ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ ბოლო დროს Android One სმარტფონების ოჯახი სწრაფად ფართოვდება. მათ სულ ახლახანს შეემატა ორი ახალი სმარტფონი, Xiaomi Mi A1 და Moto X4. 2 კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ HTC-იც აპირებს არსებული პროგრამის ფარგლებში სმარტფონის გამოშვებას. LlabTooFeR-მა გუშინ მისი სისტემური მახასიათებლები გაგვიმხილა.
U11 Life (AndroidOne program)
SD630
RAM/ROM 3/32gb or 4/64gb
5.2' 1080p
Cameras 16/16mp
Battery 2600mah
Edge Sense, USonic
IP67
Android O— LlabTooFeR (@LlabTooFeR) October 3, 2017
როგორც ხედავთ, იგი მორიგი საშუალო დონის სმარტფონია Snapdragon 630 პროცესორით, 5.2 დიუმიანი 1080p ეკრანით, 3/4GB ოპერატიულითა და 32/64GB შიდა მეხსიერებით. წინა და უკანა კამერის ზომა 16MP-ს შეადგენს, ბატარეის მოცულობა კი 2600 მილიამპერია. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა მომხმარებლებს ანებივრებს ისეთი დანამატებით, როგორებიცაა Edge Sense (U11-ის მსგავსად ხელის მოჭერა), USonic ყურსასმენები და IP67 წყლისა და მტვრისგან დაცვის სერტიფიკატი.
დიდი ალბათობით, იგი იქნება პირველი Android One სმარტფონი, რომელზეც ორეო იქნება გაშვებული. როგორც იცით, Mi A1 და Moto X4 ნუგაზე გამოვიდა. ფასის შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
წყარო: LlabTooFeR