Google Home-ის დიდი ძმა, Google Home Max-ი $399 ღირს

თუ Google Home-ის ხმის ხარისხი არ გაკმაყოფილებდათ, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. Google-მა გუშინდელ პრეზენტაცაიზე მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსია, Google Home Max წარადგინა, რომელიც ოცჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სტანდარტულ Home-ი. მისი გაყიდვები დეკემბერში დაიწყება და $399 ეღირება.

Home Max-ი აღჭურვილია ახალი, მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ფუნქციით, რომელსაც Smart Sound ეწოდება. მისი საშუალებით მოწყობილობა ხვდება, თუ სად დგას და როგორი მიმართულებით უნდა გამოსცეს ხმა, რომ საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოს. იგი აგრეთვე ავტომატურად დაარეგულირებს ხმას ისეთ შემთხვევებში, თუ მეზობელი კედელის გაბრუღვას დაიწყებს.

Home Max-ს აქვს Bluetooth-ისა და Google Cast-ის მხარდაჭერა და რა საკვირველია 3.5მმ ჯეკი.

ყველა Home მოწყობილობის მსგავსად, მასშიც ჩაშენებულია Google Assistant-ი, რომელსაც თქვენი ბრძანებების მოსმენა მაშინაც კი შეუძლია, როცა მუსიკაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის დადგმა შეგიძლიათ როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში.

Home Max-ი ხელმისაწვდომი იქნება ცარცისა და ნახშირის ფერებში. მისი შეძენა $399-ად შეგეძლებათ და გაყიდვები დეკემბერში დაიწყება. შეძენისას საჩუქრად მიიღებთ YouTube Red-ის 12 თვიან სერვისს.