს დღე Google-ისა თუ Android-ის სისტემის მოყვარულებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება.