შემდეგი მოსალოდნელი მოწყობილობა, რომელიც Google-მა გუშინ წარადგინა, პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი, Pixelbook-ი გახლავთ. ნაცნობი დიზაინის მქონე ქრომბუქი აღჭურვილია უმაღლესი დონის სისტემური მახასიათებლებითა და Google Assistant-ით, ფასი კი $999-ს შეადგენს.
სისტემური მახასიათებლები:
- ეკრანი: 12.3″ QHD LCD
- პროცესორი: Intel Core i5, i7
- ოპერატიული მეხსიერება: 16GB-მდე
- შიდა მეხსიერება: 128GB, 256GB, 512GB
- ბატარეა: ~10სთ მოხმარების რეჟიმი, USB-C პორტი
- კლავიატურა: განათებით, რბილი ზედაპირით
იმის გათვალისწინებით, რომ ChromeOS-ზე უკვე Android აპლიკაციების გაშვებაცაა შესაძლებელი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ Pixelbook-ი ორი-ერთში (ან ოთხი-ერთში) მოწყობილობაა. Wacom-თან თანამშრომლობით Google-ი ასევე გვთავაზობს Pixelbook Pen-ს, რომელიც ცალკე გაიყიდება და $99 ეღირება. მასში Assistant-ია ჩაშენებული და 60 გრადუსიანი კუთხური და 10 წამიანი შეხების აღქმა აქვს. აგრეთვე 2000-ზე მეტი დონის დაწოლის მგრძნობელობა.
The first laptop built with #GoogleAssistant, take action on screen with Pixelbook's smart companion, Google Pixelbook Pen. #madebygoogle pic.twitter.com/3URwYnBmX4
— Google (@Google) October 4, 2017
10 მილიმეტრის სისქის Pixelbook-ი სულ რაღაც 1 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს რომ მისი ჩანთით ტარება ძალიან მარტივი იქნება. კლავიატურაზე იხილავთ სპეციალურ ღილაკს Assistant-ის გასააქტიურებლად, რომლის წყალობითაც მისთვის შეკითხვის დასმა შეგეძლებათ როგორც ხმოვანი, ასევე ტექსტური ფორმით. კალამს შეუძლია მონიშნული ობიექტების ამოცნობა და Assistant-ის საშუალებით მათ შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება.
შემდეგი საკმაოდ საინტერესო ფუნქცია გახლავთ Smart Tether. მისი საშუალებით ქრომბუქი ავტომატურად დაუკავშირდება თქვენი Pixel სმარტფონის მობილურ ინტერნეტს, თუ WiFi არ არის ხელმისაწვდომი. დიდი ალბათობით პარამეტრებში ვიხილავთ ამ ფუნქციის მარეგულირებელ ოფციებს.
Google-ი ბატარეის ათ საათიან მუშაობას გვპირდება, მისი დამუხტვა კი USB-C დამტენით ხდება. ლეპტოპისა და კალამის წინასწარ შეკვეთა დღესვე შეგიძლიათ.
https://www.youtube.com/watch?v=y8hTxocaxdo