Android N ფუნქცია: ნომრის დაბლოკვა სისტემურად

Android N-ში ნომრების დაბლოკვა უფრო ეფექტური გახდება. ეს იმის დამსახურებაა, რომ Google-ი აღნიშნული ფუნქციის მთლიან პლატფორმაში ჩანერგვას აპირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა აპლიკაციას (რომელსაც ესაჭიროება) შეეძლება ნახოს რომელი ნომრებია დაბლოკილი.

ამჟამინდელი Google Phone აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს დავბლოკოთ ნომერი, თუმცა, ეს ინფორმაცია სხვა სერვისებში არ გადადის, მაგალითად Hangouts-ში. თუ თქვენ მასშიც გინდათ ნომრის დაბლოკვა, მაშინ ეს ორჯერ უნდა გააკეთოთ.

Android N-ში კი ეს საჭირო აღარ იქნება. დაბლოკილი ნომრების სია ახლა სისტემაში იქნება შენახული და მისი ნახვა ყველა აპლიკაციას შეეძლება. დაბლოკილი ნომრების სიის შეცვლა მხოლოდ რამდენიმე აპლიკაციას შეუძლია: ჩაშენებულ dialer-ს, SMS აპლიკაციასა და ოპერატორის აპლიკაციებს.

აღნიშნული სია შენახული იქნება თქვენს ანგარიშშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია არ წაიშლება რესეტის შემდეგ და მისი სხვა მოწყობილობაში გადატანა ადვილი იქნება.