გასული წლის 4 ოქტომერს Google-მა Pixel-თან ერთად ვირტუალური რეალობის მოწყობილობაც, Daydream View-ც გამოუშვა. თავდაპირველად მისი მხარდაჭერა მხოლოდ Pixel-ს ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ფუნქციონალი რამდენიმე სხვა ტელეფონმაც მიიღო. როგორც ჩანს, 1 წლის თავზე Google-ი მოწყობილობის განახლებულ ვერსიას გაგვაცნობს.
როგორც ხედავთ, მოწყობილობა ძალიან გავს მის შარშანდელ ვერსიას, თუმცა ამჟამად იგი უფრო გამძლე ნაჭრისგანაა დამზადებული. აგრეთვე ვხედავთ ახალ ფერებსაც: ხის ნახშირის ფერი (Charcoal), ნისლისფერი (Fog) და მარჯნისფერი (Coral). ე.წ. პულტის ფერებიც მოწყობილობის დიზაინს ეხამება. ახალი მასალისა და ფერების მიუხედავად, Daydream View-ს 2016-ისა და 2017 წლის ვარიანტები მაინც ძალიან ჰგავს ერთმანეთს (იხილეთ დაბლითა ფოტოები შედარებისთვის).
როგორც სტატიის სათაურში წერია, განახლებული მოწყობილობის ფასი $99 იქნება, რაც გასული წლის მოდელზე $20-ით მეტია. იმედი გვაქვს, ამ ოცი დოლარის გადახდა მხოლოდ განახლებულ ფერებსა და მასალაში არ მოგვიწევს. Daydream View-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას Google-ის ღონისძიებაზე 4 ოქტომბერს გავიგებთ.
წყარო: Droid Life