OnePlus 3/3T-ზე Android Oreo ოფიციალურად გამოვიდა

სულ რაღაც ერთი თვის წინ OnePlus-მა თავისი ყველაზე პოპულალური სმარტფონებისთვის, OnePlus 3-ისა და 3T-სთვის Android Oreo-ს პირველი ბეტა ანაწყობი გამუშვა. რა საკვირველია, მას შემდეგ ისინი ხარვეზების აღმოფხვრასა და სტაბილურობის გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. გუშინ კი, არც თუ ისე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კომპანიამ ოფიციალური განახლება გამოუშვა.

Android 8.0-ზე დაფუძნებულ OxygenOS 5.0-ში ვხვდებით ისეთ დამატებით (რომლებიც სუფთა Android-ში არ მოიძებნება) ფუნქციებს, როგორებიცაა პარალელური აპლიკაციების დამატება, განახლებული სწრაფი ოფციებისა და launcher-ის ინტერფეისი და ა.შ..

პარალელური აპლიაციების წყალობით, თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი აპლიკაციის კლონის გაკეთება. ამ მხრივ, შეძლებთ, ერთდროულად ორ Facebook-ის, Twitter-ის ან WhatsApp-ის ანგარიშში ყოფნას.

განახლების გავრცელება გუშინდაიწყო და როგორც ყოველთვის, იგი პირველად გერმანელ მომხმარებლებს მიუვიდათ. რა საკვირველია შეგიძლიათ VPN-ის გამოყენებით აღნიშნული ქვეყნის ლოკაციის გაყალბება. აგრეთვე შეგიძლიათ ანაწყობის გადმოწერა და ხელით დაყენებაც, თუმცა სამწუხაროდ TWRP-ს გამოყენება არ შეგიძლიათ.

წყარო: OnePlus