Google-მა HTC-ის Pixel-ზე მომუშავე ქვედანაყოფი $1.1 მილიარდად შეიძინა

რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Google-სა და HTC-ის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ზუსტად არავინ იცოდა, თუ რა ჰქონდათ კომპანიებს დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ყველაფერს ნათელი მოეფინა: Google-მა კომპანიის ის დანაყოფი იყიდა, რომელიც Pixel-ზე მუშაობდა.

აღნიშნული ჯგუფი Google-ს $1.1 მილიარდი დაუჯდა. ჯგუფი ჯერჯერობით უცნობი რაოდენობის მომსახურისგან შედგება, რომლებსაც რიკ ოსტერლოჰი ხელმძღვანელობს. მწარმოებლებმა დაადასტურეს, რომ პერონალის უმრავლესობა ისედაც მუშაობდა Pixel-ის აპარატურაზე. Google-მა აგრეთვე მოიპოვა ლიცენზია HTC-ის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომელიც აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიის Google-ის აპარატურაში ჩანერგვას გულისხმობს.

HTC-ის განცხადებით, Pixel-ის გუნდის “ჩამოშორების” შემდეგ კომპანიაში უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ საკუთარი სმარტფონებისა თუ სხვა აპარატურის წარმოებას. რა საკვირველია მათგან ვიხილავთ ახალ ფლაგმანსაც. დადის ხმები, რომ Google-ისგან აღებული ფულის HTC საკუთარი ვირტუალური რეალობის მოწყობილობის, Vive-ის დახვეწასა და გაუმჯობესებას მოახმარს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატურაზე მომუშავე გუნდი HTC-ის ძალიან დააკლდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ფლაგმანები ისედაც ძლივს უძლებდნენ კონკურენციას, ახლა კი შეიძლება სიტუაცია საერთოდ გაუარესდეს.

Google-ისა და HTC-ის შეთანხმება 2018 წლის მიწურულს დასრულდება.

წყარო: Google