Pixel 2 XL-ს სტერეო დინამიკები, მუდმივად ჩართული მუსიკის ამოცნობა და პორტრეტული რეჟიმი ექნება

Pixel 2-ისა და Pixel 2 XL-ის შესახებ სულ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებთ. სულ ახლახანს ვიხილეთ მათი ფოტოები და გავიგეთ ინფორმაციაც ფასის შესახებ. აგრეთვე დადასტურდა ის, რომ მათ 3.5მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი აღარ ენქებათ. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ტექნოლოგიური პორტალის, AndroidPolice-ის დამფუძნებელმა, არტემ რუსაკოვსკიმ ახალი ჭორებით გაგვამდიდრა.

DroidLife-ის მიერ ბოლოს გაჟონილმა სურათებმა დაადასტურა, რომ ორივე ტელეფონს სახისკენ

  1. ახალი “პორტრეტული რეჟიმი” Google Camera-ს აპლიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ Pixel 2/XL-ს მხოლოდ ერთი კამერა აქვთ, Google-მა მაინც მოახერხა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიის გამოიყენებით ისეთი ალოგირთმი შეემუშავებინა, რომელიც iPhone 7 Plus-ის პორტრეტულ რეჟიმსაც კი გაუწევდა კონკურენციას.
  2. განახლებულ Pixel Launcher-ში საძიებო პანელი დაბლა გადმოინაცვლებს. აღნიშნული ცვლილება წლევანდელ Google I/O-ზეც იყო შემჩნეული და საბედნიეროდ 9to5Google-მა მისთვის ვიდეოს გადაღება მოასწრო.
  3. ახალი “მუსიკის ამოცნობის” ფუნქცია მუდმივად ჩართული იქნება. წყაროს განცხადებით, როდესაც ახლომახლო სიმღერა იქნება ჩართული, იგი ავტომატურად გამოჩნდება ტელეფონის დაბლოკილ ეკრანზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუსიკის ამოცნობის ფუნქცია ჯერ Google Assistant-საც კი არ აქვს.
  4. Google Assistant-ის ჩართვა მოჭერით იქნება შესაძლებელი. Pixel 2/XL-ს “მოჭერის ჟესტის” მხარდაჭერა ექნება, რომელიც პირველად HTC U11-ზე ვიხილეთ.
  5. ყოველთვის ჩართული Ambient Display საშუალებას მოგცემთ მარტივად შეამოწმოთ საათი, კალენდარი, შეტყობინებები, მაღვიძარები და ა.შ. დაბლოკილ ეკრანზე.
  6. ტელეფონებს Nexus 6P-ის მსგავსი სახისკენ მიმართული ორმაგი სტერეო დინამიკები ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ Google-ი აღნიშნულ ტელეფონებს 4 ოქტომბერს წარადგენს. არ არის გამორიცხული, რომ პრეზენტაციამდე გავრცელდეს ესა თუ ის ინფორმაცია მათ შესახებ.

წყარო: Artem Russakovskii